For Qristine

დღის ფილმი და დღის სიმღერა..სხვა არც ერთი სიტყვის თქმა არ მინდა.. Hope U like it!

Advertisements

The Virgin Suicides (When life is Just a list of Events.. )

ისინი ხუთნი იყვნენ..ღიმილისა და უდარდებოლის მიღმა მალავდნენ სრულ ინდიფერენტულობას ცხოვრების მიმართ, თუ შეიძლება მათ ყოფას ასე უწოდო. მათ ყველაფერს უკრძალავდნენ და არაფერს პატიობდნენ. იმის მიუხედავად, რომ გოგონები არ ამჟღავნებენ აშკარა პროტესტს მშობლების მიმართ ისინი ცრემლდაუღვრელად გადაწყვეტენ სიკვდილს.

ცხოვრებას სხვადასხვაგვარად ასრულებენ…სესილია პირველი იყო ის ფანჯრიდან გადახტა, შემდეგ თავი ჩამოიხრჩო ბონიმ..შემდეგ საწამლავი…ანთებული ღუმელი..ბოლო ‘ცელქი’ლაქსი აღმოჩნდა..გოგონების ბედით და სიკვდილით რეალურად მხოლოდ 4 პატარა მეზობელი ბიჭია დაინტერესებული..მათ ისინი 25 წლის განმავლობაში არ დავიწყებიათ…ისევ ცდილობენ გაიგონ ‘რატომ’!

 

 

მყუდრო რამე/რუმეები

მყუდრო..მყუდრო..მინდა ვიმეორო, ეს გრძნობა რეალურად მეუფლება. 

ძველი ,გაცრეცილი და ნესტისგან შეჭმული წიგნების სუნი,მელნით მოსვრილი ძველი დღიურები,თბილი ჯემპრები, ტკბილი სიზმრები, ნაცრისფერი ცა და ალვის ფოთლებით დაფარული აივანი. მუსიკა გაუგებარ ენაზე, თბილი მეგობარი,ბოლომდე გაუაზრებელი უპასუხო გრძნობებით გამოწვეული სევდა.

ძველი ფოტოები, ბრმად შეყვარებული 60’იანები,გამჭვირვალე ქილები ფერადი მინის ბურთულებით, დამჭკნარი ყვავილები და პაწია თევზები.


და რა თქმა უნდა ეს სიმღერა..


ჩემი პატარა სიკვდილ/სიცოცხლის ამბები

გუშინ 6 საათზე და წინათგრძნობა

6 საათი იქნებოდა სახლიდან რომ გავედი, თბილოდა… ქუჩას გავუყევი.. ისეთი ლამაზი იყო…სასწაული სიყვითლე “იდგა” ქუჩაში. ხიდან ფოთლები ცვიოდა… მერე საშინელი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს ამ ქუჩას, ამ სიყვითლეს, შემოდგომის სასწაულს უკანასკნელად ვხედავდი, თითქოს მალე მოვკვდები. მენანებოდა ეს სილამაზე, რომელსაც მალე ვეღარ ვნახავ… სხვაზე არაფერზე აღარ შემეძლო ფიქრი, არც ბუღალტერიაზე (სადაც მივდიოდი) აღარც სილამაზეზე..უბრალოდ ცივი შიში ვიგრძენი… ყველაფერმა აზრი დაკარგა, საზარელი შეგრძენება იყო…როგორ იბინდებოდა ქუჩა … რა ლამაზია და მე მოვკვდები.არ ვიცი…იქნებ Sigur Ros-ის ბრალი იყო… ან ეპიკური შემოდგომის.

 

Strangers

გგონია რადგან არ ვიცი რა ჰქვია შენს დას ან პირველ სიყვარულს, რა ნიშანზე სწავლობდი ფიზიკას სკოლაში, გყავდა თუ არა თუთიყუში, არ ვიცი რა კერძი გიყვარს ყველაზე მეტად , არ ვიცი რა ფერია შენი ოთახის კედლები, რა წიგნი წაიკითხე ბოლოს, რა ფილმზე მოგინდა ტირილი ბოლოს… …გგონია არ გიცნობ? გიცნობ, შეიძლება ჯერ არ შევხვედრივართ ან უკვე შევხვდით, მაგრამ ფიქრობ , რომ ერთმანეთს არ ვიცნობთ, იქნებ ძველი ნაცნობი ხარ… გიცნობ, იმაზე უკედ ,ვიდრე გგონია, ნუ გიკვირს…. შენი მოგონებების სუნი მცემს და ვშიშობ ეს მომწონს.

60’იანებში

60’იანებში რომ დავბადებულიყავი…იქ ნიუ-იურკში..რომ შემძლებოდა ახლოს მივპარვოდი იდის და ყურში მეთქვა, არ გაუშვა მუსიკოსი, ენდი ვორჰოლი მხოლოდ შურიანი ნაძირალაა და შურს იძიებს…. ნეტა თუ დამიჯერებდი იდი…

uTorrent/”მე ის მაქვს შენ არა გაქვს ბუჰეეჰე” ემოციები მეგობრებთან ჩეთის დროს

ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად წუწუნებენ ეს ფილმი , სიმღერა ,წიგნი და ა.შ სად ვიშოვო..საიდან გადმოვწერო… ხოდა ერთი-ორი სიტყვით ავხნათ როგორ უნდა გამოიყენოთ ტორენტები, რადგან უფრო ხშირად ფაილის მოძიება ინტერნეტში ტორენტებითაა შესაძლებელი.

