ბელგიის სამხატვრო მუზეუმები/ნაწ.1- ტ. სედოვა (თარგმანი)

გამომცემლობა „ხელოვნება“, 1973.

ავტორი: ტატიანა სედოვა

ნაწილი 1/ ქალაქი ბრიუგე

ბელგიის უძველეს ქალაქებს შორის ბრიუგემ საუკეთესოდ შემოინახა ხელშეუხები შუასაუკუნოვანი იერი. „მკვდარ ბრიუგეს“ ან „მიძინებულ ბრიუგეს“ უწუდებენ მართლაც წარსული დიდების ძველ მოგონებად შემორჩენილ მდიდრულ ნაგებობებს, წყნარ არხებსა და კუზიან ხიდებს შორის მიძინებულ ქალაქს. შვიდი კოშკურიანი ციხე ნაგებობაც ქალაქის სიმდიდრის ნოსტალგიური მცველი გამხდარა.

ქალაქი დაახლოებით მე7 საუკუნეში ჩამოყალიბდა, ხოლო ზღვის სიახლოვისა და შრომისმოყვარე მოქალაქეების წყალობით მე12-მე14 საუკუნეებში მსოფლიო ვაჭრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად იქცა. ამ პერიოდში ქალაქში დღეევანდელთან შედარებით ოთხჯერ მეტი, 200000 ადამიანი ცხოვრობდა. ქალაქი თავისუფლების მოყვარედ იწოდებოდა. 1302 წლის 18 მაისს ფრანგების მიერ დაკავებულმა ბრიუგემ მთელი ფლანდრია ფეხზე დააყენა და მტერი განდევნა. მე15-16 საუკუნეებში კი ქალაქის არხებმა სილის შემოტანა და დავიწროება დაიწყო, ამიტომაც სავაჭრო ცენტრმა ბრიუგედან ანტვერპენში გადაინაცვლა.

ბრიუგე მართლაც ქალაქი-მუზეუმია. 130 მეტრიანი კოშკურებით დამშვენებულ ღვთისმოშობლის ტაძარში ნამდვილი საგანძური ინახება; საკურთხეველთან  ახალგაზრდა მიქელანჯელოს მარმარილოს ქმნილების- „ბრიუგეს მადონას“

ბრიუგეს მადონა

ნახვაა შესაძლებელი. ის ფლანდრიელმა ვაჭარმა იან მუსკრონმა ფლორენციაში შეიძინა  და 1514 წელს ზემოაღნიშნულ ტაძარში განათავსა. ალბრეხტ დიურერი თავის მოგონებებში საგანგებოდ ხაზს უსვამს, თუ როგორ იხილა ქანდაკება 1521 წელს ფლანდრიაში მოგზაურობისას. ქანდაკება დახვეწილი ტექნიკითაა შესრულებული. მადონას ახალგაზრდა სახე სულიერ მშვენიერებას გამოხატავს, სერიოზული და სევდიანია. მისი მგლოვიარე იერი ყრმა იესოს ხასიათს არ ჰგავს; ჩასხმული, მხიარული ბიჭუნა დედის მუხლს ეყრდნობა. ქანდაკებას შავი მარმარილოს ფონი ამშვენებს, რომელიც იმავე იან მუსკრონმა დაამზადებინა.

ამავე ტაძარშია განთავსებული ბურგუნდიის ჰერცოგთა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენლების მემორიალური ძეგლები. მათ შორისაა კარლ გულადი, 1477 წელს ნანსის ბრძოლაში დაღუპული, და ხუთი წლის შემდეგ გარდაცვლილი მისივე ქალიშვილი მარია. მოოქროვილი ბრინჯაოსგან ჩამოსხმული და მდიდრული ორნამენტებით შემკობილი საფლავის ქვები კი მხოლოდ მე16 საუკუნეში დამზადდა. 1810 წელს ძეგლების რესტავრირება ნაპოლეონ ბონაპარტის სახსრებით განხორციელდა.

მემლინგის მუზეუმი

 

ბრიუგეს ღირსშესანიშნავობებიდან ერთ-ერთია მე12 საუკუნეში ავგუსტინელთა ორდენის მიერ დაარსებული წმ. იოანეს საავადმყოფო, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს. მთავარ დარბაზში გამოფენილია სხვადასხვა დროს ბერ-მონაზონთა მიერ შეკვეთილი ან შეწირული  სურათები , რომელთა შორის ჰანს მემლინგის ხუთი ცნობილი ნაწარმოებიცაა.

წმ. ურსულას სალოცავი

მემლინგის მუზეუმი იმითაცაა ცნობილი, რომ ნამუშევრები შექმნის დღიდან (მე15 საუკუნე) ხელუხლებლადაა შემონახული. ბრიუგეში არსებობს ლეგენდა, რომ წმინდა ავგუსტინელმა დებმა ნაპოლეონის კომისართან ალბათ ცხოვრებაში პირველად იცრუეს და უარჰყვეს  მემლინგის „წმინდა ურსულას სალოცავის“ არსებობა მათს საავადმყოფოში.

