ცუდი ბიჭები

ცუდი ბიჭები….მმმ …<333 რა თქმა უნდა არ ვგულისხმობ კრიმინალებს, სერიულ მკვლელებს და ნარკომანებს…არამედ საზოგადოებასთან დაპირისპირებულ, პროგრესულ ხალხს. ცუდი ბიჭი არ უნდა იყოს დილეტანტი..უნდა სწამდეს და იცოდეს რა სურს…”მთავარს” თუ დაუპირისპირდა (რომლის აზრი გადამწყვეტია საზოგადოებისთვის) მან უნდა შეძლოს და მთავარს თავი იდიოტად აგრძნობინოს …საკუთარი ცოდნის გამოვლენით….მოკლედ საშინლად მიმზიდველია ცუდი ბიჭის ტიპაჟი…ის მეამბოხე, ანარქისტი, ქარიზმატული , საინტერესოა….და რაც მთავარია გ ა ნ ს ხ ვ ა ვ ე ბ უ ლ ი!!!!!!! ცუდი ბიჭების ინსტიტუტი არ არსებობს ჩვენთან…ისინი ან უზრდელები ან მშიშარა აჩკარიკები არიან , რომელთაც საკუთარი აზრის გამოხატვის არათუ ეშინიათ , არამედ საერთოდ არ აქვთ აზრი…ცუდო ბიჭებო ამოქმედდით…ჩემი მოთმინების ფიალა იწურება…ბოლო მოუღეთ ტერორისტებისა და სნობების მმართველობას ჩვენს სივრცეში….

5,2 წუთი

15:23 სთ…A ბლოკი.. com1 აუდიტორიის წინ…
 დერეფანი ჩაბნელებული ..მარტო ვარ..წიგნებით სავსე ჩანთა მხარს საშინლად მტკენს..ვღელავ .. ოცი ნაბიჯის დაშორებით  დავინახე.  აუდიტორიიდან გამოვიდა და კედელს მიეყრდნო , ვიღაცას ელოდება. ვუყურებ …ვერ მამჩნევს..  არა…შემომხედა..და მიყურებს…ახლა უნდა გავიღიმოთ ერთი ,ორი…ხომ გიცნობ  და …ვიღაც უახლოვდება …ის მას უღიმის და ლაპარაკობენ ..მერე სხვა მიდის..და ის ჩემსკენ დგამს ათ ნაბიჯს, მე მხოლოდ ორს… უახლოვდება კედელს.. 
  ვისაც ელოდა გამოვიდა..წავიდნენ…მხარს ჩანთა მტკენს და ვლოცულობ ქეთიმ დაგვინდოს და ძნელი ქვიზი არ მოიტანოს…

Few Words About Autumn …

Autumn_by_sicanშემოდგომა..თითქოს ამით ყველაფერი ვთქვი..
გქონია შეგრძნება , რომ ყველაფერი შენს გარშემო გაჩერდა..ადამიანებმა ერთჯერადი გაცვეთილი საუბრები შეწყვიტეს, მანქანები არ ბზუიან…ჩიტებიც არ დაგჩხავიან…მხოლოდ შენ და ღვთაებრივი ფერის ფოთლებით დაფარული ხეივანი. მიხრაშუნებ ბილიკზე დაყრილ შემოდგომაში და უყურებ ცას..იქნებ ინებოს ცრემლის დაფრქვევა და ატირდეს შენთან ერთად. გესმის როგორ საუბრობენ ხეები ..იდუმალი  სიტყვებით…. არ გეჩქარება ხეივნის ბოლომდე ..იცი უკან მოგინდება გაბრუნება..  შემოდგომა არ გაძლევს უფლებას თავი მარტო იგძნო, თანამგზავრებად ლამაზ ფოთლებს გაწვიმებს . უსმენ საყვარელ ტრეკს და გგონია, რომ ასე იქნება მუდამ…მიხრაშუნებ და ფიქრობ ..ამ დროს გინდება თავი ადამიანად იგძნო , ადამიანურად იოცნებო, ადამიანურად გიყვარდეს….ამ დროსვე გენგრევა პრაგმატული იდეების მთელი გარნიზონი, რადგან ხვდები ამას არ აქვს მნიშვნელობა…სისულელეა…ღრმად სუნთქავ … ღრმად ისუნთქავ ლამაზ ჰაერს, ლამაზ ფოთლებში სეირნობისას ლამაზი შემოდგომის ლამაზ დღეს..

