Chapter 2
წვეულება …პანკი…სასმელი….გაბრუებული სახეები….
-რა გჭირს ლეა ?
-ახლა მეკითხები?
-ვერ გავიგე!
-საქმეც მაგაშია!
***
ქუჩაში მარტო მიდის. ტრასის ნაპირებს ლამპიონების ნათელი სერავს , მაგრამ ლეამდე ვერ აღწევს. მასში მუსიკა იღვრება , ჩემში მუსიკა იღვრება…
-არ გჯერა არა ჩემი?-ეკითხება საკუთარ თავს. ( Voxis-Shattered)
-აი ნახავ….- ადგილს წყდება გარბის, სახლები, ნამიანი ტრასა, ლამპიონები, ხეები ჰაერისფერი ხდება. პირველივე სახლთან მიირბენს , აგურისფერ ხავსიან კედლებს ხელით შეეხება , მერე კი კარს შეაღებს ,ჯერ ცალი თვალით შემდეგ კი მთელი სხეულით შეიპარება შიგ. ბნელ დერეფანს მიუყვება (Voxis-95)როგორც იქნა….ვრცელი ოთახი, სავსე ძველი წიგნებით, ფირფიტებით , ათასი წვრილმანით…თვალები გაუფართოვდა. მოუნდა აქ დარჩენილიყო , რატომაც არა . I Belong Here ალბათ გიგრძვნიათ არა?
არ უნდა შემოსულიყო, არც იმ წვეულებაზე წასულიყო, არც ელისთან უნდა ელაპარაკა, არც კოლეჯიდან უნდა გამოსულიყო, არც ფუნჯები უნდა გადაეყა, არც …..არ უნდა დაბადებულიყო. (Voxis-The last) ხმაური, ხმაური, ხმაური ,ხმაური…..მოვიდნენ!
-ვინ არის აქ ?-მოისმა ერთი ადამიანის ხმა და ორის ნაბიჯები!
-იცით მე…-რა თქვას, პოლიცია თუ საგიჟეთი , დღეს რომელი ემუქრება?
-მე….-ნეტა ამ უცნაურ სახლში მართლა ეს გოგო ცხოვრობს, არა არ ცხოვრობს , მეორე ვინააა….ვერ ხედავს დერეფანში ჯერ კიდევ ბნელა.
-მაპატიეთ , მგონი სახლი შემეშალა.
-შან დამშვიდდი, მე გამოვაქვეყნე განცხადება….მინდა დაისვენო…ამის თაობაზეა .-ლეა გაშტერდა რა მშვენიერი ხმაა…..
-კი ასეა….-ოთახში ახალგაზრდა კაცი შემოვიდა, თვალებს მოთეთრო თმა უფარავდა, ანემიით დატანჯულ ადამიანს ჰგავდა, გამხდარი მხრები მოხრილი, სიარულისას აკლდა თავდაჯერებულობა, თითქოს სადაცაა წაიქცევაო. “ნამდვილად მისი სახლია” ახლა უკვე ამოისუნთქა ლეამ.
-მე ნაო ვარ. შეგიძლია შენობით მომმართო. თქვენი სახელი კვლავ არ გითქვამთ- კაცი არ უყურებდა ურეაქციო სახე და ხმა ჰქონდა.
-მე ლეა..- თქვა და სანის გადახედა.
-სანი შეგიძლია წახვიდე, ერთი თვით დაისვენე, ლეა ჩემთან დარჩება და დამეხმარება.
-ეს როგორ ? აქამდე რატომ არ მითხარი, არც იცნობ , იქნებ ვინაა, როგორ ენდობი.
-სანი გთხოვ…-კამათი ვერ გაბედა, ლეას გადახედა და გავარდა.
-წავიდა…-აღმოხდა ლეას.-მადლობთ..მაგრამ ახლა უნდა წავიდე.
-არა…ვერ წახვალ აქ უნდა დარჩე.-ხმა არ ჰგონდა ისეთი მკაცრი, როგორც აქამდე. თავი აწია, ლეას კრისტალისფერი თვალები არასოდეს ენახა….როგორ აწამებდა ცნობისმოყვარეობა, როგორ უნდოდა მეტი გაეგო, როგორ უნდოდა უცნაურად გამოკეტილიყო ამ უცნაურ სახლში ამ უცნაურთან ერთად… ყველას სახის დავიწყების ცდუნება იმდენად დიდი იყო ვერ გაძლო.
-კარგი. მაგრამ რა უნდა გავაკეთო?
-უნდა დამეხმარო, არ მახსოვს საითაა ჩემი ოთახი, მოდი აქ…-ლეა დაიბნა, ვერ გაიგო რას გულისხმობდა, ამიტომ მიუახლოვდა, ნაომ ხელი ჩაკიდა.
-ჩემი ოთახის კარს მწვანე სახელური აქვს….-უჩურჩულა ყურში.- ვერ გაიგო რატომ დასცინოდა ეს კაცი, ამიტომ გადაწყვიტა ალბათ მე არ მესმის რამე.
მისი ოთახი რომ იპოვა .ნაომ ხელი გაუშვა.
-არა ნუ შემოხვალ აქედან მე გავაგნებ გზას…..იმ ოთახში დაიძინე , რომელშიც გინდა. …..და მაინც თუკი ჯერ ვერ მიხვდი…-თავი დახარა- მე ვერ ვხედავ.
მწვანესახელურიანი კარი მიიხურა.
-მოგეჩვენა, სიზმარში ხარ……ვინმე გაგაღვიძებს , ნუ ღელავ…აქ არ დარჩები.-თამაში მიმზიდველი იქნებოდა, რომ არა დამთრგუნავი ფაქტი, ის ბრმაა ის ვერ ხედავს…მას მხოლოდ ესმის და ……..ენდობა.
წიგნებიან ოთახში დარჩა ყურში კი ისევ მუსიკა მოითავსა.
(Nine Inch Nails -The day the world went away(still))