ელფრიდე იელინეკი “პიანისტი ქალი”

The_Piano_Teacher-Elfriede_Jelinekსულ ვფიქრობდი ვანდალობაა მეთქი წიგნის შიგთავსის დაქუცმაცება ციტატებად, გამორჩეულ აზრთა ამოგლეჯა კონტექსტიდან და დანარჩენების უგულვებელყოფა..ნაწარმოები ცოცხალი ორგანიზმია და  როცა მასზე მისივე სიტყვებით საუბრობენ თითქოს აუფასურებენ, შრეებს აცლიან , აშიშვლებენ…

თუმცა ყველა ასეთი “ექსტრემისტული” იდეა ადრე თუ გვიან მტოვებს ხოლმე და აი…დამტოვა.

არა, არ მოვიყვან ციტატებს… უბრალოდ ამის დაუძლეველი სურვილი გამიჩნდა. ავტორი საშინლად ახლოს მოდის სულთან. მთელი ეს სიმახინჯე,სიბნელე, სულიერი ბრძოლა, სარკასტული ტრაური მაბნევს, მაწვალებს და მართულებს.

ედგარ პო ახსენებს “ბრბოს კაცში” წიგნს , რომელიც თავს არავის წააკითხვინებს; რატომღაც ამ ნაწარმოებთან მიმართებაში ეს აზრი ძალიან მაწვალებს, ალბათ ზედმეტად ინტიმური მეჩვენება ადამიანური  შიში, სევდა და ტკივილი.

ლეონარდო და ვინჩი – იგავი #5/ “ალი”

FxCam_1367159448669 ვშლი ლეოს იგავების ულამაზეს გამოცემას და ვიწყებ კითხვას (შინაარსის გადმოცემას მაინც).

IMAG0329_Aladin

ალი

თვეზე მეტი გადიოდა რაც მინის სახელოსნოში გამალებით მუშაობდნენ , უზარმაზარ ღუმელში კი დღისით თუ ღამით არ ცხრებოდა ცეცხლი.  არაერთი მშვენიერი ნივთი შექმნა ოსტატების დახვეწილმა ხელებმა, რომელთა მეოხებითაც მდნარი მინის მასას გასაოცარი ფორმები ეძლეოდა.

ერთხელაც ღუმელში მობუბუნე ცეცხლმა ერთ-ერთი ოსტატის მიერ დატოვებული, მასიურ ბრინჯაოს შანდალში შემართული სანთელი შეამჩნია . იმ წუთასვე ცეცხლი დაუცველი ალის შთანთქმის დაუძლეველმა სურვილმა მოიცვა.

და აი, ცეცლმა ცისფერი ენა ღუმელიდან გამოყო , მისწვდა სანთელს და ხარბად დაეწაფა. გაუმაძღარმა ცეცხლმა წამში გადაყლაპა სანთელი. თუმცა მასთან ერთად დაღუპვა რომ თავიდან აეცილებინა თავის სტიქიაში დაბრუნება მოისურვა. როგორ არ ცდილობდა თანამოძმეები გამოეხმო ღუმელიდან , ტანჯვისგან იკრუნჩხებოდა თუმცა გამლღვალ ცვილს თავს ვერ აღწევდა.

კივილით, ტირილითა და გაბოროტებული ბუტბუტით, ალი საბოლოოდ ჩაიფერფლა და კვამლად იქცა. ღუმელში კიდევ დიდხანს ტკაცუნობდნენ მხიარულად შეშის ნაფოტები, ალი კი ფერად ფერად ნაპერწკლებს ისროდა და წითლად ასარსალებდა წითელ ენებს.

ლეონარდო და ვინჩი -იგავი #4/ “სამართებელი”

FxCam_1367159448669 ვშლი ლეოს იგავების ულამაზეს გამოცემას და ვიწყებ კითხვას (შინაარსის გადმოცემას მაინც).

IMAG0329_Aladin

სამართებელი

ერთ დალაქს გამორჩეული სილამაზის სამართებელი ჰქონდა, საქმეშიც ტოლი არ ჰყავდა. ერთხელაც, როდესაც სადალაქო დაცარიელდა ხოლო მისი პატრონი თვალს მიეფარა, სამართებელს ქვეყნის ნახვა და თავის გამოჩენა მოუნდა. გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს ბასრი პირი ხმალივით იშიშვლა და ამაყად შემართული სასეირნოდ გაემართა.

გადგა თუარა პირველი ნაბიჯი კარს მიღმა მზის სხივმა პირზე დაჰკრა და მოპირდაპირე სახლის კედელზე ათამაშდა. ჯერარნახული სანახაობით აღფრთოვანებულმა სამართებელმა ამაყად შენიშნა:

-ნუთუ ასეთი ბრწყინვალების შემდეგ სადალაქოში უნდა დავბრუნდე? არაფრის დიდებით! სრული სიგიჯე იქნებოდა საკუთარი თავის დაღუპვა, გაუთლელი კაცების გასაპნული ლოყებისა და ბაკენბარდების პარსვა. ჩემს ნაზ პირს დალაქთან რა საქმე აქვს! მოდი სადმე საიმედო ადგილას დავემალები.

