10 სერიალი საუკეთესო ტიტრებით

ტიტრები სატელევიზიო კინო პროდუქტების ორგანული ნაწილია. ტიტრებს ერთადერთი კრიტერიუმით ვაფასებ, სტილისტურად რამდენად შეესაბამება ის სერიალის ესთეტიკას, ენას, ვიზუალურ ფაქტურას და მითოლოგიას. მნიშვნელოვანია ჟღერადობაც, რომლის ტონი ხშირად სერიალისადმი ჩვენს განწყობას განსაზღვრავს. კარგ ტიტრებს არ გადაახვევთ, სიამოვნებით დაელოდებით.

1. True Detective

Continue reading

#მუსიკალურიბოდვანი #Garbage #90s

I am milk
I am red hot kitchen

შირლი მენსონი

შირლი მენსონის მინორები სახლის სახურავებზე, მტვრიანი ქუჩის ტროტუარებზე, დახუთულ ოთახებში, წვიმამისხმულ ფანჯრებთან  ისმინება;  წვეულების შემდეგ მბჟუტავ შუქზე კედლის ჩრდილებად აცეკვებული მთვრალი გოგოებისთვის წერს.

შირლის ტექსტები კარნახით ჩაწერილ ჩვენს განცდებს ჰგავს. ამიტომ მიყვარს, ჩემი სიტყვებით, ჩვენი სიტყვებით გვესაუბრება; ასეთ დროს  თავისებულ ცინიზმსაც უშვებს ხოლმე ღრუბლებში და ნამდვილდება. ცოტა სენსიტიური მსმენელისთვის ეს კომპოზიცია ცრემლსაშიშროებას წარმოადგენს:

#მუსიკალურიბოდვანი #Moby #Archive

13 წლის აღარ ვარ, მაგრამ არაფერი შეცვლილა. ყველაზე მძიმე მომენტებში ისევ გაბუსხული ვიკეტები ოთახში და სევდიან სიმღერებს ვუსმენ ყურსასმენებში (მოდი ვაღიაროთ, რომ კონკრეტული მუსიკალური ნაწარმოებები ყურსასმენებში უკეთ ისმინება); მუსიკა ხომ ემოციების ჯადოსნური გამტარია. ოთახში მობუზული ზიხარ და ხვდები, რომ შენი ფიქრები არაა მხოლოდ შენი, არაფერს შეიძლება გრძნობდე ისეთს, რაც უკვე არ უგრძვნიათ. შენი ტკივილი შენი აღარაა, მრავალ კრისტალად იშლება და კოსმოსში მიფრინავს. სამყაროს ნაწილი ხდები, ჰაერი ხდები.

როცა ბოლოს ასეთი გაბუსხული ვიჯექი ოთახში და მუსიკოსებთან ვირტუალურ დიალოგში ვიყავი შესული, ზოგიერთი მათგანის გამჭვირვალე ტექსტურა თავიდან აღმოვაჩინე და მათი ფაზლებად დაწყობილი ალბომებიდან ისტორიების შეკვრა დავიწყე.

ასე მაგალითად:

1. Moby-ს დისკოგრაფიას კარგად არ ვიცნობ, მაგრამ ალბომი “Wait For Me”  ნამდვილად მომწონს აქა-იქ გაბნეული სიმფონიური პასაჟებით და სენსიტიური ტექსტებით.

Mistake  დისფუნქციური ურთიერთობის მომწიფების პეროიდშია ნამღერი. “ასე ნუ მეხები, ასე ნუ მტკენ, ნუ მტოვებ” და ბლა ბლა! ბოლოში ცოტა ნერვოტულიც ხდება მობი, უყვირის.

მერე მაინც მიატოვეს. JLTF მიტოვებული ადამიანის მონოლოგია; მოგონებები რომ თავზე ეყრება, კითხვებს რომ უსვამს სიცარიელეს და სლუკუნებს.

2.  თუკი შეიძლება ითქვას, რომ მუსიკა გადმომცემს, მუსიკა Archive-საა. ამ ჯგუფზე საჯაროდ არასოდეს მისაუბრია, დღიურის გვერდები კი გამივსია. მაგრამ ბოლო პერიოდის ალბომებს და ახალ ვოკალისტ გოგოს (გამაღიზიანებელი “დივა” კრიმანჭულებით) ვერ ვგუებ და ისევ ძველ ალბომებს ვუბრუნდები ხოლმე.

Goodbye (ალბომიდან You All Look the Same to Me)- ასე მაშინ ემშვიდობებიან , როცა უშვებენ. უშვებენ ორი მთავარი მიზეზის გამო:  რამე შეიცვლა, რამე არ შეცვლილა.  სიმღერა განშორების წინა სევდას გადმოსცემს; როცა იგნორირების სურვილიც კი აუტანელი და დამღლელია, როცა ხვდები, თუ არ გაუშვებ , შეიძულებ.

სანამ ერთი დამშვიდობებისთვის ემზადებოდა, რას ფიქრობდა მეორე? მეორე “შიგადაშიგ” ხარობდა და პატარავდებოდა.

სინდისი მქენჯნის , რომ Archive-ის ხსენებისას ამ სიმღერებით უნდა შემოვიფარგლო, მაგრამ ბოდვების ფაზა მეწურე…………