იმის მიუხედავად, რომ ჯერ წესიერად ვერ გავარკვიეთ მოვთავსდებით თუ არა ვილნიუსის უნივერსიტეტის ცარიელი ადგილების ორკაცა სიაში ხოლო რამდენიმე თვის შემდეგ კამპუსის ორკაცა ოთახში…. ჩვენ მაინც…!!!!!
გვიხარია სკანდინავიის სიახლოვე
უკვე ვტკბებით ჯერ არ ნანახი სილამაზით
უკვე გვაგიჟებს ბალტიის ზღვიდან ხოლო შემდეგ ფინეთის ყურიდან მონაბერი ჰაერის ჩასუნთქვის შესაძლებლობა
ბედნიერები ვართ ჯერ არ გადახდენილი თავგადასავლებით
ჩვენ უკვე გვახრჩობს ახალი შთაბეჭდილებები
უკვე განვიცდით საყვარელი ბენდების კონცერტებზე მოსახვედრი ბილეთების ნაკლებობას
და აი…ჩვენ უკვე ჩრდილოეთისკენ მიგვადრიხინებს მატარებელი…. ვილნიუსიდან ნებისმიერი მიმართულებით.