ის იყო და მისი კვალიც კი გაქრა.

გადიოდა თვეები. დადგა წვიმიანი შემოდგომა. მარტოობით მოწყენილმა სამართებელმა სამალავიდან გამოსვლა და ჰაერის ჩაყლაპვა გადაწვყვიტა. მან ამაყად დაიხედა პირზე და დააკვირდა.

ჰოი, საშინელება! ეს რა მოსვლია? სამართებელი, ერთ დროს ნაზი , მობლაგვებულა და ჯანგიან ხერხს დამსგავსებია, მზის სხივებსაც კი აღარ ირეკლავს.

თავის შეცდომას რომ მიხვდა მწარედ ატირდა:

– რატომ დავნებდი ცდუნებას? როგორ მივლიდა და მანებივრებდა დალაქი! როგორ უხაროდა და ამაყობდა ჩემი შრომით! ახლა კი, ღმერთო, რა დამემართა: პირი დამიბლაგვდა და ჟანგით დამეფარა. დავიღუპე და აღარაფერი მეშველება!

ასეთივე ხვედრი არ ასცდება არავის, ვინც ტალანტითაა დაჯილდოებული , მაგრამ იმის მაგივრად რომ განავითაროს და დახვეწოს თავისი შესაძლებლობები, ამპარტავნდება და თვითკაყოფილებას მიეცემა. როგორც ეს უბედური სამართებელი , ადამიანიც ნელ ნელა გონების ძალას კარგავს , ხდება ხისტი , ზარმაცი, ჟანგად ედება უმეცრება , რომელიც სულს და ხორცს უგლეჯს.

ლეონარდო და ვინჩი – იგავი #1/”ქაღალდი და მელანი”

FxCam_1367159448669

ვშლი ლეოს იგავების ულამაზეს გამოცემას და ვიწყებ კითხვას (შინაარსის გადმოცემას მაინც).
IMAG0329_Aladin

IMAG0330_AladinIMAG0331_Aladin

ქაღალდი და მელანი

საწერ მაგიდაზე მწყობრად ელაგა ერთნაირი სუფთა ფურცლები. თუმცა ერთხელაც ერთ-ერთი მათგანზე ჩანაწერები, წერტილები , მონასმები გაჩნდა..ალბათ ვინმემ კალამი თუ ამოსვარა მელანში, ფურცელზე სიტყვები ჩამოწერა და ჩანახატებით აავსო.

-რამ გაიძულა ჩემი ასეთი დამცირება?- შესჩივლა ნაღვლიანმა ფურცელმა მაგიდაზე მდგარ სამელნეს-შენმა მელანმა ჩემი სითეთერე მოსვარა და საუკუნოდ გააფუჭა! ასეთი ახლა ვის ვჭირდები?

-ნუ დარდობ!- ალერსიანად უპასუხა სამელნემ- შენი დამცირება არავის უფიქრია და არც დაულაქავებიხარ, მხოლოდ საჭირო ჩანაწერი გააკეთეს. შენ უკვე აღარ ხარ უბრალო ფურცელი არამედ დაწერილი გზავნილი. ამიერიდან შენ ადამიანის აზრს ინახავ, სწორედ ამაშია შენი არსებობის აზრი და დანიშნულება.

კეთილი სამელნე მართალი აღმოჩნდა. ერთხელაც საწერი მაგიდის დალაგებისას ადამიანმა უწესრიგოდ დაყრილი არასაჭირო ფურცლები დაინახა. მან შეაგროვა ისინი და ის-ის იყო ბუხარში უნდა შეეყარა. რომ სწორედ ის “დალაქავებული” ფურცელი შენიშნა.  მტვრიანი ფურცლების კონა მან ცეცხლში შეუძახა , ხოლო გამორჩეული ფურცელი ნაზად შეინახა მაგიდის უჯრაში , ინახავდა რა ის გონების გზავნილს.

“ჰემლოკ გროუვ”- The Monster is Within

მგონი პირველი შემთხვევაა , როცა ნანახით  აღფრთოვანებული აზრებს სიტყვებად ვერ ვაყალიბებ. “ჰემლოკ გროუვი” ზებუნებრივ ძალებთან ფსიქოლოგიურ თამაშს ჰგავს. თუკი პროდიუსერები პრიმიტიულ გაგრძელებას არ მოუნახავენ  და 13 ეპიზოდით დაკმაყოფილდებიან ნამდვილად დევიდ ლინჩისეულ დრამად შევრაცხავ.

Hemlock-Grove-keyart

-Hemlock-Grove-Cast-Photos-hemlock-grove-2013-tv-series-34351306-836-1222

ეს  ემოციის გადმოსაცემად გამოდგება

: