სევდა

თავი გიგრძვნია  შენს თავად? მე ვეღარ ვგრძნობ …. ალბათ ორი სანტიმეტრის სისქის თოვლმა მომაყინა ან რა ვიცი….უკანასკნელმა დავტოვე მარსი ….
ბოლო ვარ…წინ რიგია…ერთიიო …მეორეც…და მე ბოლო.
ცივა აქ ძალიან….აი რომ იტყვიან “ძვლები მეყინება” …ზეძლიერი ძვლები….
მოგაკლებ ღვთაებრივ სიტყვებს, რომლებიც არასოდეს მითქვამს იცი? არ ვყოფილვარ ერთადერთი და რიგშიც სულ უკან მაგდებენ… დროებითი ქალაქიო და არა ლონდონი გაიგეეეეეე???
****
კიდევ ერთხელ ეცდება ემილია სახე მოიხატოს,  ვენები ისეთი სისქით გაიხსნას , რომ მერე დახურვა შეძლოს…
***
მაინტერესებდა , რატომ იყენებენ და შემდეგ შენი არაფერი მმართებსო …და პირდაპირ სანაგვეში…ქრისტინ ისევ მეპარება ეს გულისამრევი დედაბერი ეს….  გახრწნილი სევდა.
**
Zoe Keating – Fern

*
Touhou suki pa-puru… ასე ჟღერს იაპონურად ის, რაც ჩემს თავზე ვიცი…

Advertisements

ფრაგმენტები მოთხრობიდან (“ფრაგმენტები” by Fei)

“ის რაც სურს არ არსებობს…ის რაც შეუძლია უხილავია…ის რითიც სუნთქავს  ჰაერი არაა…ის რითიც ცოცხლობს , ის რაც ძარღვებში უდუღს სისხლი არაა…ის რაც გააჩნია…არა მას აღარაფერი გააჩნია… აღარც ღირსება, აღარც ნერვები, აღარც შეგრძნებები, აღარც მეგობრები… საკუთარ თავში დაკარგული…”

“როცა აღარ არსებობს სიტყვები , ან თუ არსებობს აღარაფერს ნიშნავს და შენ ამბობ რომელიმე მათგანს…და ხვდები რომ სიცილი გინდება ამ სისულელის გამო…..”როგორც ვარდი სიყვარულის საფლავზე..” ა ვარდი ის? ბევრი ფურცელი რომ აქვს და წითელია? და სიყვარული რა არის ან საფლავი რა შუაშია….”

“… არ ვიცი… გგონია ავად ვარ არა? არ ვარ ავად…არ ვიცი ვის ვენდო..სერიოზული ურთიერთობები ცუდად მხდის, ზერელე კი მაბნევს, მაგრამ ამ წუთას არ ვარ დაბნეული მე მინდა შენთან, მაგრამ შენ ხელი უნდა მომკიდო და გარეთ გამსვა თუ არ გინდა ოჯახი დაგენგრეს და იცოდე აუცილებლად დაგენგრევა , დამიჯერე…”

“ნიას ჰგონია რომ მოვალეობათა ყულფი მასაც ჩამოეცვა და ვერ იმორჩილებს თავს..მუდამ გაღიზიანებულია… არაა ძნელი გაუგო ქალს თუკი გინდა.
-მე აღარ მინდა აქ ყოფნა…ვიხრჩობი…მაპატიე..-მხოლოდ ეს თქვა და წავიდა…ის რაც მისთვის ან მის გამო გაწირეს გულზე ნაღველს უორმაგებდა მაგრამ არა ის რაც თავად დამართა სხვის გულს და თან არაერთს..
როცა ეს სიტყვები უტხრა… პასუხს არ დალოდებია…გაბრუნდა და წავიდა…”

2007

ცა…by Fei

ცა…
მე მწყურია შენი ცრემლების უძირო ზღვა
მე აღარ მაწვიმს შენი სევდიან ფიქრების ცა
მე ვეღარ ვგრძნობ და აღან მესმის შენი ხმა
ვიცი აქ აღარ ხარ , შენ მალე დაგლევს სხვა.

ცხოვრება მიქრის, ჩვენ კი ვშორდებით
გააპობს ქარს, გაანგრევს კარს
ცხოვრება მიქრის, ჩვენ არ ვჩერდებით
გვექცევა ცა, აღელდა ზღვა
ცხოვრება მიქრის, ბნელდება ცა
რა ხდება რა?! შავდება ზღვა
შენ აღარ მოხვალ
იქნებ მოვიდეს სხვა…

სადღა მაქვს გული , ის ემსგავსება ქვას
და ჩემი სული ისევ შემარქმევს “სხვას”
საით მიდიხარ რატომ აღელვებ ზღვას
შენ კი წახვედი, ისევ ატირე ცა.

ცხოვრება მიქრის , ჩვენ კი ვშორდებით
გააპობს ქარს , გაანგრევს კარს
ცხოვრება მიქრის , ჩვენ არ ვიღლებით
გვექცევა ცა, აღელდა ზღვა
ცხოვრება მიქრის, ბნელდბა ცა
რა ხდება რა?! გაშავდა ზღვა
შენ თუ აღარ მოხვალ
მაშინ არ მოვა სხვა…

გააპობს ტალღებს , გაანგრევს ფანჯრებს
ცხოვრება მიქრის, ისევ აგვირევს გზებს..

იღება კარი
მე ისევ მესმის ხმა
თუ ეს შენ არ ხარ
კვლავ აღელდება ზღვა
იღება კარი…
და  ეს შენ არ ხარ
ისევ დაგვექცა ცა..