მე , შენ

უტოპიური იდეები ჩემი მოწოდებაა… ნუ ერთ-ერთი მოწოდებათაგანი. ხოდა აი რამდენიმე ღამის ნაფიქრი ამჯერად აქ იფრქვევა. ავიღოთ ორი   ადამიანი (ვთქვათ მე და შენ) რომელთაც არ შეუძლიათ ერთმანეთი იმყოფინონ მხოლოდ რამდენიმე საათით დღეში. როცა გამომშვიდობება ყველაზე გულისამაჩუყებელ პომპეზურ-ეპიკურ სცენას ემსგავსება ფილმიდან ალბათ ყველა თვითმხილვევი ამას რამე უსარგებლო უწიპუწის უწოდებს, თუმცა ჰეჰ ….. აქ შევჩერდეთ. როცა ყოველ წუთს გინდა მის სახეს უყურო, გესმოდეს მისი ხმა (რომელიც არასოდეს გტოვებს ) იგრძნო ის სითბო , რომელსაც მისი სხეული ასხივებს უკავშირდება მხოლოდ ყველაზე წმინდა სულიერ გრძნობას ამქვეყნად.  როცა მონატრებას ცრემლებამდე მიყავხარ ვერაფერს გააწყობ უნდა დაელოდო იმ წუთს როცა ეს სამყარო ნებას დაგრთავთ ერთმანეთს გაუღიმოთ , თუმცა ის რისი გაკეთებაც ამ დროს გინდა და შეგიძლია შენც არ იცი . ვერაფერს გააწყობ ჩვენი ცხოვრებისეული მრწამსის წინაშე თორემ…
ოდესმე ყოფილა შემთხვევა ამდგარიყო ეს ორი ადამიანი და ერთად დასახლებულიყო ?.. არა თქვენ ვერ გაიგეთ უბრალოდ ერთად დასახლებულიყო. უტოპიურად არჟღერს არა… წარმოიდგინეთ იდეალური დღე ასეთ სამოსახლოში. ჯერ შენ იღვიძებ , ფანჯრებს აღებ , რომ ოთახში ჰაერი შემოვიდეს (ღამე დაკეტე , ციოდა). მერე მის ოთახში შეიპარები , გოჭუნასავით სძინავს , ისევ ნახევარი ღამე გაათენა კომპიუტერთან. გეღიმება და სამზარეულოში გადიხარ , შეიძლება არც ისე გემრიელი თუმცა სიყვარულით შეკმაზული  საუზმის მოსამზადებლად.
საღამოს სადმე უკაცრიელ ადგილას ვახშმობთ, უგზოუკვლოდ დაიარებით ქალაქში და დაღლილები სახლში ბრუნდებით. იქ ის ცდილობს ალერსით გული მოგილბოს , რომ ამჯერად მაინც არ დააკვდე წიგნებს და მასთან ერთად უყურო ფილმს , რომელიც ბიძაშვილმა ურჩია. შენ დათანხმდები, იმიტომ , რომ წიგნები შენც გეზარება და თუ ფილმი შეგაშინებს იქვე იქნება მისი მხარი, რომელსაც სახეს მოაფარებ. თუმცა იცი, რომ ფინალური გამოცდები თუ მოგეპარებათ ორივენი ფურცლების გროვაში გადაეშვებით და ნაკლებ აგრესიული და ყურადღების არ გადამტანი მუსიკის თანხლებით ღამეებს გაათენებთ , რომ რომელიმე არაამქვეყნიურად ყალბი საგნის მასალა ისწავლოთ. 
მთელ დღეს ატარებთ ერთმანეთზე ზრუნვაში, მან იცის რა ფერია შენი კბილის ჯაგრისი, ღამის პერანგი და ყავის ჭიქა. შენ უყურებ როგორ იწყებს ახალი კომპოზიციიოს გარჩევას გიტარაზე, ეშლება, თითები ერევა….აი უკვე სოლოს ამთავრებს შენ კი ბექვოკალისტობა იკისრე , ბოლოს არ იშურებ აპლოდისმენტებს და მისთვის ცივი ლუდი მოგაქვს. თუ გაგიმართლათ და უღრუბლო ცა დაემთხვა მთელ ამ ამბავს ხომ საერთოდ კარგია ფანჯრის განიერ რაფაზე მოკალათდებით და თანავარსკვლავედების რუკებს გაშლით… თუმცა მას მალე მობეზრდება , საფეთქელთან გაკოცებს და სხვა ოთახში გავა.    
რამე აჯობებს იმ შეგრძნებას შენ წიგნში ამოკითხული ახალი ციტატით ის კი ახალაღმოჩენილი სიმღერით ერთმანეთისკენ გაფრენილები ერთმანეთს რომ შეასკდებით და სიცილით დაიხრჩობით? ძილის წინ მაგრად ჩაეხუტები და ისევ კომპიუტერთან დატოვებ. ღამე ალბათ ოთახში შემოიჭყიტება , მაგრამ ამაზე შენ ინფორმაცია არ მოგეპოვება. და ასე იქნება სულ ყოველთვის, ყოველწამს… უტოპიურად ჯანსაღი სამოსახლო სიყვარულში დაიხრჩობა.
შენ არაფერს ითხოვ მისგან , ისიც ასევე . თქვენ ორი უბრალო ადამიანი ხართ, სამყაროს ისე უყურებთ , როგორც გინდათ, ერთად დახეტიალებთ მასზე… რაც მის გულს დააკლდება შენ შეავსებ, ისიც დაუზარებლად მოგწმენდს ცრემლებს, შენ მას ენდობი, აღფრთოვანებით ეკიდები მის გონებას და სულიერ ძალას, შენ მის თვალებში ყველაფერს ხედავ , რასაც არაფერი აქვს საერთო არაფერთან ამქვეყნად.

და სანამ ეს დრო დადგება შენ გიყვარს ყველაფერი რაც უკავშირდება ამ დროის დადგომას და მას. რომელიმე პარალელურ განზომილებაში ეს უტოპია ხორცს შეისხამს.