ჰაისტა ვიტტუს გალერეა

ფერადი გემები გუბეში.. წვიმის წვეთები წერტილებად დააჩნდება.. ღიმილით ჩაურბენ, მზისფერ თმას მოუსვენრად აიწეწავ.. ყურადღებით მიაჩერდები თვალებში უცნაურ უცნობს. მე , შენ თბილისი და ფერადი გემები გუბეში. ვინაა სხვა… ვერავის ვხედავ სხვას… მხოლოდ შენ გაქვს პასუხები ჩემს კითხვებზე… ჩემი ბავშვური ოცნებები კი სოფიმ ჩაკეტა ლამაზ ყულაბაში …მაშინ…მერე რა , რომ მახსოვს :).

თუ ოდესმე საკუთარი თავი დამავიწყდა.. გამეღვიძა სიზმარში, რომელიც არ ჰგავს რეგულარულ “ცხოვრებას”.. სადაც რადიოდან Brandon Flowers-ის “Only the young” ისმის, სადაც ცა ვარდისფერია…სადაც აბრეშუმის კაბა მაცვია და ბევრს ვიცინი…სადაც მხოლოდ მე და შენ ჩვენს ბევრ ოცნებასთან ერთად ვცხოვრობთ..სადაც ყოველ დღე 13 ნოემბერია..სადაც მანქანები  მწვანეზე ჩერდებიან და ლურჯზე მიდიან… გთხოვ მოხვიდე და გამაღვიძო. რადგან როგორც ბრაიან ჯოუნსი ამბობდა  “Happiness was fuckin’ boring..”

სურნელოვანი ბამბის ვარდისფერი ხეების ხეივანზე ჯერ არ გვისაუბრია ჩიტებთან.. დროა.. რადგან თუ ვერ მოვასწრებთ, მერე როდისღა. დასასრული სულ ახლოსაა..მაშინებს, მაგრამ გავუძლებ თუ არ დაგვტოვებენ ჩიტები და თბილ ქვეყანაში თან წაგვიყვანენ. შენ ბამბის ტოტზე ჩაგეძინება, ჩეშირის კატასავით დიდ ეშმაკუნა თვალებს მზეს გაუსწორებ და მომიხმობ.. მერე ბამბის ხეზე ავაშენებთ წიგნების კარადას…ჩვენს ჯადოსნურ სამყაროში არ იარსებეს დოსტოევსკის სიგიჟე და პოს სიბნელე… ჩვენ მხოლოდ ვარდისფერ და ფუმფულა წიგნებს წავიკითხავთ, ბევრს ვიცინებთ და  რამდენიმე ლოლიპოპსაც მივაყოლებთ უზმოზე.


როგორც ყველაზე ნაზი, ლირიკული და მშვენიერი მუსიკა მკარნახობს… ახლოს ტბასთან..შემოდგომის სიოს სუსხი მოაქვს წყლიდან … სიმყურდოვე…სასურველი შეგრძნება.. ის რასაც მინდა მივაღწიო ..სიმშვიდე, რომელსაც სიამოვნებით გაგიყოფდი… ამ გოგოს თვალებიდან სიმშვიდის მოპარვა რომ შემეძლოს…მისთვის სულის ამორთმევა რომ შემეძლოს… უფრო ლამაზად თქმა რომ შემეძლოს…უფრო ნაზად გაღიმება რომ შემეძლოს.. უფრო მეტად შეყვარება რომ შემეძლოს.. უფრო მეტად პატიება და დავიწყება რომ შემეძლოს…გონების მოგონებათა საცავიდან ჩვეულ რეჟიმში გადართვა რომ შემეძლო… ამას შენ პირველი გაიგებდი …


როგორც ყველა ზღაპრულ ქვეყანაში შემოდგომას მოჰყვება დაბნელება… ბნელდება ყველგან…თბილ ბინაში ინთება სინათლე…ყველა ჩქარობს სახლისკენ.. სიცივეს თავს აფარებს. ასეთ დროს ალბათ შეუმჩნევლად იბადება ჰაერში “virginia moon”.



Advertisements

უღიმღამობის ხსნა/შველა

რა გაუძლებდა ცხოვრების უღიმღამობას ამ ბოლო დროს დინი რომ არ მაცინებდეს…დღეს ისე ვხარხარებდი მგონი მეზობლებმა გაიგონეს. მოკლედ Supernatural-ის  მე-4 სეზონის საუკეთესო სერიად ოფიციალურად ვაცხადებ Yellow Feverს. დინს შეეყრება რაღაც უბედურება და ამის გამო ყველანაირი წვრილმანის ეშინია.

“aaaaaaaaaa…. that was scary..” 🙂

იმედია ბოლო წუთამდე უყურეთ…არა? მაშინ ყველაფერი დაკარგეთ..