  1. თავდაპირველად როგორც ღარიბ ქართველ სტუდენტებს (და არა მარტო) სჩვევიათ დავგუგლოთ uTorrent-ის უფასო ვერსია.აი მაგალითად შეიძლება აღმოჩნდეთ ამ საიტზე.მარჯვენა კუთხეში დაინახავთ მწვანე ღილაკს , დააჭერთ და გადმოწერთ (ეს შენიშვნა ჩაინიკებისთვის).
  2. პროგრამის დაინსტალირების შემდეგ მას აქვს ასეთი სახე.

  • ამის შემდეგ საძიებო ველში ( Search Here) მიუთითებთ ფაილის დასახელებას და ძიების შედეგების მიხედვით აღმოჩნდებით რომელიმე საიტზე, საიდანაც მოგიწევთ ტორენტი გადმოწერა, რომელიც სულ რამდენიმე კილობაიტია.
  • ამის შემდეგ ვბრუნდებით ტორენტის გვერდზე, ვირჩევთ ღილაკს add new საიდანაც შევარჩევთ სასურველ ტორენტ ფაილს, ამის შემდეგ იწყება გადმოწერა.

REMEMBER!!!!

  • თითოეულ ტორენტს თან ახლავს ფაილის აღწერა, ცნობა მისი”ჯამრთელობის” შესახებ, და ე.წ “სიდების” რიცხვი.
  • რაც უფრო მეტია Seeds მით უფრო მალე გადმოწერს პროგრამა ფაილს.
  • ერიდეთ დაზიანებულ და დავირუსებულ ფაილებს.
  • პირადი გამოცდილებით გირჩევთ გამოიყენოთ საიტი  thepiratebay.org აქ დიდი არქივია, როგორც ფილმების ასევე მუსიკისა და წიგნების.

 

გისურვებთ წარმატებებს! 😀

Sigur Rós ანუ ოკეანე ზამთარში, ნისლი და წვიმის წვეთები

ზამთრის ისლანდიაში დანისლულ ოკეანეს რომ გასცქერი, წყლის შხუილს  მუსიკა მოაქვს; თუ სიცივეს არ შეუშინდები და წყლის სიღრმეში შესცურავ იქაც გაიგონებ Sigur Rós-ის მაგიურ მუსიკას.  იქ  ჰგონიათ რომ ქალთევზები და წყლის  სხვა არსებები  სიმღერით ესაუბრებიან ერთმანეთს, ისინიც ამ მუსიკის ფონზე ოცნებობენ. სიმყუდროვე, ჩვეული სევდა… სიცივე..მისტიური ნოტები.

სანაპიროზე კლდის ნატეხებზე შემდგარს ცხვირი გეყინება..იფუთნები ბეწვიან ქურთუკში ამ დროს კი ქვებზე წვიმის წვეთებით აჟღერებული მელოდია ისევ Sigur Rós-ია. როცა ოკეანე ნაცრისფერი გახდება …აბლაბუდასავით ნაზი შეხება თუ იგრძენი მარცხენა ლოყაზე, ეს ქალთევზას 7 ცრემლიდან ერთ-ერთი იყო. ქალთევზაც მისტერიულ Sigur Rós -ს  გიმღეროდა …

ასე მხოლოდ Sigur Rós ჟღერს…ასეთი მხოლოდ Sigur Rós-ია..

Brokeback Mountain

ორ გეის  , რომელთაც იძულებით შექმნეს ოჯახი, ეყოლათ შვილები,ცხოვრებაში სხვა არაფერი დარჩენია ამ მთის გარდა , სადაც რამდენიმე თვეში ერთხელ ხვდებიან …ამით დაიწყო…ასე გრძელდება და იქვე დასრულდა.

როცა დამთავრდა… არ ვიცოდი უნდა მეტირა ..თუ ვინმესთვის უნდა დამერეკა შუაღამისას და ბევრი მესაუბრა. მიგროვდებოდა ემოციები, რომელთაც ვერ გამოთქვამ…რადგან შეუძლებელია მათ შეუსაბამო რამენაირი სიტყვა.

თავიდან მეზარებოდა ამ ფილმის ნახვა, მოსაწყენი სენტიმენტებით იქნება მეთქი გამოტენილი, მაგრამ მერე ცნობისმოყვარეობამ მძლია და ამას არც არასოდეს ვინანებ, თქვენც ალბათ უბრალოდ გადაიკითხავთ ამას და არ შეეცდებით მეტი გაიგოთ ფილმის გმირებზე, მაგრამ სიტყვაზე მენდეთ თუკი მიცნობთ როგორც ემოციომანიაკალურ არსებას.როგორც წესი ფილმები არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებზე ისეთივე ანტიპათიას იწვევს როგორც თავად ეს ადამიანები რეალობაში, მაგრამ  მე ვფიქრობ დიდი ხანია ასეთ წმინდა გრძნობაზე ფილმი არ მინახავს…

თან ეს მუსიკაც..

თუკი ამ ორი ადმიანის ურთიერთობა “საზარელ სიბილწედ” წარმოგიდგენიათ..ცდებით (განსაკუთრებით თუ გოგონა ხართ). ვფიქრობ ეს ისეთივე ემოციურია, როგორც ტრადიციული ურთიერთობები…და საერთოდ რას მალაპარაკებთ…დროზე დაგუგლ-დააოლმუვის-ტორენტეთ ეს ფილმი.