Two Masks by Emilie Autumn

Two masks                                                                                                                                                                                                                                                                           One a princess one a witch
Both ridiculous and painted and blind
My eyes
Would fill the empty spaces
And bring about a total transformation
Artifice is the true realism
Deceit lives in the flesh
And will not show its face to any man
But give us a mask
And we will tell you the truth
I could not choose
So I will wear them both
The witch next to my skin
The princess next to yours
Which will you see first?

Advertisements

ერთად by Fei Bukowski

ერთად …(გაორებული )

21.10.08

აი ახლა საღამოა, შემოდგომის ბნელი და წვიმიანი დღე… ქუჩაში მივდივარ ,ფოთლები აღარ ხრაშუნებს …ერთხელ  თქვეს იქნებ ღმერთი ტირისო წვიმით…ნეტა მეც შემეძლოს ასე …ვიწვიმებდი და გაივლიდა ნაღველი…რისთვის გამოვედი ასეთ ამინდში? რა ვიცი… ფიქრი მინდოდა და თანაც მიყვარს შეგრძნება , როგორ ეპარება სისველე ჩემს თმას , აღწევს ტანსაცმელში, წვეთები კანს ნამივით ეფინება და გრძნობ რომ ცოცხალი ხარ…უნდა მოკვდე რომ გაიგო -შენ ცოცხალი ხარ, თურმე არა…თუკი ერთხელ მაინც დასველდები ლამაზ , შემოდგომის წვიმაში , საკმარისია… თვალები დავხუჭე… შენ ჩაის სვამ ალბათ…არა რა დროს ჩაია…შენც ქუჩაში ხეტიალობ და არ გაქვს სხვა საზრუნავი ჩემსავით.. ახლა ალბათ ეს წვიმის წვეთებიც ჩელოებით და ვიოლინოებით შეიარაღდებიან და …მერე არა მარტო დამასველებენ, დამიკრავენ კიდეც… შენ სად ხარ…? ვინ ხარ…ან რატომ ხარ აქ …როცა არ ხარ…! თავზე ფოთოლი შემეხო…არა ეს შენ იყავი ბუნების ენითაც მელაპარაკები… სულ ტყუილად გეგონა რომ შემაშინა…მე მიყვარს ბუნება , ფოთლები და საერთოდ ყველაფერი რაც სუნთქავს… ყველაფერი ბევრად ადრე დაიწყო ვიდრე ჩვენ ჩავისახებოდით…ჩვენ შორის გაჩნდა “ჩაკრა”…ამ სპირიტულ ენერგიას ყოველდღიურად გადავცემთ ერთმანეთს…ყველაფერი ბევრად ადრე დაიწყო..

(4 თვით ადრე…)

“დღეს ჩემ თავს ვერ ვიტანდი…მეცვა საძულველი კაბა (ვერ ვიტან  მოშიშვლებულ მუხლებს) და საძულველი მაისური (ვერ ვიტან მოშიშვლებულ მხრებს)… დღეს მეგონა მე-9 კარიბჭეში შევიდოდი…. ვიდექი სადღაც და ადამინებს ვაკვირდებოდი…იმ დღეს საბოლოოდ დავკარგე ფერი და გავხდი გამჭვირვალე…უფერულმა ცხოვრებამ პირში მომახალა ოფელიაკი ხარო…შექსპირის ოფელიასავით გენიალური შეშლილი…და ამ დროს მომესმა… მაშინ პირველად მომესმა შენი სუნთქვა…მაშინ პირველად შემეშინდა.. ადგილს მოვწყდი და ბრბო გავარღვიე…გავრბოდი როგორც შემეძლო…სანამ ფეხები არ დამიბუჟდა ..ჰაერში სირბილი არ  დავიწყე … გაჩერება ვერ შევძელი ..დავეცი ..ორივე მუხლზე სისხლმა იწყო დენა…თითქოს ამ ბლანტი მასის შეხებამ რაღაც უფრო ღრმა სიმწარე გამიყუჩა.. გამეღიმა…მაგრამ არა არ მომეშვა…მას მერე აღარ მომეშვა…ამეკვიატა შენზე ფიქრი.. ისევ სუნთქავდი მძიმედ , არაადამიანური სევდით დათრგუნული…გულის ფეთქვაც მესმოდა …არათანაბარი , სუსტი და უფრო მეტი სითბო ჩამეღვარა სხეულში… ვიყო ოფელიაკი ..თუკი ამას მარტო მე გავიგონებ და ვიგრძნობ.. “
მას მერე დიდი დრო გავიდა…დამჩემდა ხილვები…თუ არც ვიცი რა დავარქვა…ერთხელ მეგონა რომ ლოყაზე შემეხე ..და მეტკინა წვერით გამკაწრე …მე დაგიწყე მტკიცება რომ ჩემი კანი ზედმეტად მგძნობიარეა და ცუდად რეაგირებს ას..სიტყვა შემიწყდა …ირგვლივ არავინაა…არა მე ეს მართლა ვიგრძენი… თითქოს მოჩვენება ვარ შენს სამყაროში ან პირიქით…

