All Adventurous Girls Do !

მაგია კომფორტის ზონის მიღმა ხდებაო, როცა შენ “სხვას” მოირგებ და იწყებ თავგადასავალს. მწერლობაზე მეოცნებე ასოციალური ინტროვერტები საკმარის გამბედაობას ვერ ვიჩენთ  ვეძიოთ, ამიტომ უბრალოდ ველით.  ჩვენ ველით   ვნებებს, ტრაგედიებს, შთამაგონებელ შეცდომებს, ახლიდან დაბადებებს და სხვა საჭირო “მასალას”.

girls_boards_11ჰანა გახსოვთ სერიალიდან Girls? რა გამბედავია, როგორ მშურს. შეუძლია ათასი ჯურის ნარკოტიკულ თუ სექსუალურ გაუგებრობაში განზრახ გაყოს თავი და მერე ამაზე წეროს. ჩვენ კი ველით… რომ მოვა და მერე დავწერთ ჯერარგაგონილ ამბებს უბრალო ენით, პირველ პირში. იშვითად “ის” მოდის; ჯერ ნელა ვეპარებით უცხო ხილს, გემოს ვუსინჯავთ, მერე მეტი გვინდა , შეცდომები და ცრემლები გემოვნებით და აი , თქვენ ყველაფერი გაქვთ,რათა წეროთ, მაგრამ …

ვერ წერთ.

თავს ყოველთვის მელანქოლიურ გოგონად მივიჩნევდი, საკმარის შემოქმედებით სევდას ვატარებდი ასე ვთქვათ. ბოლო დროს კი სევდაც გამომეცალა ხელიდან. ამბებგამოვლილ, უიმედო, თვალებახელილ მეს აპათია შთანთქავს. აპათიური მდგომარეობა კი მოგეხსენაბათ არ იძლევა არაფრის საშუალებას. ვეღარ იზრდები, ვეღარ ხედავ, ვეღარ იგებ, ვეღარ იყურები შორს მომავლისკენ და ახლოს ადამიანეების სახეებისკენ. განზე დგები რა, ცხოვრებისეულ მოვლენებში მონაწილეობას აღარ იღებ , უბრალოდ აკვირდები.

Girls ვახსენე. ასეთი პოპულარული ალბათ იმიტომ გახდა, რომ ამბებგამოვლილ აპათიურ გოგონებს ამხნევებს , მარტო თქვენ კი არ ხართ ასეო. აი ჰანას, მარნის, ჯესას და შუშანას შეხედეთო. მიყვარს ეს გიჟი გოგოები, არც ერთი ცალცალკე და ყველა ერთად.

და მართალია ჩვენს სცენებს (ტირილის,სექსის, სარკეში თავის თვალიერების, ფანჯარასთან გარინდების, სეირნობის, ცაზე შეღიმების და სხვა) არავინ აკვირდება, არავინ gifავს და არ ავრცელებს, ისინი მაინც იმსახურებს ყველაზე არტჰაუსულ კინო პრემიებს.

იმედია გავა დრო, ამბებგამოვლილი გოგონების აპათიას სხვა ამბები შეცვლის და ძველ ამბებზე ჩვენ წიგნებს დავწერთ პირველ პირში, უბრალო ენით.

Advertisements

ცეკვა.ცეკვა.ცეკვა.

Knock knock…anybody home?

თვეები გასულა.

ძნელია შესავლები, განმარტებები, სიტყვები.

ამ სიმღერით დავიწყებ!

ცარიელი ჭურჭელი ვარ. მდუმარე, დაბზარული ჭურჭელი. რაფაზე შემოდებული, ცხოველის შეხებით წონასწორობადაკარგული.  მალე გადავყირავდები და ნამსხვრევებად ვიქცევი.

მინდა ისევ ბევრი ვიყო. მინდა ისევ ბევრი ვიყო. მინდა ისევ ბევრი ვიყო.

ვიხდი. ტანსაცმელს გორად ვახვავებ მაგიდაზე. “i got the Monday morning blues..” ოთახის ცენტრში ვდგები. ხელების, თავისა და ზედა ტანის ქაოსურად , მაგრამ რიტმულად მოძრაობას ვიწყებ. ყველა ღვთისშვილს შეუძლია ცეკვა. სარკის წინ ვჩერდები და თვალებზე ვარსკვლავებს ვიხატავ. იატაკზე ვეცემი. მკერდზე ხელებს ვიწყობ და ჭერზე სიზმრების დამჭერის ბუმბულებს ვითვლი. “That goddamn bitch of life, she made me cry..”

ხვალ ორშაბათი თენდება. ხვალ დანარჩენი ცხოვრების პირველი დღეა.