მონა

Agora (2009)

 

 

არ ვიცი, უბრალოდ დიდი გრძნობაა! ძალიან დიდ გრძნობას აჩენს ეს გმირი ჩემში. მაკვირვებს და მატირებს მისი სიძლიერე, მოთმინება, სიმამაცე ,სიმშვიდე, სიყვარული, ერთგულება, მისი დაუფასებელი გონიერება, შრომისმოყვარეობა, ადამიანისმოყვარეობა. მას ერთადერთს ებადება კითხვები, რომლებიც დოგმატურ კონცეფციებს არღვევს და რეალობის დანახვას ცდილობს.

Advertisements

ბნელი სინათლე

“Dark Light”

ყველაზე თბილი, ყველაზე ნათელი, ყველაზე შეყვარებული, ყველაზე ღიმილნარევი მენალქოლიით გაჯერებული, ანგელოზებრ დემონური ალბომი.

მძიმე დღე იყო..მგონი ადამიანებს , ან ერთს მაინც ვაწყენინე. თუმცა მე რა შემეძლო…ჰოდა ასე თვითდათრგუნული თვითლანძღვით გატაცებული, იღებ დისკს Dark Light…და ყველაფერი იცვლება, სხვა ადამიანებზე ფიქრი გტოვებს, შენი თავიც ბუნდოვნად გახსოვს…მხოლოდ ვილე ვალოს სახეს ხედავ და ყველაზე ლამაზ პეიზაჟებს , ყველაზე ლამაზ აპარტამენტებს, ყველაზე ნატიფ ადამიანებს ..

ეს ალბომი არაა  ყველაზე საუკეთესოა ,  მისით არც ახალი ერა დაიწყო ჯგუფის ისტორიაში არც დასრულდა..ის უბრალოდ არსებობს სადღაც შუაშია ყველაფერს მიღმა და საუკეთესო მოგონებებს დავიწყებას არ აცდის.

ვკლავ მარტოობას

არ / მე

არ ვეწევი
არ ვეტანები ალკოჰოლს
არ ვხმარობ უცენზურო სიტყვებს
არ მაწუხებს უძილობა (თვითკმაყოფილი ღორივით CSBში ყველაზე მეტი მძინავს)
არ მიყვარს კოსმეტიკა (ბარემ გაიშპაკლეთ ან დაიბეტონეთ კანი , ეჰეი!)
არ მიყვარს დილეტანტები
არ მიყვარს ამპარტავნები
არ მიყვარს ამბიციურები (ზედმეტად)
არ მიყვარს საჭმელი (მასუქებს ორცხობილა)
არ მიყვარს როცა ყურს უკან აკნაწუნებენ მზესუმზირას, ხეთქავენ საღეჭი რეზინის ბუშტებს, ხრუპავენ სასმელს
არ მიზიდავს მასკულინური აღნაგობის ადამიანები
არ ვარ ფსიქიკური დარღვევების მატარებელი
არ ვარ ნარკომანი (არ აქვს მნიშვნელობა თქვენ რას ფიქრობთ)
არ მიყვარს ზეთის ხილი
არ მიყვარს ლაქლაქა ბიჭები
არ მიყვარს ლაქლაქა გოგონები
არ მიყვარს სერიალები (ლათინო ამერიკა, პორკე ხორხე პორკე!)
არ მიყვარს ცრემსაღვრელი მელოდრამები, სადაც ბოლოს ვიღაც კიბოთი იღუპება და ბლა ბლა
არ მინდა გავხდე კომპიუტერს აკრული ფინანსისტ-რობოტუნა
არ მინდა ვინმე “საკუთარ თავზე მეტად” შემიყვარდეს
არ მინდა მაიძულებდნენ ვჭამო
არ მინდა ვსვამდე ამდენ წამალს და მეგონოს , რომ პირველი ხარისხის ინვალიდი ვარ.
არ მინდა ვიყო ცინიკოსი-მიწევს!
არ მინდა ვშორდებოდე ხალხს-მიწევს!
არ მინდა სამყაროს შავ-თეთრი აღქმა დამიბრუნეთ ვარდისფერი სათვალეეეეეეეეეეეეეეეეე
არ მინდა ინტელექტი- (ბედნიერება, გაღიმებული სახე, კმაყოფილება=  lack of intellect)
არ მინდა ვხედავდე სიზმრებს მაშინ როცა გაღვიძების დრო დგება
არ მინდა ვწერდე ამ სისულელეებს-მიწევს!
————————————————————————–

