Californication ანუ გლამურული საგიჟეთი

californication-tvშავი კომედია “კალიფორნიკაცია” ერთი ჭირვეული მწერლის- ჰენკ მუდის თავგადასავალია ანგელოზების ქალაქში. პროდუქტიულად მოლაქლაქე, ჭკვიან და ქარიზმატულ კაცბავშვს ქალები გამუდმებით თავს დაბზუიან, თუმცა მას მხოლოდ ერთი სურს და უყვარს-კარენი. მათი შვილი რებეკა ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული პერსონაჟია. ორი ბოჰემური ხელოვანის ნაშიერი 12 წლის ასაკში გიტარით, ჰევი მეტალითა და სატანური ბიბლიით, როგორც სოციალური ქცევის წარმმართველი ლიტერატურით, ინტერესდება (მერე გაიზრდება, გაფუჭდება და ისეთი საინტერესოც აღარაა).  მოკლედ, ჰენკის ამაზრზენი და სრულიად უადგილო სექს ოდისეები, ალკოჰოლიზმი, ცინიზმი და აგრესიული მამლაყინწობა ხელს არავის უშლის რომ მასზე გიჟდებოდნენ. საინტერესო გმირები, რომლებიც ექსცენტრიული გართობით სიცარიელეს ივსებენ თავისთავად მიმზიდველები არიან, მაგრამ მე ამ შოუში  სულ სხვა რამემ მომხიბლა.

რამდენადაც გაკულტებულია ლოს ანჯელესი, იმდენადაა გამასხარავებული ყველაფერი ის , რასაც მისი “დიდება” ეფუძვნება.  რას აღარ გადავეყარე: დიდგულა ტრაკისმლოკავ აგენტებსა და პროდუსერებს,  სიმდიდრით გაზულუქებულ როკ-ვარსკვლავებს და მათ მუზებს, ბესთსელერების  მლიქვნელ ავტორებს ნახევარ-ღმერთებად და მქადაგებლებად რომ მოაქვთ თავი, მდიდარი მამიკოების გაფუჭებულ ცელქ გოგონებს, სცენარისტების მიერ განადგურებული წიგნების ეკრანიზაციებს, ჰიპ-ჰოპისა და როკ-ნ-როლის ერთნაირად შეშლილ ღმერთებს, მეძავებზე მეძავ კინო მსახიობებს და ასე შემდეგ.

ანგელოზების ქალაქი ერთი დიდი საგიჟეთია. აქ ყველა კოკაინის მყნოსავია, პლანის გამბოლებელი, სექს ორგიების მონაწილე, ყველა პათოლოგია და ბინძური. და მაინც, მთავარი გმირი და მისი ოჯახი უჩვეულო ემპათიას იწვევს მაყურებელში. ჰენკი manwhore-ია და ლოთი დეპოშისტი, კოკაინზეც არ ამბობს უარს, კინო მსახიობებსაც ემეგობრება და როკ ვარსკვლავებსაც, ყველა სიკეთეს ირგებს ასე ვთქვათ, მაგრამ მისი ჰედონიზმი მაინც “მორალის ფარგლებში” ვლინდება. ის ყოველთვის ბრუნდება შინ.

პ.ს. ტიმ მინჩინის გმირმა მთლიანად შთანთქა მე6 სეზონი, მაგრამ იმდენაც სასაცილო იყო კლიშეები აღარაა გამაღიზიანებელი.

პ.პ.ს. ნეტა მერლინ მენსონი მართლა ასეთი მამაძაღლი კაცბავშვია?

მოკლედ შოუს ვანიჭებ შეფასებას AA (Absolutely Amazing).

როგორ შეხვდა დეFი დევიდ ბოუის

“ცხელი შოკოლადი” 2005, მაისის ნომერი (c)

ინტერვიუ დავით-დეფი გოგიბედაშვილთან (ამონარიდი)

33-ე ქუჩა სასტუმრო “პენსილვანია” , მანჰეტენზე. “მედისონ სქუეარ გარდენის” პირდაპირ. “ენტევეს” გადაღებები. დეფი მკვლელის როლს თამაშობს ფილმში, ზურა ყიფშიძესთან ერთად. ფილმს ჰქვია “დრონგო”. ქვედა სართულზე, არც მეტი არც ნაკლები, დევიდ ბოუი ცხოვრობს, რომელიც შიდსით და სხვა უკურნებელი სენით დაავადებულებს ეხმარება. რაღაც სემინარზეა ჩამოსული. “ენტევეს” ჯგუფი გააფრთხილეს: ქვემოთ დევიდ ბოუია , ნუ იხმაურებთო.

