Eden and After (1970)

ედემი სარკეებიანი კაფე,  მისტიკური კლუბი, საინსტალაციო სივრცეა.. სიცარიელე…ისტერია.. ემოციებისგან, გრძნობებისგან შორს.  საწამლავი, ცივი ხმა, სიცრუე… ნისლი, ჭრელი ხმაური, ქაოსი..ქაოსი..

ფუტურისტული სიურეალიზმი მსურს ამ ყველაფერს ვუწოდო და ემოციები, ფიქრები ულევი სიტყვით გადმოვცე. უგრძნობი , უსიცოცხლო, სიტყვებით..რომლებიც არაფერს ხსნის, უბრალოდ აღწერს.  გაშეშებული ვდგავარ სარკესთან სიბნელეში და ნერვიულად ვასახელებ :

არტჰაუსი არტისტი აბსტრაქცია

გოდება გოლგოთა გალია გამოგონება

დევნა დე სადი

ენდემა ეროსი ეიფორია ევა

თავდავიწყება თავისუფლება თეორია თეატრი თოჯინა

იდეა ისტერია

კივილი კვნესა კვამლი კრუნჩხვა

მოგონება მარტოობა მაზოხიზმი

ოდისეა ოქტავა

პერიოდი  პარადოქსი პეიზაჟი

ჟესტი ჟამი

როლი რეალიზმი რექვიემი

სადიზმი სისხლი სექსი სუსხი სისუსტე სევდა სასმელი სიჩუმე სიკვდილი სიგიჟე

უბიწო უტიფარი უნარი უჩვეულო  უტოპია უიმედობა

ფაიფური ფერადოვანი ფონი ფორმა

ღარი ღელვა ღია ღამე

შიმშილი შიში შეშლილი შფოთი შური

ძირი ძვრომა ძერწვა ძრწოლა

წივილი წნეხი წაშლილი

ჯვარი

ჰაერი

ბევრი ბგერა და ბევრი აზრი…

ვარსკვლავების ძალა

ეს სიმღერა ოდნავ ჩაბნელებულ ოთახში გაღიმებული სახით და ოდნავი რხევით ცეკვას მანდომებს…რაღაც სიმყუდროვეს აფრქვევს.

არდადეგები ბოლოჯერ მოვა 🙂   ერთი სული მაქვს ბოლომდე მივიყვანო ყველა დაწყებული საქმე და არდადეგებზე თავი ხელოვნებაში ჩავიხრჩო.