მე მუსიკა ყველა ფიზიოლოგიური, მორალური და სხვა სახის მოთხოვნილებას ვარჩიე
მე ვარ ავადმყოფურად მეოცნებე
მე ვიცი ფრენა , მაგრამ ფრთები არ მაქვს , რომ ვცადო
მე ვარ ყველაზე გაუბედავი არსება
მე ვარ ყველაზე სუსტი და ყველაზე ძლიერი
მე მიყვარს კანფეტი “ალპენლიბე”
მე მიყვარს იოგურტი და მაიონეზი (ცალცალკე)
მე შემიძლია შემიყვარდეს ერთი ნახვით (და იმავე დღეს გადამიყვარდეს )
მე მძულს ადამიანთა 67%
მე ვერ ვხვდები, რატომ უნდა მიყვარდეს თეატრი
მე შენ მიყვარხარ
მე შენ ვერ გიტან
მე მიყვარს ჩემი ჩრდილი ბნელ კედელზე სარკის ანარეკლისგან განსხვავებით
მე ძალიან ბევრი მაქვს სასწავლი თურქულში და ვწერ ა მ ა ს!
მე მიყვარს წვიმა
მე მიყვარს დედა
მე მიყვარს გეპეის ბინძური მე6 კორპუსი კოხტაპრუწა ცე ბლოკისგან განსხვავებით
მე შეიძლება მიყვარდეს გოგონა (ამ წუთას ორიენტაციაში ეჭვი არ მეპარება ქრის დამშვიდდი)
მე შეიძლება არ მოგესალმო , მაგრამ აუცილებლად მოგძებდი თვალებით
მე შეიძლება გიყვირო, როცა მინდა გითხრა მიყვარხარ
მე ვერ ვიტან სიყვარულოვნას ბლოგს (კრიტიკაც ამას ჰქვია, მაპატიეთ, თუ შეგიძლიათ!)
მე BlueKittiesს ჯადოსნური ციხესიმაგრე მოვუძებნე

მე პირველი ვარ მსუქან ბალერინებს შორის თუმცა მსუქანი ფერიობა უკვე ჩამომართვეს
მე არ ვარ ლიდერი , გთხოვთ მომხსნათ ამ თანამდებობიდან და მე3 კურსზე ამ საგანსაც ნუ მასწავლით
მე მეშინია პასუხისმგებლობის
მე გლობალურ ამნეზიას ვინატრებდი, რომ ყველას დავიწყებოდა ყველაფერი ჩემს შესახებ და თავიდან გავეცანი

მე შემიძლია ვისაუბრო თვალებით, თქვენ თუ შეგიძლიათ თვალებით მოსმენა?!

იხრჩობი ცეცხლში, იწვები წყალში

ხედავ დერეფანში…ხედავ ქუჩაში…უბრალოდ ხედავ. წინ დგას , უბრალოდ საინტერესოდ გეჩვენება, თვალები გეხუჭება დაღლილობისგან, თუმცა უკან გაყვები…მიდის არ იყურება უკან…გოგონა , რომელთან დალაპარაკებაც ახლა ყველაფერს გირჩევნია. არ იხედება უკან…მიდის წაყვები, გაყვები, აყვები, ჩამოყვები, გადაყვები…გინდა ჰკითხო რა ჰქვია, არა გინდა ჰკითხო ….ის კი უცნაურად იღიმის ქედმაღლურად ბრუნდება და მიდის. რა მოხდა…რატომ არ ხდება, როგორც კინოში…
რა მოხდებოდა…ასეთ დროს ადამიანები , რომ ისეთივე გულწრფელობით მოგეპყრონ და მხოლოდ იმიტომ არ უარგყონ , რომ არ იციან რა გქვიათ, არ იციან ატარებთ თუ არა ფრანგულ მანიკურს და …რა ვიცით ერთმანეთზე? რასაც ერთმანეთს ვეუბნებით? არა…სიტყვებით ვცრუობთ…რასაც ვაკეთებთ? სიყალბეა…რასაც ვგრძნობთ? ამას , ხომ წუთიერადაც გამოვხატავთ. ადამიანები არ ენდობიან “სხვებს”..არაადეკვატურებს…ხშირად მიფიქრია შემესწავლა ფსიქიატრიული დარღვევები და დამემტკიცებინა, რომ სწორედ ეს ადამიანები არიან ჯანსაღნი  ის ესმით რაც არ მოდის ჩვენს ყურებამდე, იმას ხედავენ, რაც ჩვენთვის უხილავია, ისინი იმდენ ემოციას იტევენ…ჩვენ კი თავს ვიცარიელებთ ყველაფერი ზედმეტისგან, თითქოს გრძნობები ხელის შემშლელი იყოს.
“უცნაურობა” ამ საზოგადოებაში ისეთი საპატიო კომპლიმენტია…ამდენი სინორმალურე ყელში მასხავს.  ქუჩაში ვეღარ დავდივარ…სნობი ზომბები..ყველგან .. მინდა მაშინ ვტიროდე , როცა ცრემლები მაწვები…აი მაგალითად გუშინ…მთელი დღე მარტო რომ დავეხეტებოდი უნივერსიტეტში და ხმის გამცემი არ მყავდა. ან მაშინ, როცა რედ ბულის კონცერტზე ყური მოვკარი სასიამოვნო სიმღერას და უცებ გავიგონე კომენტარი: ” კარგად მღერიან , მარა რას გვანან!”…ან მაშინ რომ მინდება მონატრებულ ადამიანს ჩავეხუტო ან როცა ვხვდები, რომ მეგობარი ადრე თუ გვიან ჩვენი გვერდიდან ქრება და მარტო ვრჩებით….
როცა წვიმს ზაფხულის ცხელ დღეს
როცა მზე აცხუნებს ზამთრის ყინვაში.

