Many Faces of Brian Molko

tumblr_mqx41fTvn21ql1f7ro1_500ვნებიან ამოკივლებას რომ ჰგავს.

ბინძურია, ბნელი და არაადამიანურად გულწრფელი. შემაძრწუნებლად სევდიანი და რომანტიკული. არასწორია, ულაზათო, არაფხიზელი.  ბევრი ჰაერი სჭირდება რომ მოინელო. ლირიკული, ნაზი და უხამსი რომაა ერთდროულად. პატარა დოზებით რომ იწყებ და მერე … “შეჯდები”.

მეგობრებო, მოდით ვისაუბროთ Placebo-ზე, უფრო სწორად ადამიანზე , რომელმაც ეს ჯგუფი გვაჩუქა.

Brian in John Richmond dress 1998
Brian in John Richmond dress,1998

ბელგიელ-შოტლანდიელ-იტალიელ-ფრანგია. წლების განმავლობაში ჩემში ამბივალენტურ გრძნობებს იწვევდა, ვერ გამეგო მიყვარდა თუ მეზიზღებოდა. ,,I believe very strongly that when it comes to desire, when it comes to attraction, that things are never black and white, things are very much shades of grey (B. Molko)”. სწორედაც რომ ნაცრისფერი იყო ჩემი განცდა მის მიმართ. ახალგაზრდა ბრაიან მოლკო (ზოგჯერ) კაბაში, სახეზე მაკიაჟით, მანერული საუბრით… უცნობ მამაკაცთან ჩახვეული, გამომწვევი, ვულგარული, სექსზე და ნარკოტიკებზე ხმაურიან ნონსენსს რომ მღერის და “ინგლისში სისხლისა და სპერმის კვალს ტოვებს (მისივე სიტყვების ციტირება)”, სასმელით გაჟღენთილი კინაღამ მანქანას რომ უვარდება და შემდეგ გადამრჩენლისთვის (მუსიკალური ტექნიკოსის) Commercial For Levi-ს  წერს… “please don’t die ..please don’s die ..” მიმართავს საკუთარ თავს მესამე პირში.

…და მეორე მოლკო-  ინტელექტუალი, პოეტური, გულშიჩამწვდომი მუსიკის ავტორი, სიყვარულზე, ურთიერთობებზე, შეცდომებზე, ტკივილზე, სოციუმზე მოსაუბრე, გულჩახვეული და მგრძნობიარე.

tumblr_m3mvwuMVrK1r3vteao1_500
Taste In Men Video , 2000

მოლკომ 90’იანების ბოლოსა და 2000იანების დასაწყისში ალტერნატიულ სცენას ვირუსივით მოსდო სექსუალური როკვარსკვლავის ანდროგენული, ცოტა ფრიკული იმიჯი. ინსტინქტების გათავისუფლების მოსურნე ფილოსოფოსად არ ასაღებდა თავს, პუბლიკის ნერვებზე თამაშით ერთობოდა. პირველი ოთხი ალბომი (Placebo, Without You I’m Nothing, Black Market Music,Sleeping With Ghosts) თემატურად მიყვება მის, ე.წ. “ნენსი ბოის” ყოფას. ამ პერიოდშიც იქმნება ისეთი ტრეკები, მერე რომ სულ
რჩება, სულ აქტუალურია (მოლკო კი ამბობს რა უნდა მომცენ რომ ისევ ვიმღერო ის კაიფში დაწერილი ნონსესიო, მაგრამ მაინც).

2006 წელს ნენსი ბოის გარდაცვალების ამბავი გვამცნეს და ღვთის საჩუქარი Meds მოგვივლინეს. Placebo ამ ალბომმა შემაყვარა. “Space Monkey”, “Follow cops back home”, “Blind’, “Pierrot the clown”,  “Song To say goodbye”,  ამავე პერიოდის “Twenty Years“… ესაა pure placebo, ღვთიურო ნექტარი, მათ ფონზე ყველა მოქმედება გამართლებულია, ყველაფერი ცოცხლდება, გრძნობების ზღვაში იძირები. “აუთსაიდერებისგან აუთსაიდერებს” ,  მოლკო ასე ბრენდავს თავის მუსიკას და სრულიად მართალია.