მე ვიცი როდის სვამ ჩაის…(ზოგჯერ ტუჩს გიწვავს , მაგრამ კარგია ჩაი , გიყვარს და გათბობს) ..მესმის სიმებს როგორ ეხები…შეხება ნატიფია…თითები ერთმანეთს ხელს არ უშლიან… ვცადე მომებაძა შენთვის მაგრამ თითები დამესერა…კიდევ ვიცი როდის გწყინს და ბრაზობ (გულში რაგაც ხდება ამ დროს..) …როდის გჭირდება გამხნევება.. ამ დროს მინდება ქალაქში ვიხეტიალო იქნებ სადმე თვალი მოგკრა , მხარზე ხელი დაგადო და გითხრა…ესეც გაივლის…ვგრძნობ როდის გინდა ტირილი…შენ ვერ ტირი , ცრემლები არ გყოფნის..ამიტომ მე ვტირი შენ მაგივრად და სულ ვიტირებ სანამ თვალებზე კონიუქტივიტის შეტევა ისევ არ დამემართება… აი დგეს ვფიქრობდი რომ გარეთ არ გავიდოდი..არ მქონდა შესაძლებლობა, სურვილი და არც პარტნიორი მყავდა…მერე მიგიხვდი გინდოდა სუფთა ჰაერის ჩაყლაპვა…

იმ დღეს ფსიქოლოგს ველაპარაკე ჩვენზე და ამიხსნა…რომ წერილები ქართულად აღარ უნდა მოგწერო თურმე…ეს ენერგეტიკული სარტყელი ჩვენს შორის …მოკლედ 1000000000დან ერთი შანსია რომ შენ იმავე ქვეყანაში იმყოფები ,რომელშიც მე…არათუ ქალაქში….დრო მიფრინავს…

……

22.10.08

რომ გავიძვიძე…უცნაურია…- გვანცი,ფიქრობს რომ შენ ცუდი ხარ…ჰაჰაჰაჰააა …არა რატომ… მივხვდი რა მომწონს შენში…შენ ისეთი რეალური ხარ და ისე ხორცშესხმული …შენ არსებობ და აუცილებლად გიპოვი… შენც გრძნობ იგივეს ვიცი… აი ახლა თვალები დახუჭე და დიდი მეოცნების იერი მიიღე… შენ ისედაც მეოცნებე ხარ რა საჭიროა ამის მალვა… იმის მალვა რომ შენ ბევრად უფრო ჰუმანური და მოსიყვარულე ხარ…დღეს აღარ იწვიმა ..ხედავ? იმიტომ რომ გუშინ ძალიან დავსველდი და …ასე ხომ გავცივდები თუ წვიმაში სირბილის ცდუნებას ვერასოდეს გავუძლებ…ეს ვნებაა..თითქოს წვიმა მიწვევს… ეს შემოდგობა გულუბრყვილო ბავშვივითაა..სულ ტირის და სრუტუნებს… ისეთი ნაღვლიანია მუდამ მინდება ვუთხრა რომ ასე დარდი არ ღირს.. რომ სჯობს გიყვარდეს უბრალოდ ფოთოლი, როგორც თვითმყოფადი გრძნობა ვიდრე საერთოდ ცარიელი იყო ემოციებისგან და მოთქვამდე ბოღმითა და სევდით სავსე….