Dean vs Sam (Week’s Greatest Dilemma)

Dean Winchester

დინ ვინჩესტერი: ველური გული, მამაცი სული, ძმის მოყვარული..ჰუჰ რა გავლექსე. ის არის ადამიანი იუმორი, სიგიჟე, ადამიანი ქარიზმა, ცოტა მექალთანე , ერთგული და თავგანწირული, როცა დაუცველად გრძნობს თავს ხდება ცინიკური, ყველაზე მძიმე წუთებშიც არ კარგავს კონტროლს, არის მგრძნობიარე ,ზოგჯერ იმპულსური, ჩაკეტილი და ცოტა უხეში. აქვს ანგელოზებრ მშვენიერი ღიმილი.

Sam Winchester

სემ ვინჩესტერი: სულნაზი და მგრძნობიარე ვიტყოდი… სემი განათლებული, მშვიდი, თბილი პერსონაჟია. სემი დინისგან განსხვავებით უფრო სერიოზული, დაკვირვებული და დინჯია. ის ძალიან იდუმალი და გულჩათხრობილია.  განსაკუთრებული ექსტრასენსორული ნიჭი და ძალიან დიდი გული აქვს. სემი იმდენად წესიერ ადამიანად მოგეჩვენებათ, რომ ძნელია წარმოიდგინო ის დემონური ძალის გავლენის ქვეშ, მაგრამ ვაი რომ… სემის თვალებს ძალიან უხდება ცრემლები.

 

ჯენსენ ეკლსი, ჯარედ პადალეკი და ლომფხვი!!!!!!!

Room In Rome

“ოთახი რომში”

2010 წელი , ესპანეთი

ორი უცნობი ქალი ერთმანეთს რომში გაიცნობს… ერთი რუსია, მეორე ესპანელი და ორივესთვის ეს რომში გატარებული უკანასკნელი ღამეა. ისინი ერთმანეთისადმი სიმპათიას იგრძნობენ და შეთანხმდებიან ეს ღამე ერთად გაატარონ. მთელი ეს დრო ისინი ცდილობენ ერთმანეთის გაცნობას … ყვებიან ისტორიებს, სიცრუეს და სიმართლეს… ორივე საინტერესო პიროვნებაა , რომელთა ცხოვრებაშიც ბევრი საიდუმლოა. მათზე რომის ეს პატარა ოთახი და ანტიკური ისტორია დიდ გავლენას ახდენს.. ისინი მოხატულ ჭერსა და სხვადასხვა ეპოქის სურათებში სიმბოლოებს ეძებენ და ისტორიებს თხზავენ… მათ ყოველ სიტყვაში სიცრუეა ეს თუ სიმართლე ჩანს ის ტკივილი რასაც ცხოვრება მათ აყენებთ იმ უდარდელობის და განურჩევლობის მიღმა რასაც პირველივე წუთებში ვხედავთ… დაშა და ალბა მათდა გასაკვირად ისე დაახლოვდებიან, რომ აშინებთ იმაზე ფიქრი, რომ გათენდება და ორივეს თავისი გზით მოუწევს წასვლა. გამთენიისას ისინი ერთად შეხვდებიან მზეს …. ჩაიცმევენ და რომის ქვაფენილზე გავლენ… თუმცა..როგორ სრულდება ფილმი ყველამ თავად უნდა გადაწყვიტოს.

თუ არ ჩავთვლით იმ ფაქტს რომ ჩემი ფსიქიკისთვის მეტად შეუფერებელი უხამსობების გამო ნახევარი ფილმი გადავახვიე…მაინც ვფიქრობ რომ ის არაჩვეულებრივი კინომატოგრაფიული ნამუშევარია. “წამის თეორიაში” გასარკვევად ალბათ ადამიანებს ძალიან დასჭირდებათ. დიახ წამები…წუთები ეს ისაა რაც გაგვაჩნია, რითაც ვცხოვრობთ.. წამებში შეიძლება მოხდეს ის რასაც ადამიანები მთელი ცხოვრება ანდომებენ და სწორედ წამმა გადაააყირაოს ყველაფერი. ამ ფილმს ვერ უყურებ გულგრილი რადგან ორი შიშველი ადამიანი საათ-ნახევრის განმავლობაში შენ თვალწინ იტრიალებს, თუმცა მალე ეს დაგავიწყდება და ყურს სიტყვებს დაუგდებ და არა სხეულებს.  ფილმი ოდნავ არაადეკვატურია ,თუმცა სწორედ ამიტომაა მიმზიდველი.  თავისუფალი ურთიერთობების პროპაგანდას არ ვეწევი მაგრამ ზოგჯერ ის უფრო მეუცნაურება, როცა ადამიანი რაღაც სიტყვებს ელოდება, იმისთვის რომ აწ უკვე ნებადართული ქმედების განსახორციელებლად ძალა შეემატოს.

” დაშა: ეს სურათი მეორეზე გვიყვება… მათ შორის 20 საუკუნეა.

ალბა: ჩვენთვის კი ერთი ოთახი..”

Edie + Billy = WTF

იდის და ბილის  აბსურდამდე მისულ , გაუგებარ ურთიერთობას ვერ გავარქმევდით სიყვარულს… მაგრამ მაინც ანათებენ არა ერთად? ვინც ვერ გაიგო…ნახოს ფილმი Factory Girl და ისიამოვნოს 60’იანი წლების ვნებათაღელვით , რომელმაც რატომღაც ყველანაირი უბედურება ერთ ქალს დაატეხა თავს.

