Friend of a Friend

grunge_2
კრისი, დეივი და კურტი (Nirvana)

2000იანი წლების დასაწყისში, როცა შეკითხვა  -“რას უსმენ?” არსებითი მნიშვნელობის იყო, კურტ კობეინი ჩემი კუმირი გახდა. აწ უკვე გარდაცვლილი და მარადიული.  არც ჰარმონიული ეთქმოდა, არც ლამაზი , თუმცა Nirvana მეც იმიტომ მიყვარდა , რატომაც სხვა მრავალს. როცა “გაბრაზებულ” ასაკში ხარ ასეთი არეული, მოჩხუბარი, სევდიანი და გულწრფელი მუსიკა პირდაპირ მისწრებაა, თანაც სხვა რომ არაფერი, კურტი ისეთი საყვარელი, ბავშვური და მგრძნობიარე ტიპი იყო მმმ( თვითმკვლელობა რაღაც რომანტიკულ ელფერსაც კი ანიჭებდა მის პიროვნებას). Peace Times-ის ერთ ნომერში მგონი ნიკო ნერგაძე წერდა რაღაც ამის მსგავსს: Mtv-ზე unplugged კონცერტი გადიოდა და სევდიანი თვალებით მღეროდა კურტი “ma girl, maa girl” … თან ყველაზე მაგარი ჯემპრი ეცვაო. გამეცინა რომ წავიკითხე, მართლა ყველაზე მაგარი იყო ის ჯემპრი და ძალიან უხდებოდა.

მახსოვს დეიდაშვილმა უფროსი ასაკის ნათესავისგან ითხოვა ნირვანას კასეტა და როგორ გვიკვირდა რომ “დიდებსაც” უყვარდათ. მერე ჩემი მასწავლებლის ისტორიები ქალიშვილზე კურტის მემორიალთან რომ მიფრინავდა ხოლმე დაქალებთან ერთად პეტერბურგში სატირლად და 2 მეტრი 2 მეტრზე პლაკატები რომ ჰქონდა ოთახში… მარიზა მასმა დიდი სიკეთე გამიკეთა მაშინ ნირვანას ალბომები მომიტანა გადასაწერად. 

მერე ნირვანომანიამ გაიარა და როკ მუსიკის ისტორიის ერთ-ერთ უსაყვარლეს ეპიზოდად დარჩა ჩემს მუსიკალურ არქივში.

მერე გავიზარდე და მივხვდი, რომ ნირვანა მხოლოდ კურტი არ ყოფილა. იყო იქ კიდევ ერთი განსაკუთრებული ბიჭი (მაშინ ბიჭი). და საერთოდაც ამ პოსტის წერა მე დეივ გროულსა და მის ბენდზე Foo Fighters წამოვიწყე. 2005ში მაესტროზე best of you-s კლიპი ვნახე და მეთქი ეს ტიპი მეცნობა. მოგვიანებით ალბომებსაც გავეცანი და თურმე ნირვანას  დრამერისგან  მშვენიერი კომპოზიტორი და გიტარისტი შედგა. როგორც არ უნდა ლანძღოს კორტნი ლავმა ვერაფერს გააწყობს, (კურტ კობეინის შეშლილი ცოლი, ვინც არ იცის) დეივ გროული ერთ-ერთი ყველაზე ადამიანური, პოზიტიური და ბუნჩულა როკ ვარსკვლავია. თუ ქუჩაში შეგხვდათ და მიესალმეთ  დაცვას არ გამოიხმობს, გადაგეხვევათ და შეიძლება დასალევად პაბში შემოგყვეთ. ათას მუსიკალურ პროექტშია ჩართული; ბოლო დროს რეჟისორადაც მოგვევლინა და ერთ  გამორჩეულ ჩამწერ სტუდიას ფილმი მიუძღვნა -Sound City, კაი რამეა, ცდილობს ეს კაცი როკ’ნ’როლის “დუხი” შემოინახოს.

