სახე, რომელსაც ვერ დაივიწყებ!

ხომ არსებობს ერთი მაინც ისეთი სახე, რომელსაც ვერ დაივიწყებ, რომელიც შენს მახსოვრობაში არასოდეს იშლება. რომლის გახსენებისას თავს ძალას არ ატან და არ გამოხატავ შეშფოთებას კიდევ ერთი დავიწყებული ნაკვთის გამო!

თუ დაკვირვებიხართ, რა ადვილია სახეების დავიწყება, იმ სახეების გამუდმებით გარს რომ გეხვეოდნენ…აბა გაიხსენე..ხომ ვერ იხსენებ , სანამ სურათს არ დახედავ. რომ არ იყოს სურათები? ადამიანები, რომლებიც სახეებთან არიან დაკავშირებულნი სულ გაქრებოდნენ მეხსიერებიდან.

თუმცა ალბათ რაღაც მაგიური ძალა გვაძლევს იმისთვის საკმარის მეხსიერებას , რომ ათიათასიდან ამოვირჩიოთ ერთადერთი და დ ა ვ ი მ ა ხ ს ო ვ რ ო თ! მე მახსოვს….

თითების Obsession

რა ვქნა , ყველაფერი უცანაურობა მე უნდა დამემართოს . ჩემი სისუსტე გაგიმხელთ და…ლამაზი თითებია. პირდაპირ გამოთაყვანებამდე მიყვარს გრძელი თეთრი თითები…. განსაკუთრებით დიდ შთაბეჭდილებას ახდებს კაცის ლამაზი თითები, მოვლილი (ღმერთო მოვლილში ფრჩხილის ლაქს არ ვგულისხმობ) სუფთა, თეთრი  თითები. მაჟრიალებს რომ მახსენდება…მოკლედ ვერ ვარ კარგად არა?
უახლოეს მომავალში გადავწყვიტე ყოველი ლამაზი ხელის მტევანი, რომელსაც შევხვდები მაშინვე ფოტოზე აღვბეჭდო და თითების გალერეა გავაკეთო.

ახლა საყვარელ თითებზე:

Emilie Autumn

 

Ben Barnes

Ville Valo

 

Jonne Aaron

Johnny Depp

თითები , თითები ყინულივით ცივი თითები. მაგარი  , მარმარილოს თითები…თითები მრგვალკიდიანი და ოვალური ფრჩხილებით …ლამაზად გამოყვანილი , სახსარში ოდნავ გამობერილი,  ლამაზი თითები…თითები, რომლებიც ეხება ფორტეპიანოს კლავიშებს, გიტარის სიმებს, ვიოლინოს ხემს, ან შენ გეხება მხარზე…მიყვარს ლამაზი თითები.

ფესტივალები , რომლებიც…. 

Helldone (ფინეთი)
იმართება ყოველ წელს 31 დეკემბრის ღამეს ჰელსინკიში, კლუბში Tavastia . დაახლოებით 15 წელია უკვე რაც ყოველ ახალ წელს ახალგაზრდებს იქ ვილე ვალო ფინურად ულოცავს. ყველაზე ყველაზე  Intimate შოუა !!!
Download (ინგლისი)
ამ ფესტივალს არც ერთი ჩემი საყვარელი მუსიკოსი არ აკლდება მგონი…პირდაპირ სულში ჩაფურთხება იქნება აქ თუ ვერ მოვხვდი.
Ruisrock (ფინეთი)
რიგით მეორე ყველაზე ძველი ფესტივალია ევროპაში , დაფუძვნდა 1970…მოკლედ ფესტივალი ლეგენდა Must-see place!
M’era Luna (გერმანია)
აქ ბევრი ბევრი ინდასტრიალი იკვრება. ძირითადად აუდიტორია გოთურ სუბკულტურას წარმოადგენს, ჭარბობს სიშავე და ელექტრონიკა.
Arkkarock (ფინეთი)

ლამაზი ლანდშაფტი, მწვანე ხედები, საყვარელი ჯგუფები, ათასობით ლუდით გაჭყეპილი ადამიანი, ბევრი ღიმილი, ოვაციები და ფინური მზის ჩასვლა. (ალბათ არგუმენტად გამოდგება)!

