Burn In Me

კონცენტრირება მიჭირს.. ოდნავ სევდიანმა გუნებამ მუსიკის წარსულიდან ერთი უცნაური სიმღერა გამოიძახა . უცნაური იმიტომ , რომ გაუგებარ განწყობაზე მაყენებს. ძალიან ემოციური და ვნებიანი მეჩვენება. უბრალოდ გული იღება და ბგერებს იწოვს.

ასეთ მუსიკაზე გინდება ოთახი კიდევ უფრო ჩააბნელო , ნელი რხევით აჰყვე რიტმებს და შიგადაშიგ ცრემლებიც გადმოუშვა მეტი ექსპრესიისთვის.. აი ეს ისეთი დროა როცა გინდა სარკეში საკუთარ გამოსახულებას დიდხანს უყურო და თმაზე მოეფერო …გინდა ახლოს გყავდეს …გინდა ისეთს გხედავდეს როგორიც ამ ანარეკლში ხარ.. გინდა ყველა გაშეშდეს და შენთან ერთად ჩაიძიროს მუსიკაში , შენთან ერთად  და შენში ჩაიწვეს.

For Phantoms Again

აჩრდილები დაბრუნდნენ… მოგესალმებით ჩემს  პატარა სამყაროში , კვლავ დაუზარელი და თქვენთვის გულგახსნილი . ისევ ყველგან ტოვებთ კვალს , საითაც ვიხედები.

აი, თქვენთვის ყველაზე ლამაზი მუსიკალური მონაპოვარიც მომიძღვნია …