თვითმკვლელობა

გგონია არ გადმოხტები? რატომაც არა…დაგღალა სიბინძურემ, ჭუჭყმა, საკუთარმა და სხვისამ. ახლა აქ დგახარ, ჰგონიათ ვერ გადმოხტები…ჰგონიათ ჩელოს ხმას ბოლომდე დაუგდებ ყურს. ვერ ხედავენ შენს ფიქრებს. კაბას გულმოდგინედ იკეცავ და ნაპირს უახლოვდები. ჰაერი გამჭვირვალობას დაკარგავს, ციხე-სიმაგრეს ზარების ხმა მოიცავს და ჩელოს დაფარავს, ხეები მომენტალურად ჩამოიშიშვლებენ ტოტებს და გლოვას მიეცემიან…გასქელებული, ნაცრისფერი ჰაერი ყველას შეუხუთავს სულს.

სხვები დაგცინებენ, სხვები შეგიცოდებენ, სხვები დაგივიწყებენ.
სარკესავით ტბაში აღარ აირეკლები, ცაში შენი სურნელი აღარ ტრიალებს, შენს ბიბლიას აღარავინ შლის, შენს ჩელოს აღარავინ ეკარება, შენი კაბები დაწვეს, შენი სხეული ტბაში ჩაძირეს. შენ იყავი nobody  და გახდი no one
ირგვლივ ჭუჭყია…მეც ვიტბორები და ვიხრჩობი…

ჩემი Flames

რაზე ვიღელვო? მოახლოებულ ფაინალებზე, პარასკევის პრეზენტაციაზე (ვამპირებზე :)) იქნებ იმაზე ვიღელვო რატომ შემეშალა ის კითხვა  დღეს ….
არა…down on earth არ მომწონს…სჯობს კონსპექტებს აქეთ-იქით მიმოვფანტავ და ისევ ცაში !

მაგალითად : ვინც გინდა შენი არაა, ვინც არ გიყვარს ის “გშენობს”..ვინც ხმაურობს -სიჩუმეს ტოვებს, ვინც ჩუმადაა -გამძიმებს სიტყვებით. ვისაც გაურბიხარ შენს ფიქრებს ეტანება , ვისკენაც ისწრაფი თურმე ის საერთოდ არ გჭირდება. რაც გინდა არ გადმოიცემა სიტყვებით, შეიძლება არც არსებობს, რაც არ გინდა ყველაფერი შენს გარშემოა.
შენ მოწყენილობით შეწუხებული ეტანები უფრო და უფრო არაადეკვატურ კატასტროფულად “ცუდ” საქმიანობას, ირონიას ანთხევ ყველას მიმართ ვინც არ მოგწონს, გულს არ უმხელ, რომ შენი გემოვნება არც ისეთი უნაკლოა. ოდესმე ალბათ ყველაფრით იღლები არ იცი რა ეძებო…ან იქნებ შეწყვიტო ძებნა და გულს მოუსმინე, დააSwitch Off ო რაციონალურად მოაზროვნე შერყვნილი გონება და მოუსმინო ცხრაკლიტურში გამოკეტილ და თამბაქოთი გაჟღენთილ გულს, რომელსაც სულ მალე დაეწყება ამნეზია და გაიყოლებს საფლავში შენს ადამიანობას.

ადამიანები, რომელთა მკერდში გულის არსებობა არც კი წარმომიდგენია შესაძლებლად, აღარც ცდილობენ ეს აზრი შეცვალონ. ნუთუ მათზე მეტად მე მაინტერესებს ადამიანები არიან თუ კიბორგები, ადამიანის დაქსეროქსებული ანარეკლები ან კლონირებული ღორების ანომალიური ტიპები.
ადამიანო! ჰო იქნებ შენ ამას რომ ცალი თვალით კითხულობ და გულის არცერთ ნაწილაკს ამას არ აკარებ …ადამიანი ხარ? გააქვს გული? გაქვს თვალები? ხედავ? ვერ ხედავ? ნუთუ გული არ გერევა ყველაფერზე რასაც გარშემო ხედავ, ღებინების სურვილით შეპყრობილი არ დადიხარ ქუჩაში, უნივერსიტეტში იქნებ სახლშიც  ცდილობ თავი შეიკავო გულის ამონთხევისგან? ჰო….ერთხელაც შენ საკუთარ გულს აღებინებ…უნიტაზში უმწეოდ მიგდებულ შენს გულს დააშტერდები და უამრავი კითხვა გაგიჩნდება…