Provinssirock (ფინეთი)

ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ფესტივალი ფინეთში. სირცხვილია ფინეთის ზაფხულის ფესტივალების სეზონს ეწვიო და ეს გამოტოვო. არ შეიძლება სინდისის ამბავია , როგორ ჩავხედო თვალებში ჩემს ფინელ ძმებს…!

Rock am Ring (გერმანია)

ვუჰუუუ დაუვიწყარი ადგილი. სახლში მისული ერთი კვირა რომ არ მოგცემს დაძინების საშუალებას … ეჰეი შენ გერმანიში წასულო ტურისტო დაანებე თავი ყველაფერს , რას ათვალიერებ ცუდად ხარ? სეზონი იხსნება ….დროზე ფესტივალზეეეეეეეეეეე!!!!! იმბესილე!

Projekt revolution (შეერთებული შტატები)

ჯერ ახალგაზრდაა ….თუმცა ჰქუხს ! ჩემი აზრით შტატების ერთ-ერთი საუკეთესო ფესტივალია. ევროპული მუსიკა იქ სხვანაირად ფასობს!

Castle Party (პოლონეთი)

ყველაზე უცნაურ ადგილას იმართება, ძველ ციხესიმაგრეში! მსმენელი ამ ფესტივალსაც “გოთური” ჰყავს, რადგან აქაც გოთიკა და ელექტრონიკა იკვრება. თუმცა ღირს ამ ადგილებში ხეტიალი. ულამაზესია…

Wave Gotik Treffen (გერმანია)

ოოო აქ Emilie Autumnის სანახავად წავალ მხოლოდ…მოკლედ რა მუსიკასაც სხვა ფესტივალები ვერ იტევენ უცნაურობისა და უჟანრობის გამო ყველაფერი აქ იკვრება!

ღმერთო ისე ნუ მომკლავ რომ ევროპულფესტივალიანი ჰაერი მაინც არ ვისუნთქო ერთი ვიკენდით!

ზამთრის ძილი

უცხო სახემ კარზე მიგითითა. გააღე კარი შეხვედი თვალი მოავლე ცარიელ კედლებს და ამოიოხრე. ჩანთების შეტანაში დაგეხმარნენ.

არავინ იცოდა , რომ საღამოებს ტელევიზორის ყურებაში არ ატარებ , გრაფიტით დასვრილი აშავებ ყველაფერს რასაც ეხები, მეგობრებთან ერთად ახალგაზრული ცხოვრების სრულად განცდას არ ცდილობ, მარტოდმარტო ნახევრად განათებულ ოთახში პასტელით მოხაზულ სახეს შეცქერი და ცდილობ მისი თვალები გააცოცხლო.  ცდილობ დაემალო ზამთრის თითოეულ დღეს …თითოეულ წამს, სანამ ის არ დასრულდება. შენს გამოყვანას ტრანსიდან ვერავინ შეძლებს…
როცა ღამე დედიშობილას გეღვიძება და გინდა ბნელი ფიქრები გადაიყარო გონებიდან არ აღებ ფანჯარას , რომ ჰაერი ჩაისუნთქო, თვალს არიდებ გულისამრევ თოვლს. შენ ისევ უბრუნდები ოთახს და ცდილობ გონება შეცვალო სულით, ისევ იღვრები ტილოზე ამჯერად გუაშების ბლანტ ფერებად.  თუ შენს ცარიელ ოთახებს ვინმე ეწვევა მას ვეღარ  იცნობ და ლამაზ ნაკვთებზე უგონო თვალებით მიაშტერდები. ცდილობ აღბეჭდო შენი სამყარო ტილოზე, შენთვის კი აღარფერს იტოვებ. ერთხელ მამაკაცს შემოუშვებ ოთახში და ისიც სამოდელო ექსპონატი გახდება , რომელიც შენში ხატვის ვნებაზე მეტს ვერაფერს გააღვიძებს. უღონოდ ჩაიქნევს ხელს და გაგეცლება.
აღარ ცდილობს ზამთარი წავიდეს, ჩაიაროს, გაგეცალოს…
შენ თავს იბრუებ უჭმელობით  და წამლების ყლაპით. თვალები გიშავდება, ფუნჯები გიტყდება , საღებავები გექცევა, გრაფიტი გეფშვნება,  ფურცლები გეხევა, ფეხი გისრიალებს …იატაკი სიკვდილს გახვედრებს. ცივს უსულოს, არანაირს, მარტოობით შენსავით შეწუხებულ სიკვდილს. ფურცლებიდან კი ადამიანის სახე ფოტოგრაფიული სიცხადით მოგაშტერდება.
გაილევა ზამთარიც ალბათ…

