ცა…by Fei

ცა…
მე მწყურია შენი ცრემლების უძირო ზღვა
მე აღარ მაწვიმს შენი სევდიან ფიქრების ცა
მე ვეღარ ვგრძნობ და აღან მესმის შენი ხმა
ვიცი აქ აღარ ხარ , შენ მალე დაგლევს სხვა.

ცხოვრება მიქრის, ჩვენ კი ვშორდებით
გააპობს ქარს, გაანგრევს კარს
ცხოვრება მიქრის, ჩვენ არ ვჩერდებით
გვექცევა ცა, აღელდა ზღვა
ცხოვრება მიქრის, ბნელდება ცა
რა ხდება რა?! შავდება ზღვა
შენ აღარ მოხვალ
იქნებ მოვიდეს სხვა…

სადღა მაქვს გული , ის ემსგავსება ქვას
და ჩემი სული ისევ შემარქმევს “სხვას”
საით მიდიხარ რატომ აღელვებ ზღვას
შენ კი წახვედი, ისევ ატირე ცა.

ცხოვრება მიქრის , ჩვენ კი ვშორდებით
გააპობს ქარს , გაანგრევს კარს
ცხოვრება მიქრის , ჩვენ არ ვიღლებით
გვექცევა ცა, აღელდა ზღვა
ცხოვრება მიქრის, ბნელდბა ცა
რა ხდება რა?! გაშავდა ზღვა
შენ თუ აღარ მოხვალ
მაშინ არ მოვა სხვა…

გააპობს ტალღებს , გაანგრევს ფანჯრებს
ცხოვრება მიქრის, ისევ აგვირევს გზებს..

იღება კარი
მე ისევ მესმის ხმა
თუ ეს შენ არ ხარ
კვლავ აღელდება ზღვა
იღება კარი…
და  ეს შენ არ ხარ
ისევ დაგვექცა ცა..

2 thoughts on “ცა…by Fei

  1. დავინახე, აღელვებული ზღვა დავინახე, ჩამოქცეული ცაც და მის მაგივრად მოსული სხვა..

Leave a comment