Duran Duran ცის უშორეს წერტილში

თავი აწიე ნახე რა ლამაზად ღამდება დღეს.. მოვითხოვ შენგან ღიმილს ! ვარსკვლავები თუ ბრწყინავს, ზაფხულის ცხელი წვიმა თუ გასველებს.. ძლიერი ქარი თუ ცდილობს მაისური მოგახიოს…ნუ ფიქრობ ხვალ რა მოხდება უბრალოდ ამ წუთას გაიღიმე…თუ შეგიძლია გაიღიმე. დაიჯერე ბუნების ძალები მარტო შენთვის ცოცხალ სულებად იქცევიან და ადამიანებზე ადამიანურად ცდილობენ გაგესაუბრონ…
ამ დროს ვინმეს საჭიროებ გვერდით? აბა გაიხედე ბნელ კუთხეში…ვერ ხედავ? მიდი ჩრდილიდან გამოიყვანე და ხელი ჩაკიდე.
ძალიან მინდა ფანჯარასთან მიხვიდე…ფარდა გადაწიო და ცაში უშორეს წერტილს შეხედო…
გთხოვ შეხედე.. დაბურულ ცას …უშორეს წერტილში..

ჩემი Flames

რაზე ვიღელვო? მოახლოებულ ფაინალებზე, პარასკევის პრეზენტაციაზე (ვამპირებზე :)) იქნებ იმაზე ვიღელვო რატომ შემეშალა ის კითხვა  დღეს ….
არა…down on earth არ მომწონს…სჯობს კონსპექტებს აქეთ-იქით მიმოვფანტავ და ისევ ცაში !

მაგალითად : ვინც გინდა შენი არაა, ვინც არ გიყვარს ის “გშენობს”..ვინც ხმაურობს -სიჩუმეს ტოვებს, ვინც ჩუმადაა -გამძიმებს სიტყვებით. ვისაც გაურბიხარ შენს ფიქრებს ეტანება , ვისკენაც ისწრაფი თურმე ის საერთოდ არ გჭირდება. რაც გინდა არ გადმოიცემა სიტყვებით, შეიძლება არც არსებობს, რაც არ გინდა ყველაფერი შენს გარშემოა.
შენ მოწყენილობით შეწუხებული ეტანები უფრო და უფრო არაადეკვატურ კატასტროფულად “ცუდ” საქმიანობას, ირონიას ანთხევ ყველას მიმართ ვინც არ მოგწონს, გულს არ უმხელ, რომ შენი გემოვნება არც ისეთი უნაკლოა. ოდესმე ალბათ ყველაფრით იღლები არ იცი რა ეძებო…ან იქნებ შეწყვიტო ძებნა და გულს მოუსმინე, დააSwitch Off ო რაციონალურად მოაზროვნე შერყვნილი გონება და მოუსმინო ცხრაკლიტურში გამოკეტილ და თამბაქოთი გაჟღენთილ გულს, რომელსაც სულ მალე დაეწყება ამნეზია და გაიყოლებს საფლავში შენს ადამიანობას.

ადამიანები, რომელთა მკერდში გულის არსებობა არც კი წარმომიდგენია შესაძლებლად, აღარც ცდილობენ ეს აზრი შეცვალონ. ნუთუ მათზე მეტად მე მაინტერესებს ადამიანები არიან თუ კიბორგები, ადამიანის დაქსეროქსებული ანარეკლები ან კლონირებული ღორების ანომალიური ტიპები.
ადამიანო! ჰო იქნებ შენ ამას რომ ცალი თვალით კითხულობ და გულის არცერთ ნაწილაკს ამას არ აკარებ …ადამიანი ხარ? გააქვს გული? გაქვს თვალები? ხედავ? ვერ ხედავ? ნუთუ გული არ გერევა ყველაფერზე რასაც გარშემო ხედავ, ღებინების სურვილით შეპყრობილი არ დადიხარ ქუჩაში, უნივერსიტეტში იქნებ სახლშიც  ცდილობ თავი შეიკავო გულის ამონთხევისგან? ჰო….ერთხელაც შენ საკუთარ გულს აღებინებ…უნიტაზში უმწეოდ მიგდებულ შენს გულს დააშტერდები და უამრავი კითხვა გაგიჩნდება…

 

ცა…by Fei

ცა…
მე მწყურია შენი ცრემლების უძირო ზღვა
მე აღარ მაწვიმს შენი სევდიან ფიქრების ცა
მე ვეღარ ვგრძნობ და აღან მესმის შენი ხმა
ვიცი აქ აღარ ხარ , შენ მალე დაგლევს სხვა.

ცხოვრება მიქრის, ჩვენ კი ვშორდებით
გააპობს ქარს, გაანგრევს კარს
ცხოვრება მიქრის, ჩვენ არ ვჩერდებით
გვექცევა ცა, აღელდა ზღვა
ცხოვრება მიქრის, ბნელდება ცა
რა ხდება რა?! შავდება ზღვა
შენ აღარ მოხვალ
იქნებ მოვიდეს სხვა…

სადღა მაქვს გული , ის ემსგავსება ქვას
და ჩემი სული ისევ შემარქმევს “სხვას”
საით მიდიხარ რატომ აღელვებ ზღვას
შენ კი წახვედი, ისევ ატირე ცა.

ცხოვრება მიქრის , ჩვენ კი ვშორდებით
გააპობს ქარს , გაანგრევს კარს
ცხოვრება მიქრის , ჩვენ არ ვიღლებით
გვექცევა ცა, აღელდა ზღვა
ცხოვრება მიქრის, ბნელდბა ცა
რა ხდება რა?! გაშავდა ზღვა
შენ თუ აღარ მოხვალ
მაშინ არ მოვა სხვა…

გააპობს ტალღებს , გაანგრევს ფანჯრებს
ცხოვრება მიქრის, ისევ აგვირევს გზებს..

იღება კარი
მე ისევ მესმის ხმა
თუ ეს შენ არ ხარ
კვლავ აღელდება ზღვა
იღება კარი…
და  ეს შენ არ ხარ
ისევ დაგვექცა ცა..