ფანჯრები

შემოდგომაც მალე მოვა … უკვე სუნი მცემს, თავშიც უჩვეულო ჰარმონიამ დაისადგურა, მას მერე რაც მთელი დილა ქალაქში ხეტიალს მოვანდომე და მგონი პირველად დავტკბი თბილისის ძველი არქიტექტურით. მოვდიოდი და ვფიქრობდი ადამიანებზე, რომლებიც გამუდმებით იცქირებიან ფანჯრებიდან. დამერწმუნებით, რომ ერთი მეზობელი მაინც გეყოლებათ, რომელსაც მსგავს პროცესში შეასწარით. და დავფიქრდი რატომ?
იქნებ ჭორიკნები არიან და ქუჩის ფუსფუსი აინტერესებთ?! აააან შეიძლება სიზარმაცე აწუხებთ, ელექტროენერგია არ  აქვთ ან ეს ქალები სინამდვილეში მოხუცი ქალის ფორმაში გადაცმული მათივე ვაჟები არიან?! მე მოდი ყველაზე ყველაზე ვერსიაზე მოგიყვებით.
… ადამიანები იღლებიან, იცლებიან, შრებიან, დნებიან, იღვრებიან და იქცევიან. როცა მეშინია, როცა მეტირება, ვბრაზობ და კიდევ ვინ მოსთვლის როდის და რატომ ვიხედები ფანჯარაში. თითქოს ეს იგივე სამყაროა გარეთ, ისევ ის სამყარო, რომელიც მაშინებს, მატირებს, მაბრაზებს, თუმცა არა არის ამაში ხსნა. გასაგებია რატომ ელტვიან განსაკუთრებით სევდიანნი და დაღლილნი ფანჯრებს. საშველად იხმობენ, თვალებით ეძებენ წინაპართა სულებს ციდან და ცაში.

რა ხდება, რა ჩანს და რას ვხედავთ ფანჯრებში? ქუჩებს, ხეებს, მცენარეებს, მანქანებს, პოლიეთილენის პარკებს, ადამიანებს ჯიპებში, მტრედებს…. შეიძლება თქვენი ფანჯრიდან, როგორც ჩემიდან არ ჩანდეს არაფერი გამორჩეული. მთავარია ფანჯრის სწორად შერჩევა და ადამიანებზე დაკვირვების მოყვარულებს ერთი ორი საათის მხიარულად გატარება ნამდვილად შეუძლიათ.ფანჯრიდან შემოდის სინათლე, ჰაერი, ფანჯარა ის ფაქტობრივი პორტალია, რომელსაც იყენებს ქარი რომ დაგვიბეროს. ფანჯარა სიცოცხლის წყაროა ან სიცოცხლესთან დამაკავშიებელი ჭიშკარი.

რა ხდება ღამით მეგაპოლისში? როცა ქუჩა წყნარდება, ადამიანები თავიანთ ბუნაგებში მიიმალებიან, ჩიტები ჩუმდებიან…მოკლედ ჩერდება ცხოვრება, ამ დროს ფანჯარასთან მჯდომი ადამიანი განსაკუთრებით მარტოსულია, ციცინათელებივით აკიაფებული ფანჯრებიღა დარჩენია საცქერად და როცა იქაც ჩაქვრება სინათლე სრული უკუნი დაისადგურებს.

ზოგ ფანჯარაში სინათლე არ ქვრება არც გამომავალი და არც შემავალი, ზოგი ფანჯარა არ იხურება და არ იღება… ზოგი ფანჯარა იმაზე მეტია ვიდრე მეტალოპლასტმასის ან ხის ჩარჩო, სადაც მინაა დამაგრებული.

ფანჯარა მთის ხედით…ფანჯარა ცენტრალ პარკის ხედით… ფანჯარა ჰელსინკის ხედით შემოდგომისას ….. ფანჯარა საიდანაც შობას პაწია ნათურების ციმციმი შემოდის… ფანჯარა რომელთანაც ქოთნის პაწია ყვავილები, აკვარიუმი ან ფერადი ბურთულებით სავსე მინის ჭურჭელი დგას… ფანჯარა ,რომელსაც გარედან ხის ტოტები აწვება….
ყველაზე ლამაზი ფანჯრები…

Advertisements

Meaning Of Soul

წადი შენი
…. ყურებში შემავალი თავის ქალის გამხეთქი ზერელე ბიძების მუსიკა და მორჩა მზად ხარ ქუდი მოიგლიჯო, შიგ შეტენილი თმები გაათავისუფლო, საღეჭილი რეზინა ქუჩის მეორე მხარეს გადააფურთხო და თვალებში ჩამდგარი ირონიის დემონის გაყრილი ნაპერწკლები ააციმციმო.
მუსიკა ყოველგვარი ქვენა აზრების გარეშე… მუსიკა შეხსნილი ბიუზგალტერით და გადაჭრილი შორტებით, რომლებიც ძალიან მაღალწელიანი და მოკლე ტოტიანია. მუსიკა ბათინკებში და Sex Pistols-ის მასიურად დაძველებულ მაისურში.
მუსიკა თავხედი და ცელქი , უყვარს თვალების პაჭუნი და ხასიათდება პოსტსიგარეტული ხლუჯუნით.
მუსიკა, რომელიც მიყვარს…


Oasis…The Meaning Of Soul

შენგენ კაპუტ!!!!!!!!!!!!!

შენგენის ვიზას ვინღა ელოდება…ყოველ შემთხვევაში მე და ქრისტი ნამდვილად არა. ეგ კი არა სავიზეთში ცხვირს არ გვაყოფინებენ. უნივერსიტეტს, რომელსაც სულ ეკიდა, ახლაც კიდია და ვართ ასე მრავალჯერ მრავალთა მიერ მიკიდებულ მოკიდებულები . დავძრწივართ გადათუთქულ ქალაქში  უპატრონოდ ,გვიხარია ოდნავი “ჩეროს” გამოჩენა ქუჩის კუთხეების კუნჭულებში და იმედებს და წარმოდგენებს ვიშხამავთ, მაგრამ ვის ადარდებს..ვის ადარდეეეეეეეეეეეეებს 😛

“ვორევა” ვიტყვი მე და გულის მასიამოვნებელ გინებას მიაყოლებს ჩემი მდგრადი და სამარადჟამო რბილი ბიჭი   სიცილით მუცლისამატკივებელი სიძერზკით ……….

:წაიკითხეთვასასიტონით:

დღეს:

დღეს:
გული დამწყდა
დავდნი
გამოვშრი
დავიღალე
მოვინატრე
ფიქრებში გავატყავე და შევჭამე
ვაცინე
კალიის გვამის სურნელი შევიგრძენი
მამას ჩემი მისტიკური წიგნების გროვაში მოფოთიალეს შევუსწარი
კიდე შემაშინეს
ნაყინი ვჭამე
…და რაც მთავარია, ოფიციალურად დავგმე სილამაზის ძიების პროცესი.