Keith-Richards-Tina-Turner-David-Bowie-NYC-1983_large
Keith Richards, Tina Turner and David Bowie in NYC 1983

“ეს რომ გავიგეთ, ჩავედით მე და ჩემი ამხანაგები, ივარ კალნიში-ბალტიისპირელი მსახიობი, და კიდევ ჩემი ორი კლასელი, რომლებიც ამერიკაში ცხოვრობენ  და დავიწყეთ გიტარაზე ბოუის სიმღერების მღერა. გამოვიდა იქიდან ერთი უშველებელი , ორმეტრიანი, ძალიან ძვირფას კოსტიუმში გამოწყობილი ზანგი, რომელსაც ყურში ჰქონდა ზამბარა შერჭობილი, ალბათ-გადამცემი, როგორც ჩანს, დაცვის წევრი იყო. თითი ტუჩებზე მიიდო და გაგვაფრთხილა: შშშ… ჩვენ ვიფიქრეთ , რომ ეს “შშშ” ბოლოს დამთავრდება. მან კი გამოსცრა: “შეთ”. ჩვენ ამ “შეთზე” რეაქცია აღარ გვქონია და გემრიელჯიგრიანი მრავალჟამიანირი დავცხეთ. ვიფიქრეთ, რომ მოიხიბლება ბოუი ამ მრავალჟამიერით და გამოვა, და მე ვეტყვი, რომ -მე შენზე ვაფრენ დევიდ! მეც დევიდი მქვია და ეგება და რაღაცა.. და მერე რა? აი, ვთქვათ გამოვიდა ბოუი და რა უნდა ქნა , უთხრა, ჰაი დევიდ! და ჩვენ საქართველოდან ვართ და ახლა ნიუ-იორკში რომ ხარ, მაგრა გამიხარდა? არც ვიცი… ერთი კი დავინახეთ, რომ რაღაც მოუხელთებელი ლანდი გასრიალდა ჩვენ წინ-ოთახიდან ოთახში და ეს იყო დევიდ ბოუი. მერე დავინახე , რომ კიდევ 500-მა ეგეთმა ლანდმა გაირბინა და ყველა შიშველი იყო. მივხვდი , რომ აქ რაღაც წვეულებაა ბოუისთვის დამახასიატებელი “ექსტრავაგანცათი” და “მრავალჟამიერმაც” არ გაჭრა.”

დეფი

ბოუი ამ სასტუმროში ცოტა ხნით იყო გაჩერებული. ამის შემდეგ რამდენიმე დღე გავიდა “სასტუმროს კარისკაცი, რუსი ემიგრანტი მეუბნება: ბოუი რომ მიდიოდა , თქვენზე მკითხა, ის რა ჯგუფი იყო, რომ მღეროდნენო და ვუთხარი , რომ ჯგუფი კი არა , მწერლები და მსახიობები არიან მოსკოვიდან ჩამოსულებიო. და თქვაო , განა რუსებმა ასეთი სიმღერა იციანო, ეს ხომ მხოლოდ ქართველებს შეუძლიათო. გავაფრინე რა, გეუბნები, გავაფრინე. კინაღამ დავახრჩე, მეთქი: ტი შტო ტუპოი შტო-ლი, ხომ იცი, რომ ქართველები ვართ , რატომ არ უთხარი-მეთქი. პირიქითო-ისე მღეროდით , ჩვენზე მივიწერეო. ჩავეძიე მართლა ეგრე თქვა მეთქი> კიო, აე თქვაო. გაოგნებული დავრჩი. თურმე დევიდ ბოუი “მაგრა აზრზეა” რა არის საქართველო. აი, ასე. ერთი გზავნილი ხომ მაინც გავუშვით საქართველოზე დევიდ ბოუისთან, პირადად! ალბათ დაიტანჯა მაგის სიმღერებს რომ ვმღეროდით…

მეც ამაყი ვარ. მადლობა დეფი, რომ არ დაგეზარა იმ დღეს და უმღერე. მადლობა დევიდ, შენ იცი რომ ვარსებობთ.