:ახალიამბებისრაპორტი:

მოგესალმებით მოქალაქენო  (ჩემო გოგოებო, ჩემო ბიჭო, გენდალფ, ჩემი ბლოგის მოჩვენებავ და უცნობო არსებანო) ახალი ამბების საღამოს გამოშვებით.  დღევანდელი რაპორტის მთავარი თემა იქნება ორიოდ მიზეზი ჩემი ფსიქიკურ/სოციალური მდგრადობის და კარგი განწყობისა.

მეგობართან ერთად 0 გრადუს ცელსიუსზე კაბაში გამოწყობილს ღამე უცხო ქალაქშ, ხალხგამოცლილ ქუჩებსა და მარკეტებში ხეტიალი და უგზო უკვლო კისკისი ძალიან მომეწონა. თითქოს ცხოვრება უცებ კარგი საუნდტრეკების მქონე ფილმად იქცა … ნეტა ხშირად ხდებოდეს , ასეთი უეცრად წამოხუშტურებული იდების განხორციელების სურვილი სულ მავსებდეს …

…რაღა დასამალია და პროზაული მოღვაწეობა მსურს დავიწყო ჩემს ახალ მაგიურ პრეისტორიული გარეგნობის წიგნაკში ნამდვილი მელნიანი კალმით ….

და ბოლო ნიუსი ….მე….3 ნოემბერს…ვიხილავ …… 30 Seconds To Mars-ს….თავად ჯარედ ლეტოს….. მუსიკა , რომელიც ბოლო ხანია  სანუკვარ ფონად ედება ყოველდღიურობას, სიარულს, ქუჩას, ხეებს, შენობებს, ადამიანებს, ჩემს სხეულს, ფოთლებთან შეხებას, შოკოლადს, მიზიდულობას, თვალთვალს, კისკისს, თმის წითლად შემოღებვის ჩანაფიქრს.

დღეისათვის სულ ესაა…გიტოვებთ ულამაზეს მშვიდ სიმღერას, გისურვებთ სასიამოვნო საღამოს. მომავალ შეხვედრამდე.

V

შეეხე ჰაერს, შეიგრძენი წვიმის წვეთი ნაძვის წიწვებზე , დახუჭე თვალები და ისუნთქე…. სიცოცხლე გარშემო… ტუჩებიდან ამოდის ბგერები.. გრძნობები გარდაიქმნება სიტყვებად..ადამიანები ჩრდილებად… ბგერები მუსიკად.. ესაუბრე თავს..დაასახელე ყველა შემხვედრი ნივთის სახელი.

ადამიანში მოხეტიალე ქუჩები…პეპლის შეხება  , როგორც სხვისი კანი კანზე…

??

……………………

კანიდან ბუმბული მცვივა.. ცას ერსობა და ხვრეტს.. სულში კაცი მისახლდება…. ბგერები მჭრის.. ციდან ფერადი მინის ბოთლები ცვივა.

მდიდრდები ბევრდები  ბერდები გიჟდები იცვლები იცლები ვარდები !