23.10.08

………………………………………………………………………..

24.10.08

გუშინ ემოციებისგან დაცლილს აღარაფერი შემეძლო…. როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე მწარე ხასიათზე მყოფმა ვოქმენი ს.ო.ს.ზე მოვმართე…თითქოს კრისტინა სკაბიას ხმას რაღაც ჯადოსნური ეფექტი აქვს…სუნთქვას გიმსუბუქებს , მისი ტრაგიკული ვოკალი გაგრძნობინებს , რომ ის , იქ უფრო იტანჯება და რომ შენი  დრამატული ემოციები სრულიად უაზროა… რომ კარაქიანი ვარდი ხარ… ლა ფანტაზმა ტრა ნოიი -ასე ჟღერს იტალიურად ის, რასაც ვგრძნობ ახლა.. ჩვენს შორის მოჩვენებაა…. ქუჩა ავიარე როგორც იქნა…არა მაინც რა არის ეს აღმართი…უფ.. ახლა წურწუმიაზე გავივლი, პაწია წყნარ ქუჩაზე…რომელზეც ხელოვნების სკოლა კარებს მიქნევს შემოიხედე და გამიხსენეო..მე არც კი ვიხედები… ჩავუვლი გვერდით…და კიდევ ვივლი ..შადრევანი..გიყვარს შადრევნები? ალბათ ამ მოედანზე სულ საცობს რომ არ ქმნიდეს უფრო მეყვარება… ზარების ხმა გავიგონე… არა აუცილებლად უნდა შევიარო სამებაში… და ისევ აღმარს ავყევი…კიდევ ვივლი… და აი ახლა აქ შევუხვევ და …ბუხ…უცებ ვიღაც დამეტაკა…თავი არც ამიწევია …აი ხმა კი…არა არ ავწევ..

-უკაცრავად…-არა ისიც დაიბნა თუ რა…აღარ ინძრევა…არა რა სისულელეა…ხომ არ ვკითხავ თქვენი სუნთქვა სად გავიგონე მეთქი….არადა..

-არაფერია…-მაინც არ ინძრევა და არც მე..არა იქნებ მაინც შევხედო? სახე არაფერს მეუბნება ..არ მინახავს.. არადა ისიც ისეთი გაშტერებულია როგორიც მე.. მე წასვლა დავაპირე, მას კი გაუკვირდა… შემთხვევით ხელი ხელს წამოედო ..და თითქოს გონება გამინათდა… მივხვდი, ვიცანი, ვიგრძენი …დავინახე….ინსტიქტურად მივბრუნდი და ისიც… გაგვეცინა…

-შენ…

-შენ კი….ვიცოდი…

-მეც მჯეროდა…

-ჩაის არ დალევდი?

-აღარ მინდა ჩაი…გაიცინა.

25.10.08

ჩემი თმა შენი თბილი საბანი გახდება..

26.10.08

ერთად…

27.10.08

“მიდი გამანადგურე , სასიკვდილოდ შემაშინე, მე შენი მსხვერპლი გავხდები შენ კი …დარჩები ხმად ჩემს თავში..” -კრისტინა სკაბია.
(დედა იმასქნილი ბედნიერი დასასრული…)

Gloomy Sunday

The song is named “Gloomy Sunday”. It’s a theory that if anyone listens to this song, he or she will immediately commit suicide afterwards. I personally do not believe in this theory, but the composer himself, his wife, and hundreds of other people commit suicide right after listening to this song.  