ჰანს მემლინგი (დაახლ. 1433-1494) -გამორჩეული ჰოლანდიელი მხატვარი , ადრეული აღორძინების ხანის ღირსეული დამაგვირგვინებელი , წარმოშობით გერმანელი იყო. მემლინგის ცხოვრების ამსახველი მწირი მასალა მისი დაბადების ადგილად გერმანულ ქალაქ ზელიგენს ასახელებს. 50იან წლებში მას უნდა ემუშავა  ბრიუსელში როგირ ვან დერ ვეიდენის სახელოსნოში, რომლის გარდაცვალების შემდეგაც 1465 წელს დასახლდა  ბრიუგეში. 1467 წელს ქალაქის წმ. ლუკას სახელობის გილდიის მთავრად აირჩიეს , ცოლად კი ვინმე ანა დე ფალკენარი ჰყოლია, რომელთანაც სამი შვილი შეეძინა. მემლინგი 1494 წლის 11 აგვისტოს გარდაიცვალა.

მომცრო ზომის სამნაწილიანი საკურთხეველი „მოგვთა თაყვანისცემა“ 1479 წელს მეტრ იან ფლორენმა გადასცა წმ. იოანეს საავადმყოფოს, რომლის კედლებიც აღარ დაუტოვია. აღნიშნულ კომპოზიციაში ჯერ კიდევ იგრძნობა როგირის იდეური და ტექნიკური გავლენა. ამავე დროს მემლინგი სრულიად ახალ შინაარსს სძენს მას, მასწავლებლის დრამატიზმისა და გრაფიკული ექსპრესიისგან განდგომით. ადამიანური სახის სულიერი განსხივოსნება, ლირიკული განწყობა, სამყაროს სიკეთითა და ალერსით გათავისება მთავარ ემოციურ ლაიტმოტივს წარმოადგენს. მემლინგი ყველაფერში ნაზ პოეტურ ჰარმონიას ეძებს.

გაგრძელება იქნება…

 

Advertisements

თავი მეორე

ჩემი გოგოები

ჩემი გოგოები სილაღით ჩიტებს აფრთხობენ, სიჩუმით- მშობლებს. ისინი სუპერ გმირები არიან. ჩემი გოგოები სულ იზრდებიან და არ იზრდებიან.

ლამაზ, უცნობ ბიჭთან მზერის გაცვლა ლოყებს უფაკლავთ და აჯადოებთ. ჩემი გოგოები შორს წამსვლელები არიან , წასასვლელად გამზადება რომ არ ეზარებოდეთ. ისინი ყველა ბოთლს ათავებენ და ვერ თავდებიან.

ჩემი გოგოები თმას იფერადებენ და კანზე ნამცეცა ფიგურებს იხატავენ. ჩემს გოგოებს ტეკილას ბოლო ჭიქაზე ბარის ტუალეტში გული ერევათ. ჩემს გოგოებს ბიჭები კომაში აგდებენ.

ჩემი გოგოები „ნუტელას“ ქილის კედლებს ლოკავენ და სოციალურ ქსელებში მეგობრის მეგობრებს უთვალთვალებენ.

ჩემი გოგოები ღმერთის ნაცვლად მუხლს ერთმანეთის წინაშე იყრიან. მათ პატიება არ იციან.

ჩემი გოგოები ცნობისმოყვარეები არიან; მათი კრიალა თვალები და პრიალა ტუჩები ჰაერში გამკრთალ სილუეტებს ეფუსფუსება.

ჩემს გოგოებში სევდა მძიმეა.

ჩემი გოგოები ბიჭებს კოცნიან და ცაზე თანავარსკვლავედებს უხაზავენ.

ჩემი გოგოები ღამე კითხვით თვალებს ისიებენ. მათ აუდიტორიის ბოლო რიგებში ჯდომა და ცხოველების ფაფუკ ბეწვში სახის ჩაფლობა უყვართ.

ჩემმა გოგოებმა ბიჭებს გულები ისე გადაუმალეს, რომ თვითონაც ვეღარ პოულობენ.

ჩემი გოგოები გვიან შემოდგომას შავებში ხვდებიან. ნამდვილი ქაჯები არიან.

მათ ტირილი მხოლოდ ერთად უხარიათ. ჩემი გოგოები სიკვდილზე არ ფიქრობენ.

ჩემი გოგოები ერთმანეთს კუბოკრულ კაბებს უცვლიან.

მუსიკის ტალღებს აყოლილი ჩემი გოგოები ტყეში დაეხეტებიან და ღამის დადგომას ყიჟინით ეგებებიან.

ჩემი გოგოები ერთმანეთის მხრებზე იძინებენ.

…..

მე და ჩემი გოგოები პატარა, ბნელ ოთახში ჩუმად ვისხედით. სახეზე მბჟუტავი სანთლის ჩრდილები გვესახებოდა. სიმღერას ერქვა „სად მიდის ღამე“ . მოწყენილობისგან ხმას ვერ ვიღებდით. ამ ბნელ ქალაქში შეიძლება თავი დაკარგო, მაგრამ სხვათა თვალებს ვერ დაეკარგები.  ამ ბნელ ქალაქში გასაკეთებელი არაფერი დარჩა.

ჩემი გოგოები ლურჯი ბოთლიდან ბლანტ სითხეს სვამენ და გაქრობას ელიან.