ჩემი ლიტერატურული ანკეტა

მაშ ასე ქრისტინ მეც ვავსებ…

1.წელს წაკითხული წიგნებიდან რომელი იყო ყველაზე შთამბეჭდავი?

ოსკარ უაილდის კენტერვილური მოჩვენება, როგორც საუკეთესო შავი იუმორი და იუკიო მისიმას პატრიოტიზმი, ეჟენ იუნესკოს ორიფლამა, ამაზე შემაძრწუნებელი ალბათ არაფერი მახსენდება.

2.სამი ყველაზე საყვარელი პოეტი

შარლ ბოდლერი, ედგარ პო, ჩარლზ ბუკოვსკი

3.სამი ყველაზე საყვარელი მწერალი

აუ სამიიიი? ნუ ედგარ პო, თომას მანი, დევიდ უეისი

4.რომელ წიგნზე გიტირიათ?

ძნელია გახსენება…წიგნებზე არ ვტირივარ ……მაგრამ მაინც…ჩარლზ ბუკოვსკის დოლარი და ოცი ცენტი და  ზოლას-“აბე ბურეს შეცოდება “.არ მიტირია , მაგრამ ძალიან დამადარდიანა გუსტავ ფლობერის “მადამ ბოვარმა”..

  5.რომელ წიგნს დასცინეთ?

მიგელ დე სერვანტესსს….ლოლ სისხლის ძალა რომ წავიკითხე.  და ლამაზ მეგობარს..თუ არ ვცდები გი დე მოპასანისაა.                                                

6.რომელ მწერალს მისცემდით ნობელის პრემიას?

რა თქმა უნდა ჩემს საყვარელ ედგარ ალან პოს…თან ორას ნობელს.

7.საყვარელი ციტატა წიგნიდან
ალბათ ხუმრობთ…      

8.ბავშვობის ყველაზე საყვარელი წიგნი

ყვითელი კოდალას ორდენი

9.რომელი წიგნის პერსონაჟია ყველაზე ახლოს თქვენს პიროვნებასთან?

ედგარ პოს ბევრი “მე”, ჩარლზ ბუკოვსკის კასი მოთხრობიდან “ყველაზე ლამაზი გოგო”, და კიდევ უამრავი რა გაიხსენებს..

10.დათვლილი გაქვთ რამდენი წიგნი წაგიკითხავთ?

რას ლაპარაკობთ ,სხვა საქმე სად მაქვს…

Advertisements

თომას მანი-“იმედის გაცრუება”

სიამოვნებით დავწერდი ჩემს უსაყვარლეს ნოველაზე < რომელიც გუშინ აი უკვე 2345678ჯერ გადავიკითხე……თომას მანის “იმედის გაცრუება”.
ვინც იცნობს ამ მწერალს , ალბათ, დამეთანხმება, რომ თომას მანი გამოირჩევა ტრაგიკული, მძიმე, რთული და საშინლად ჩახლართული ადამიანური პორტრეტებით. იმისთვის, რომ გაიგო რას წარმოადგენს რომელიმე გმირი…ნაწარმოების ერთხელ გადაკითხვა არ კმარა….
“იმედის გაცრუება”-ნოველაში, რომელიც ორფურცელ-ნახევარია, ერთი იდუმალი ადამიანის მიერ დანახული ცხოვრებაა მოთხრობილი. ის გამუდმებით ფიქრობს….ცდილობს იპოვოს რაღაც “ის”…ცდილობს მიაღწიოს ზღვარს…შეგრძნების , ტკივილის, შიშის, მღელვარების ზღვარს, მაგრამ არ გამოსდის. მის თვალწინ დაიწვა სახლი, რომელშიც მისი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ და მან შეხედა ამ ამბავს , როგორც ფაქტს….რომელიც შეიძლება …ალბათ შეიძლება ყოფილიყო უარესი….
ის იდგა კლდის ნაპირას და აპირებდა გადახტომას , თუმცა მიხვდა ვერც ამით მიაღწევდა ვერაფერს….ეს არ იყო ის მოვლენა რაც გამოიწვევდა რამე განსხვავებულს, ამაღელვებელს…
უცნობი კაცი დაეხეტება მოედანზე და მარტოობაში კლავს დღეებს..