NIN ( სად კაცო..?!)

სიმყუდროვე …..როგორც იქნა ვიგრძენი სახლის სიმყურდოვე ….არა მაინც რა იყო ეს.
სად მოკვდა კაცო ..როგორ მოკვდა ..რა მოუვიდა კაცო ას ოც წელზე მეტს ვერ მისცემდი…უი უი მეწყინა ….
დედა ნუ ყვირი…
NIN ….იგრძენი არა??? რაღაც შეტოკდა სულში…აი ისეთი მარტო შენ რომ მიხვდები და ზოგჯერ შენც ვერ…
რატომ კაცო…ბოლოსდაბოლოს ვინმე უბრალო “კრავასოსი” ხო არ იყო კაცოოოო….თვით დრაკულა იყო…ეეეეე  აბა ახლა ის მკვდარი უნდა იყოს დაა მენსონი ცოცხალიი???? ტიტუტიტუ…
რეზნორ შენ ისევ ისეთი ხმა გაქვს , მგონი რეინკარნირებულია ჰა………
რა უცნაურ განწყობაზე მაყენებს მუსიკა ჩემი აურა დისკო ბურთის ფერი ხდება და ყურში მიბზუის…..

ევრიკა

დამთრგუნავი დღე იყო…ლიმესებით დაიწყო და ნიცშე/შოპენჰაუერით დამთავრდა….მეძინება და აბების ყლაპვამ არ მიშველა , შიგნიდან მძინავს და ბრახა ბრუხად აღვიქვამ მუსიკას. დღეს სახლიდან არ გავსულვარ , იქნებ ამან მაქცია “მშლაპე” კარალიოკად…ხვალ გნახავ…რა კარგია …თმაგაშლიში და სახემოშლილი გამოხვალ ლექციიდან ..ასეთ მომენტებს რომ ვიხსენებ მაშინ ვგრძნობ თავს ადამიანად..არ ვიცი გარეთ როგორი ამიანდია, არ ვიცი რას აკეთებ შენ ან ის, არ ვიცი რა მომწონს იმ სიმღერაში , რომელსაც ახლა ვისმენ, არ ვიცი მაყურებინებენ თუ არა 9 სთზე  თვ შოუს, არ ვიცი რას ვეტყვი ხვალ მუზაფერს, არ ვიცი რას ვუზამ თმას, არ ვიცი თუ წავიკითხავ მანის “სიკვდილი ვენეციაში” ბოლოსდაბოლოს…მე ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი…

ულუმსუზლუკ

შემოდგომა წავიდა…თან წაიღო სითბო …ფიზიკურიც, სულიერიც და ზამთრის გაყინულსისხლიანი და თურქულად მოსაუბრე სეზონი შემოგვაჩეჩა… მე ზამთარში დავიბადე, მაშინ თოვდა..მაგრამ არ გამიხარდა…
   დღეს ცუდი რამ მოხდა …თქმის მეშინია…ფაქტის წინაშე უფრო უსუსური ხდები…სჯობს ისევ იქ სადღაც გულის კუნჭული მტკიოდეს და ზურგში მოხრისას კუჭი მომყვეს დიაფრაგმაში …
ისე არ აქვს მნიშვნელობა აქამდე რა სიტყვებით გავამწვანე თქვენი გონება ქალბატონო დოლო…. თქვენ არ იცით ეს ამბავი…და იმდენად უმნიშვნელო მეგონა არც მე ვიცოდი აქამდე…როცა წავიდა მაშინ მივხვდი , თურმე კარგი იყო მისი არსებობა სადღაც გვერდით….განზომილება მაშინაც სხვა იყო მაგრამ…
 ისე ქრება ხოლმე ჯერ არ გაჩენილი ოცნებები და ისე მტკენს ამ  აბრეშუმის ჭიის მოქსოვილ სულს…
საფლავივით ცივი იყო ამ საღამოს CSB-ს ამინდი…და გარეთაც ყინავდა…