All Adventurous Girls Do !

მაგია კომფორტის ზონის მიღმა ხდებაო, როცა შენ “სხვას” მოირგებ და იწყებ თავგადასავალს. მწერლობაზე მეოცნებე ასოციალური ინტროვერტები საკმარის გამბედაობას ვერ ვიჩენთ  ვეძიოთ, ამიტომ უბრალოდ ველით.  ჩვენ ველით   ვნებებს, ტრაგედიებს, შთამაგონებელ შეცდომებს, ახლიდან დაბადებებს და სხვა საჭირო “მასალას”.

girls_boards_11ჰანა გახსოვთ სერიალიდან Girls? რა გამბედავია, როგორ მშურს. შეუძლია ათასი ჯურის ნარკოტიკულ თუ სექსუალურ გაუგებრობაში განზრახ გაყოს თავი და მერე ამაზე წეროს. ჩვენ კი ველით… რომ მოვა და მერე დავწერთ ჯერარგაგონილ ამბებს უბრალო ენით, პირველ პირში. იშვითად “ის” მოდის; ჯერ ნელა ვეპარებით უცხო ხილს, გემოს ვუსინჯავთ, მერე მეტი გვინდა , შეცდომები და ცრემლები გემოვნებით და აი , თქვენ ყველაფერი გაქვთ,რათა წეროთ, მაგრამ …

ვერ წერთ.

თავს ყოველთვის მელანქოლიურ გოგონად მივიჩნევდი, საკმარის შემოქმედებით სევდას ვატარებდი ასე ვთქვათ. ბოლო დროს კი სევდაც გამომეცალა ხელიდან. ამბებგამოვლილ, უიმედო, თვალებახელილ მეს აპათია შთანთქავს. აპათიური მდგომარეობა კი მოგეხსენაბათ არ იძლევა არაფრის საშუალებას. ვეღარ იზრდები, ვეღარ ხედავ, ვეღარ იგებ, ვეღარ იყურები შორს მომავლისკენ და ახლოს ადამიანეების სახეებისკენ. განზე დგები რა, ცხოვრებისეულ მოვლენებში მონაწილეობას აღარ იღებ , უბრალოდ აკვირდები.

Girls ვახსენე. ასეთი პოპულარული ალბათ იმიტომ გახდა, რომ ამბებგამოვლილ აპათიურ გოგონებს ამხნევებს , მარტო თქვენ კი არ ხართ ასეო. აი ჰანას, მარნის, ჯესას და შუშანას შეხედეთო. მიყვარს ეს გიჟი გოგოები, არც ერთი ცალცალკე და ყველა ერთად.

და მართალია ჩვენს სცენებს (ტირილის,სექსის, სარკეში თავის თვალიერების, ფანჯარასთან გარინდების, სეირნობის, ცაზე შეღიმების და სხვა) არავინ აკვირდება, არავინ gifავს და არ ავრცელებს, ისინი მაინც იმსახურებს ყველაზე არტჰაუსულ კინო პრემიებს.

იმედია გავა დრო, ამბებგამოვლილი გოგონების აპათიას სხვა ამბები შეცვლის და ძველ ამბებზე ჩვენ წიგნებს დავწერთ პირველ პირში, უბრალო ენით.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s