პირველი განცდები და CSB რამდენიმე კვირის შემდეგ..

მეგონა ჩუპაკაბრებით სავსე პლანეტაზე მივფრინავდი და მეშინოდა სხეულის რომელიმე ნაწილი არ დამეკარგა , განსაკუთრებით ვღელავდი სახეზე…(იმის მიუხედავად , რომ არ მიყვარს ჩემი სახე).  ყველა უცხო იყო….  ლექტორები არ ჰგავდნენ მონსტრებს… რამდენიმე გოგონა გავიცანი და მომეშვა….ღმერთს პლანეტა შეშლია ჩუპაკაბრები არ არიან აქ… სამწუხაროდ   CSBს  მომწვანო-მოთამბაქო გარემო სხვა სიძნელეებს მალავდა…
  ბოლო დღეებია ყველაფერი შეიცვალა…ვგროძნობ სიყალბეს…თავიდან მეგონა მეჩვენებოდა, მაგრამ არა…ცრუობენ…ღიმილი არაფრის მთქმელია…არც მოსალმება შველის მატყუარა, გულისამრევ ადამიანუკებს, რომ დამალონ ” აუ ეს …” და “რა უნდააა”..ან რა ვიცი…ბუზი ხომ არ ვარ მათს თავებში ვიფრინო.. რა თქმა უნდა ყველას არ ეხება …საკმარისად კარგად ვიცნობ ადამიანებს , რომ ასეთებს მივხვდე. და მაინც   CSB    არ ყოფილა ჩუპაკაბრების ნავსაყუდელი იქ ყალბი და ამაზრზენი ადამიანები ერთმანეთს თმებს ავარცხნინებენ და მერე უნიტაზში რეცხავენ… გთხოვთ შემიძულოთ მისტერ…ეს გრძნობა მაინც ხომ მოდის გულიდან….

ჩავიდა მზე და მე ამოვედი…

იცით ვინ ვარ? არაააააა….ხოდა ვიწყებ და მომისმინეთ. (ჩემი ყველა პოსტი ეპასუხება და ეხმაურება ქრისტინეს).  ოდესმე თვალები გაგიხელია ? მე არა…დახუჭული თვალებით უკეთ ვხედავ, უფრო ბედნიერი ვარ…ფიქრი შევწყვიტე ..ძალიან მტკენდა. ოდესმე მოვყვები ნაცრისფერ წარსულზე და დეპრესიულად გადატანილ ყოველ საათზე, თუმცა ახლა რა საჭიროა გახსენება , მე ხომ სხვა ვარ.
ყოველი დღე ცდაა უფრო ყრუ და ბრმა ვიყო, თუმცა მემორჩილება ფიქრები და გრძნობები?! არა… ვცდილობ გავცივდე და ადამიანების სიყვარული მოვისპო.. რადგან მათ არ ესმით ჩემი სიყვარულის. ადამიანები გამუდმებით იტყუებიან თითქოს ამით ცხოვრებას იხანგრძლივებენ ..მე კი გული მტკივა, როცა ერთ დღეს შენი უახლოესი ადამიანი მეორე დღეს გაგრძნობინებს რომ ისევ შეცდი და უფრო გაძულებს ადამიანებს…ასე ვიწყებ ჩემს ტკივილზე საუბარს და ასე გაგრძელდება ბოლომდე. ნათქვამია ვინც გაჩნდა მარტოობისთვის , მისი კლანჭებიდან თავს ვერასოდეს დაიხსნის…