რა შემაგონა ამ კვირის კინო მარათონმა

თითქმის ერთი კვირაა “სტამინა” არ მღალატობს და არამეინსტრიმული (ჯერარგაგონილი სახელწოდების, სტუდიისა და რეჟისორის) ფილმების მარათონიც ჯერ არ მისულა ლოგიკურ დასასრულამდე. მიყვარს ეს შეგრძნება, უცნობ და მნიშვნელოვანი/უმნიშვნელო პრობლემატიკის ფილმს რომ აღმოაჩენ და გსიამოვნებს მისი აურა და ესთეტიკა ყოველგვარი “ვერაფერი გავიგე, სამაგიეროდ ეს სახალხოდ ცნობილი შემოქმედების ნიმუში უკვე ნანახი მაქვს” განწყობის გარეშე.  კვირის განმავლობაში მრავლად ოყო წვნიანი თუ მშრალი კინო პროდუქტი , ხოლო არსებითია თუ არა ის რაც მეტნაკლები სერიოზულობით შევიმეცნე თავად განსაჯეთ:

1.  ავრილი /Avril (2006)/საფრანგეთიAvril_b

ამ პატარა (მინდა რომ პატარა ვუწოდო) თბილმა და მზიანმა დრამამ მასწავლა, რომ თუკი მოვისურვებ, გავბედავ, მივენდობი, ვირწმუნებ, გავთავისუფლდები, განვიწმინდები, დავმშვიდდები, დავცარიელდები და თავიდან გავივსები, თუკი შევძლებ გავიგო, ვაპატიო, შევეგუო, დავინახო იმაზე მეტი ვიდრე ჩანს , დროულად შევჩერდე და დავნებდე …ყველაფერი კარგად იქნება.

2. ანგელოზების სქესი /El sexo de los ángeles (2012)/ესპანეთი

ამ დინამიურმა და ვნებიანმა დრამამ მასწავლა, რომ სიყვარული ” დუპლექსური იდეაფიქსი” არაა  ,ურთიერთობის საზღვების გააფართოება თავისუფლად შეიძლება. თურმე ნუღა იკითხავთ და სასიყვარულო სამკუთხედი ( ეს შეიძლება გაცვეთილი ფაბულაა , თუმცა ამ კონკრეტულ ფილმში პრობლემა საინტერესო კუთხითაა წარმოდგენილი) შესაძლებელია თანაბრად იყოს ბედნიერების El_sexo_de_los_angeles-837863301-largeმომტანი ყველა ადამიანისთვის თუკი მათ სქესობრივ/ორიენტაციული ბარიერი არ გააჩნიათ არათუ იმის შეგრძნება თუ რად აღიქმება მათი ქმედება გამკილავ საზოგადოებაში.

არ ვიცი მსახიობების ესთეტიკურმა გარეგნობამ, მსუბუქად კომიკურმა ვუალმა თუ გმირების ცხოვრებაში მისტიკური ილუზიის შემომტანმა პერსონაჟმა იმოქმედა, მაგრამ  “არანორმალური” ურთიერთობის გაიდიალიზირების მცდელობა საკმაოდ დამაჯერებელი მეჩვენა.

3. აგვისტო/Elokuu (2011)/ფინეთი

ამ ფილმმა კვლავ შემახსენა , როგორი მიმზიდველია ფინეთის ვრცლად გაშლილი მდელოები, კუნძულაკები, ბურუსიანი ტბები, ფუმფულა ტყეები… ჰაერის ბლანტი სიგამჭვირვალე და სევდიანი, imagesდაკარგული ახლაგაზრდები.  დილის 11  საათი იქნებოდა, ფანჯრიდან მზე იჭყიტებოდა და ოთახს აბრჭყვიალებდა…თითქმის საოცარია , რომ ეს ფილმიც გარიჟრაჟისფერი აღმოჩნდა.