Foo fighers არის ჯგუფი-დრაივი, ჟანრობრივად მიაკუთვნებენ პოსტ-გრანჟს და ალტერნატიულ როკს. მე კი ძველ ჩანაწერებს უფრო პანკს ვამგვანებ. ჰიტებად მიიჩნევა ისეთი ხმაურიანი ტრეკები , როგორიცაა : Best of you, Everlong, The Pretender, All my life  და სხვა.  მე ცოტასხვანაირი foo fighters მომწონს.

მათი დისკოგრაფია შეიძლება გაიყოს ორ ნაწილად, პირველი სამი ალბომი აბსულუტურად სხვა ჟღერადობისაა, ფირზეა ჩაწერილი. განსხვავდება ვოკალურადაც, singing NOT yelling ასე ვთქვათ. პირველი ორი ალბომი თითქოს ჭიდილია პანკს, გრანჟს და ალტერნატიულ მუსიკას შორის, მესამე ალბომი (There is nothing to lose, ჩემი საყვარელი ალბომი) სავსეა მელოდიურად დახვეწილი ტრეკებით, ამის მერე კი იწყება სხვე ერა. ბენდი პოულობს თავის საუნდს, ესაა სიძლიერე, ნაკლები სენტიმენტები მეტი დრაივი- ამერიკული ალტერნატივის ჟღერადობა. ჩანაწერებიც სუფთაა და ტექნიკურად დახვეწილი (რაც თავის “პეწს” აკარგვინებს თითქოს ძველებს). ბოლო ალბომებში იმატა ასევე აკუსტიკურმა სიმღერებმა, რაც მახარებს.

(გავყვეთ ალბომებს)

images1. Foo Fighters (1995)

სადებიუტო ალბომიდან  განსაკუთრებით გამოვარჩევდი ტრეკებს:  Big Me / X-Static   / Exhausted

220px-FooFighters-TheColourAndTheShape2. The Colour and the Shape (1997)

კეთილი ალბომებიდან პირველი. რჩეული ტრეკებია:  Doll / Hey, Johnny Park  / Up In arms/ My hero/  February Stars / Walking After You 

ულამაზესი და უსევდიანესი სიმღერა:

3. There Is Nothing Left to Lose (1999)

კეთილი ალბომებიდან მეორე. რჩეული ტრეკებია: Learn to fly/ Generator/ Aurora / Ain’t It the life/ M.I.A./ Next Year

 4. One By One (2002)

რჩეული ტრეკები: Tired of you/ Halo/ Lonely as you

ამ სიმღერაში მგონი ჯგუფისთვის უჩვეულო სექსულური დაძაბულობა იგრძნობა და აბა თქვენ შეაფასეთ!

Halo-ს მისამღერს აქვს მაგიური ძალა შეგასხას ფრთები და ცაში აგაგდოს (foo fighters style რა თქმა უნდა).

5. In your Honor (2005)

ალბომი შედგება ორი დისკისგან, მე აკუსტიკურ დისკზე მინდა ყურადღება გავამახვილო.

რჩეული ტრეკებია: What if I do?/ Another Round/ Friend of a Friend/ Over and Out/ Virginia Moon (feat Norah Jones)

6. Echoes, Silence, Patience & Grace (2007)

რჩეული ტრეკებია:  Stranger things have happened/ Summer’s End/ Statues/ Long Road To ruin

Statues… 2:03 წთზე სამყარო რამდენიმე წამით უკეთესი ხდება.

7. Wasting Light (2011)

ბოლო ალბომშია უკვე ძნელი ხდება იმ, “ჩემი”, “სხვა” foo fighters-ის პოვნა. ესეც ენერგიულზე ენერგიული რჩეული ტრეკები: Dear Rosemary/ Arlandria/ Back& Forth/ I should have known/ Walk

აღნიშვნის ღირსია უალბომო სიმღერები, როგორიცაა:

Wheels/ Word Forward / Marigold/ Skin and Bones

ასე გამოვიდა, ჩემი ბავშვობის “მეგობარი” მისმა მეგობარმა ჩაანაცვა. ეს სიმღერა კი დეივმა კურტზე დაწერა მაშინ, ნირვანას დროს… სევდიანია რომ დაფიქრდე.

Advertisements

2 thoughts on “Friend of a Friend

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s