1 პარასკევი საღამოს გახსენება

საღამოს 9ის 7 წთია.. დღეს მსოფლიოს მიერ გართობისა და გამოთრობის დიად დღედ აღიარებული  მისტიკური  პარასკევია.. ოთახის ბნელ კუთხეში გემრიელად ვარ ჩაფუთნული ლოგინში, მუხლებზე ლეპტოპი მაქვს მიჭყლეტილი და ვანესა პარადისის ფრანგულ ნარნარს ვუსმენ, მაქვს პოსტალერგიული მდგომარეობა დამძიმებული ძლიერი გაციების ნიშნებით…

…რა მოხდა მას მერე რაც ბოლოს მნახეთ? რამდენიმე აბზაცში ძნელი გადმოსაცემია ამ ხნის განმავლობაში დაგროვილი ემოცია , რაც ლამაზმა ადგილებმა, საინტერესო ადამიანებმა, ჩემთვის უცხო გარემოებებმა და ფიზიკურმა მდგომარეობებმა, სავსებით უაზრო ან გამაოგნებლად თბილმა მოვნელებმა გამოიწვია.

მოდით აი აქ, თქვენ თვალწინ გავიხსენებ და გამოვწკეპ ყველაფერს..რა მოხდა ”ახალი” ან ’სხვანაირი”..

ცოტა მოგზაურობა (რამე ღირსშესანიშნაობის სანახავ ტურისტულ რიგში დგომა ერთ-ერთ საუკეთესო შეგრძნება ყოფილა)

ცოტა ღამეული გართობა (თითზე ჩამოსათვლელია ჩემი მცდელობების რიცხვი გავმხდარიყავი PartyGirl, თუმცა ყველა მცდელობას არ გავუწბილებივარ, აღმოჩნდა, რომ ცოტა ალკოჰოლი, ხმაურიან ნასვამ კამპანიაში სისულელეებზე კამათი და დილამდე ცეკვა არა მარტო სახალისოა, არამედ საჭიროც კია ფსიქიკისთვის)

ცოტა შოპინგი (ახალი ჰობიც გამომიჩნდა- ”ძერზკ” მაღაზიაში სასტიკად დასეილებული ელეგანტური ნივთების შეძენა …)

ცოტა ”ვიცვლები” (ალბათ მარტო ეს შეიძლება დაერქვას ჩემს ამასწინანდელ ცდას გამეწითლებინა თმა, რომელმაც შედეგი ვერ გამოიღო და მხოლოდ ჩემი თმის 1/3908 შეღება მოწითალოდ)

ცოტაც ”მენატრებით , მაგრამ აქაც ძალიან მიყვარს” (არ შემიძლია არ ვაღიარო , რომ მენანება აქაურობის ვადამდელი დატოვება ..როგორც არ უნდა მიყვარდეს, მენატრებიდეს ან მინდოდეს სხვაგან და სხვებთან).

….სხვა დარაჩენზე მოდი სხვა დროს…ლოგინიდან უნდა ავდგე , დაბადების დღე მივულოცო   ”თანადორმელ” მეზობელს , მისტიკურ პარასკევს ხომ არ გამოვტოვებ?!

Advertisements