Sound:   Emilie Autumn  “A strange Device” , “Cold” , “Willow” , ” Face the wall“, “Syringe“.

Duran Duran ცის უშორეს წერტილში

თავი აწიე ნახე რა ლამაზად ღამდება დღეს.. მოვითხოვ შენგან ღიმილს ! ვარსკვლავები თუ ბრწყინავს, ზაფხულის ცხელი წვიმა თუ გასველებს.. ძლიერი ქარი თუ ცდილობს მაისური მოგახიოს…ნუ ფიქრობ ხვალ რა მოხდება უბრალოდ ამ წუთას გაიღიმე…თუ შეგიძლია გაიღიმე. დაიჯერე ბუნების ძალები მარტო შენთვის ცოცხალ სულებად იქცევიან და ადამიანებზე ადამიანურად ცდილობენ გაგესაუბრონ…
ამ დროს ვინმეს საჭიროებ გვერდით? აბა გაიხედე ბნელ კუთხეში…ვერ ხედავ? მიდი ჩრდილიდან გამოიყვანე და ხელი ჩაკიდე.
ძალიან მინდა ფანჯარასთან მიხვიდე…ფარდა გადაწიო და ცაში უშორეს წერტილს შეხედო…
გთხოვ შეხედე.. დაბურულ ცას …უშორეს წერტილში..

Who Killed Amanda Palmer ?

ამანდა პალმერის (ჯგუფიდან The Dresden Dolls )განზომილებაში რომ შეაღწიო ფორტეპიანოს მიჩვეული ყური და არც მთლად “ჯანმრთელი გონება” უნდა გქონდეს. ალბათ ამიტომ მიადვილდება მასთან ადაპტაცია. მე არ ვხუმრობ, ამას სჭირდება ეტაპობრივი შეჩვევა და ფსიქიკური შეგუება. თითქოს უწყინარი ფორტეპიანო და ყველანაირ სინაზეს მოკლებული ქალის ხმა , მაგრამ არა ეს დამანგრეველი ძალაა…

როგორც წესი სოლო პროექტები არ მხიბლავს : გამონაკლისია პოლ ბენქსი (Interpol) და რა თქმა უნდა ამანდა პალმერი.

პირველი ალბომი Who Killed Amanda Palmer? (2008)

რა გითხრათ ალბომზე…სენტიმენტალური და ჰაეროვანი…მძიმე შინაარსით.  გაურკვევლად უსიამოვნო ხმა, რომელიც გაიძულებს უსმინო.

ჰარმონიული მელოდიები და საშინელი მელანქოლია…

თუ გადაწყვეტთ მოუსმინოთ ნუ დანებდებით ერთი ორ კომპოზიციას და ალბომის ბოლომდე იბრძოლეთ..

Influential, Mood-changing Cristina

SOS!!!!!!!!SOS

Need Help…

გულს შემოგინგრევს , გუნებას შეგიცვლის, მხარზე შენც იგრძნობ უხეშ შეხებას, ლოყაზე სიმწარეს, მუცელში ტკივილს, თვალებში სიბრმავეს.

ყველაფერი სიყვარულის გარდა…ყველა ტკივილი მის გარდა და ყველა ტკივილი რასაც ის ტოვებს.

ვერ გაექცევი ამ ხმას…


Go on and scare me to death
I’ll be the victim
You’ll be the voice in my head
You could give me anything but love
Anything but love