A Tale Of a Phantom Majesty and His Ghost Woman

ზღაპარი ფანტომურ აღმატებულებასა და მის თანამეცხედრეზე

 

( შთაგონებულ იქნა დანტეს “ჯოჯოხეთით”))

 

1 მათ შეხვედრამდე
ძველი, ყველასგან მივიწყებული ქვეყანა ჰელსინგერი  აწ განსვენებული კონტინენტის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობდა ერთ დროს. მის ფანტომურ აღმატებულებას თანამეცხედრედ ჰელსინგერის პრინცესა ჰყოლია ვილგელმ მე-3-ის ქალიშვილი (მეორე მეუღლესგან რომ შეეძინა).
საიდუმლოებით ყოფილა მოცული პრინცესას ცხოვრება საგვარეულო კოშკში, შემდეგ მისი გათხოვება სულების სამეფოში და მისი გაუჩინარებაც. დაიბადა შემოდგომის ერთ უცნაურად მშრალ და ნაღვლიან საღამოს იისფერი თვალებით და ჩუმი ღიმილით. იზრდებოდა თითქმის მარტო, რადგან არ იკარებდა გუბერნიორებს და საათობით იკეტებოდა საგვარეულო ბიბლიოთეკაში, დაძვრებოდა წიგნებით გამოტენილი კარადების ყველაზე ბოლო მტვრიან თაროებზე და ხელშეუხებელ მაგიურ წიგნებს უკირკიტებდა, იკარგებოდა სამეფო ბაღის დაბურულ სიღრმეებში, შუაღამისას კი ატირებულს ეღვიძება.
15 წლის ასაკში მამა კიდევ ერთხელ შეაშფოთა , როცა მუხლამდე თმა ძირში მოიკვეთა და მის თავზე ოქროსფერის მაგივრად უცნაურად შეფერილმა მოვერცხლილმა დალალებმა იწყო ამოსვლა. იისფერთვალებამ უჩვეულო ცხოვრება მისთვის განკუთვნილ კოშკში განაგრძო, თუმცა რაღაც მაინც შეიცვალა მან საუბარი შეწყვიტა. დუმდა და გასცქეროდა შორეთს , ვიღაცას უღიმოდა ფიქრებში და მოსვლას ევედრებოდა. შეღონდა მეფე , აღარ იცოდა როგორ შეეკავებინა მოსამსახურეები ქალიშვილის კოშკში საიდანაც უკანმოუხედავად გარბოდნენ .

Continue reading

ყველას ანუ არავის !

გავიდა მძიმე წელი…სტრესის, ემოიცების, უიმედობის, ფსევდო-წარმატებების , ფსევდო-სიყვარულების, ფსევდო-გრძნობების, ფსევდო-მეგობრების, ფსევდო- ტკივილის ერთი წელი და არაფერი დატოვა ოდნავ დამახინჯებული სულის და ერთი-ორი ადამიანის გარდა გულში. მოკლედ CSBელებიც ადამიანები ვართ და ჩვენც გვეღირსა “შვებულება”, რომელსაც ზოგი ისე გამოიყენებს, როგორც მთელი წელი გაატარა, ზოგისთვის კი ნამდვილი პასიური დასვენების დრო დადგა (მშვიდად საწოლზე და სადმე ბალახებში ხელში წიგნი , ყურში მუსიკა, ფიქრები ცაში)ყველა წავა და წამოვა…დაივიწყებენ ძლივს გავლებულ ძაფებს ადამიანებს შორის.

რაღაც ისე ვტოვებ აქაურობას რამდენიმე კვირით, თითქოს რაღაცის დაკარგვის მეშინია, მეშინია რომ ნელ-ნელა აღარავის დასჭირდება ამ გვერდის დარეფრეშება და დავიწყებულ იქნება ძმათა ჩემთა შორის.

თუმცა …უსიტყვოდ ..ნახვამდის…ჩემი ვირტუალური მე დროებით იძინებს და მისი კიბორგი გვანცა ცხოვრებას განაგრძობს ასევე დროებით რეჟიმში.

Just For One Person:

“Walk in silence,
Don’t turn away, in silence.
Your confusion,
My illusion,
Worn like a mask of self-hate,
Confronts and then dies.
Don’t walk away.”

Guess Who Are You?