Who’s Fei Bukowski?

webcam-toy-photo6გამარჯობა ყველას ანუ არავის. მე მქვია გვანცა (რატომ Fei Bukowski? სახელი ფერიულად ჟღერს- მე ფერია ვარ, გვარი-  ჩარლზ ბუკოვსკიმ შთამაგონა) ,ახლა ანუ 2013წელს ვარ 21 წლის. ვცხოვრობ თბილისში , ვიცხოვრებდი მეტად ჰარმონიულ და უფრო მეტად ფრანგულ ადგილას. დავამთავრე  კავკასიის ბიზნესის სკოლა, გავხდი ფინანსისტი .
მიყვარს ყველაფერი რაც უკავშირდება სიმყუდროვეს და სიმშვიდეს…ვარ ამ ორის ძიებაში…მუდამ..
მიყვარს ძველი რამე რუმეები ფირსაკრავები, ფოტოაპარატები, სათვალეები, კაბები…
ცხოვრების ნახევარი მიაქვს მუსიკას, მე მას ვაღმერთებ… თუ როგორი და როგორ ამას თავადაც შეიტყობთ ბლოგიდან.
ვკითხულობ მხატვრულ ლიტერატურას (განსაკუთრებით დიდ სიამოვნებას ვიღებ იმ წიგნების ჭერით, რომლებიც ვიწროა და დაბეჭდილია 20 წლის წინ მაინც). საყვარელი მწერალი არ მყავს, თუმცა ფსიქოლოგიური და ფიქრთა ზღვის მომწოლი რამე რუმეები ყველაფერს მირჩევნია.
ხელოვნების სრულყოფილ წრეს ვერ შევკრავ თუ არ გეტყვით, რომ მიყვარს კინო…თუმცა ჰოლივუდს დიდად არ ვემონები.
მიყვარს ყველაფერი რაც უკავშირდება გარდასულ დროთა ფერმწერებს და მათ ახირებებს.
ვაგროვებ სერიული მკვლელების ბიოგრაფიებს.
მიყვარს მისტიკა, მისტიფიკაცია, მელანქოლიკობა და ვამპირები.
ყველაზე მიმზიდველ შესამოსელად მიმაჩნია ვინტაჟური ან მინიმალისტური რამე რუმეები.
მეშინია ობობების და სხვა ბანჯგვლიანი მწერების.
მიყვარს ხრამუნა სასუსნავები, მდოგვი და მაიონეზი.
მიყვარს ტოლკინის სამყარო და ფერიები, აგრეთვეისეთი პროექტები, რომლებიც ძველს ახალთან აერთებს.
ვარ მეოცნებე , მაგრამ მშიშარა.
მიყვარს ბევრი რამე თუმცა უფრო ბევრი რამ მძულს, მაგალითად ჩემი სასწავლებელი, ადამიანები, რომლებიც გულს მიკლავენ, ხალადეცი და ხორცის ნებისმიერი სხვა კერძი კარგი ხინკლის გარდა და ასე შემდეგ.
ახლა მეტს ვერაფერს ვიხსენებ… ასეა ცხოვრება თითქოს სიმღერის ერთ ეპიზოდზე კასეტამ ჩაიხვია …
Placebo..Twenty Years
 
 

7 thoughts on “Who’s Fei Bukowski?

  1. როგორ გამიხარდა ისევ რომ ვიპოვე ეს ბლოგი ❤
    ძლივს გავიხსენე სახელი 😀

  2. Fei ♥ ვერ წარმოიდგენ, როგორ გამიხარდა, რომ მოგაგენი! მომენატრა შენი პოსტები. ძალიან დამწყდა გული, როცა ერთ დღეს შენს ბლოგში ვეღარ შემოვედი. ახლა უკვე ვიცი, სადაც ხარ და რიდერშიც განვაახლებ მისამართს 🙂

    1. რა კარგია გამიხარდა რომ მომძებნე მე ვეღარ შემოვდიოდი შენს ბლოგზე :)))

  3. მე ერთი პერიოდი ჩაკეტილი მქონდა ბლოგი, მერე ისევ გავხსენი.

    როგორ მომწონს აქაურობა ♥ იდუმალების და სიმშვიდის შეგრძნებას მიტოვებს ♥

  4. ყველაფერი “უსირცხვილოდ საინტერესოდ” გიწერია და ეს მითუმეტეს – “ვაგროვებ სერიული მკვლელების ბიოგრაფიებს.
    მიყვარს მისტიკა, მისტიფიკაცია, მელანქოლიკობა და ვამპირები.” ლავ იუ ❤ :3

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s