გასაუბრება ტრენტთან ჩემში NIN-ის დაბრუნების აღსანიშნავად

მიხარია, რომ დაბრუნდი ტრენტ.. ან სად იყავი გამქრალი, თითქოს ისევ ჩვენს ბურუსში შემიტყუე და ისევ დაძვრები ჩემს სხეულში. შენი ხმა ისევ აედევნება აჩრდილად ღამის “მე”ს. ტრენტ შენ ყოველთვის ბრუნდები, მაშინ როცა სიამოვნებისგან კივილი მინდა, როცა სევდა გამჭვირვალე და მსუბუქი ხდება, როცა მეასედ მიყვარდება შენი სულიერი მუსიკა. როცა აღარაფერია დასაკარგი და არც სინანული ღირს. როცა ჩნებიან ადამიანები , რომელთაც ენდობი და მშვიდად იძინებ, როცა გიჩნდება კითხვა რატომ ვგრძნობ უხამს სიამოვნებას როცა ვიზმორები?

The Great Below

“Ocean pulls me close
And whispers in my ear
The destiny I’ve chose
All becoming clear
The currents have their say
The time is drawing near
Washes me away
Makes me disappear.  

 

იცი კიდევ რა მიყვარს შენში?  შენ ნამდვილი ხარ, არ იმალები. შენ უხეშიც ხარ და უხამსიც, მაგრამ ვერ მაფრთხობ, შენი სიტყვები ერთს ამბობს და მეორეს გაგრძნობინებს, ყურები მათ პირდაპირ გულში უშვებს გონების გაუვლელად.

Eraser

“Need you
Dream you
Find you
Taste you
Fuck you
Use you
Scar you
Break you
Lose me
Hate me
Smash me
Erase me
Kill me”

ვიპოვე სიტყვა….ტრანსი..დიახ ტ რ ან ს ი ჰქვია ალბათ ამას…თვალებს რომ ხუჭავ , უმიზნოდ დგები და მოძრაობას იწყებ… სხეულიდან ამოცურდები და შენს სახეს გვერდიდან უყურებ, ჰაერივით მსუბუქდები და წყალივით მძიმდები. არის სიმღერები რომელთა შესახებაც ყველაფრის გაგება მინდა…რატომ დაწერე..ვის გამო, ვისთვის…შენს შესახებ მინდა გავიგო…ძალიან მინდა ჩაგეხუტო მამის თუ არა ბიძის ტოლა კაცს ….თითქოს მენტალურად შორს უნდა იყო ჩემგან თუმცა არა, ვგრძნობ შენს სიახლოვეს, არ ვიცი მე ვდიდდები თუ შენ პატარავდები მაგრამ ჩვენ ერთმანეთის გვესმის. ზოგჯერ ერთი ნოტიც კი საკონტროლო გასროლასავით გულში მეყრება და მშთანთქავს. სიტყვების კორიანტელს რა გამომილევს ხო იცი რა მგზნებარედ შემიძლია შენზე საუბარი, მაგრამ ახლა გვეყოფა მერე პირადად და შესაფერის გარემოში გავისაუბროთ.

…   I can still feel you
Even so far away    …

პიანინო

‘The voice you hear

is not my speaking voice..

‘but my mind’s voice.

‘I have not spoken

since I was six years old.

‘No-one knows why. Not even me.

‘My father says

it is a dark talent

‘and the day I take it into my head

to stop breathing will be my last.

The strange thing is

I don’t think myself silent.

‘That is because of my piano.”  Ada

ვიცი…ყოველთვის ასე ხდება. ფილმები ადამიანებზე , რომლებიც მუსიკის “ვნებას” შეუპყრია , ჩემში ყველაფერს შლის და მასხვანაირებს. რა საოცარია ცხოვრობდე სიჩუმეში და ვერ გრძნობდე მას, პიანინოს კლავიშებთან შესახებად გასწირო ყველაფერი და ამან გაპოვნინოს “თარჯიმანი”, რომელიც ადამიანებთან დაგაკავშირებს. გაუგებრად ჟღერს ალბათ…. ადას თავადაც გაუკვირდება როცა ოკეანეში პიანინოსთან ერთად ჩაძირვის ნაცვლად თავის გადარჩენის მიზნით კვლავ ამოცურავს ზედაპირზე. მუსიკა აღვივებს  ადამიანებისთვის გაუგებარ ვნებას და კარნახობს მათ შემდეგ სვლას, აიძულებს შეიყვარონ, დაივიწყონ, დასაჯონ… შეუძლებელია  მშვიდად უყურო როგორ აჭრიან ადას თითს… მისი უსიტყვო ტანჯვა არანაირ სიტყვად არ ღირს.

შეუძლებელია გვერდი ავუარო მუსიკას, რომელიც ფილმშიც და მის გარეშეც ყველას ჭკუიდან შლის.