არა…ლანდშაპტებს არ ეხება, ფილმი იმ აღმაფრენაზეა, გაუცნობიერებლად სიყვარულს რომ უწოდებს ჩვენი გმირი, ზრდის პირველ ეტაპზე, პირველ სისულელეზე, პირველ სევდაზე, პირველ თავდავიწყებაზე, მზიან დღეებსა და ამაოებაზე…

4.  ჯოჯოხეთი/ Hell (2006)/ საფრანგეთი

ამ ფილმმა მასწავლა, რომ როდესაც ვინმე თავზეხელაღებული და მომხიბვლელი 1231686877_hell.2006ადამიანი შეგიყვარებთ საჭიროა ერთი დღე მაინც გაატაროთ მასთან კოკაინის და სექსის გარეშე, აუცილებელია დაელოდოთ გულჩათხრობილი ადამიანის აღსარებას და..

იცით მგონი გატყუებთ,ამ ფილმმა ვერაფერი შემაგონა, უბრალოდ ნიკოლя დუვაშელით მომხიბლა.

სულ ეს იყო… უყურეთ ფილმებს, დაინახეთ, შეითვისეთ, განაგდეთ და დასცინეთ, ან ყველაფერი ერთად!

Advertisements

თვითმოძულე ნარცისს – ფრედერიკ ბეგბედერს

(ალბათ ციტატების კორიანტელით უნდა დამეწყო და ბოჰემური მემუარების ექსცენტრიული ავტორისთვის სათანადოდ მიმეგო პატივი ჩემი მსოფლმხედველობის დახვეწისთვის…)

დიახ , ფრედი (წინააღმდეგი ხომ არ ხარ ასე რომ მოგმართო, ამერიკულად ჟღერს?!)… ახლა ვიცი რომ თუ რამე საზოგადოებრივი პრობლემა შემაწუხებს ერთადერთი გამოსავალია სამყაროს ყირამალა დაყენება, რომ ხარვეზებს მოერგოს. ვიცი რომ გლამური სულიერ სიბინძურეს ბადებს და საზოგადოების ხსნა ნაადრევ აპოკალიფსშია. (რაც ენაზე მომადგა იმას გწერ, როგორც შენ წერ ხოლმე..)

შემიძლია სიტყვის (მწარე სიტყვის) ოსტატი გიწოდო, მოგიწონო წერის ორიგინალური მანერა, დავეთანხმო შენს თეორიებს, წარმოგიდგინო სახალხო მთქმელის ამპლუაში წინა ღამის უძინარი  და ნამთვრალევი(დიჯეი იყავი სან-ტროპეს საუკეთესო კლუბში) რომ ტრიბუნაზე შემომდგარხარ და შენს ქაოსურ იდეებს გვაცნობ სამყაროს მოწყობის ახალ გზებზე. ძალიან მიყვარხარ, მართლა!

“Vacances dans le coma”,” L’amour dure trois ans” და ” 99 francs” წავიკითხე… ვკითხულობდი თვალებით, ცხვირის ნესტოებით, ტუჩებით. მე მჯერა შენი მოტივებისა და შთაგონების. არასრულყოფილების უტრირებით გასაოცარ შედეგს იღებ, შენ შეგიძლია რელიგია შექმნა ! შენ გძულს შენი არსი, ცდილობ მის დავიწყებას, გაქცევას და ამ პროცესში ემონები მას, ემონები ინსტინქტებს ისევე როგორც სილამაზეს, სიწმინდეს… ეს ზოგადი ცხოვრებისეული ციკლია.

სათქმელი კიდევ ბევრი მაქვს, მაგრამ შემდეგი წერილისთვის შემოვინახავ !

P.S. გთხოვ ნარკოტიკი არ გამოცვალო ან თავი რამე სხვა ხიფათში არ ჩაიგდო.

მარად შენი, F.Bukowski

ბუმბულივით სიმღერა

ისეთი სიმღერები, შემთხვევით რომ პოულობ youtube-ის “ნარნიად” წოდებულ მიკრო სივრცეში ან “ცხელ შოკოლადზე” და 3 წუთით ცხოვრება უკეთესი ხდება.  იმისთვის იღვიძებ, მაგიდასთან სამუშაო საქმეს იჩენ  ან ოთახის ლაგებას იწყებ რომ მას უსმინო… პაწია უბრალო სიმღერა, ჰაეროვანი ორგანიზმი და ტაკოანთებული ციცინათელა ..