ამ ვნებათაღელვის ფონზე  მამა ხდება…

placebo-940x628
Battle For The Sun Tour, 2009

Battle for the Sun-ის კამპანიის დროს  მოლკო ის მოლკო აღარაა, პატარა კაცი ეშმაკუნა თვალებით და ორაზროვანი ხუმრობებით. მოლკო დამცხრალია, მოლკო მამაა… კამბოჯაში ადამიანებით ვაჭრობას აპროტესტებს (ანგკორ-ვატის ნახევრად აკუსტიკური კონცერტი ჯგუფის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გამოვიდა) და იაპონიაში მოულოდნელ მუსიკალურ სესიას პაწია არტკაფეში აწყობს.  ალბომი გარდამავალი ნაბიჯივითაა, სანამ მოლკო გაიხსნება, სანამ პატარა ადამიანურ ამბებს მოგვიყვება, სანამ მოლკო შემიყვარდება.

მრავალწლიანი ბოჰემური ყოფის შემდეგ ჯერ ნარკოტიკები მიატოვა, მერე პოზიორობას შეეშვა და მრავალჭირგამოვლილ პოეტად იქცა. ჟურნალისტებთანაც კი გულწრფელად აღიარა “ახალგაზრდა რომ ასეთი პოპულარული ხდები, ეს  არაადამინურად კვებავს ეგოსო”…

1055054_m1w550q100s1v7646_81-24503459_81-24554272_BILD1
Loud Like Love Cover Art, 2013

ჩემს გაორებას საბოლოოდ მაშინ დაესვა წერტილი, როდესაც 2013 წლის სექტემბერში სამყაროს Loud Like Love მოევლინა, Placebo-ს ყველაზე ორგანული, დაღვინებული და ემოციური ალბომი. ამდენი წლის განმავლობაში პირველად მოვუსმინე ნამდვილ მოლკოს. მასში გადმოცემული ზოგიერთი ამბავი იმდენად გულწრფელი და ნაცნობია, რომ ცოტა უხერხულობის განცდასაც კი მიქმნის. მისი პიროვნებით არასოდეს დავინტერესებულვარ, მუსიკაზე ვიყავი ჯვარდაწერილი…ამ ჩანაწერმა კი ყველაფერი შეცვალა. მე მოლკო გავიცანი, მომეწონა მისი აზრები, გავიზიარე მისი განცდები და ყველა დროის უსაყვარლესი მუსიკოსების ხუთეულში ზედა პოზიციაზე ავაცოცე. რომელი ერთი  გაგიზიაროთ?! იქნებ თანამედროვე სამყაროში სოციალური კავშირების გაბუნდუვნების ამბავი Too many Friends ,  “My computer thinks I’m gay, What’s the difference anyway,When all the people do all day, Is stare into a phone..”, ან იქნებ ქარწაღებული გრძნობების ამბავი Bosco გირჩევნიათ? “I was so delicate when we began, so tender when I spoke your name, But now I’m nothing but a partisan to my compulsion and my shame..” , ალბათ მაინც სჯობს მიტაცემულ ვნებაზე ვისაუბროთ “Want you so bad I can taste it, but you’re nowhere to be found. I’ll take a drug to replace it, or put me in the ground..”

‘ალბომი დაკარგულსა და დასრულებულზე- რომანტიკის აპოთეოზი. მოლკო არტისტია, მე ასეთ არტისტებს ყველაფერს ვპატიობ და ვიყვარებ. რაც თავი მახსოვს, Placebo-ც მახსოვს, წელს 20 წელი შეუსრულდათ. ჯერ ძალიან მაშინებდა , მერე მიზიდავდა და ბოლოს ჩემი გახდა.

PLACEBORUSSIA
Rolliing Stone Magazine, 2013

“If Placebo was a drug, they would no doubt be pure heroin – dangerous, mysterious and totally addictive.” – ბრაიან მოლკო

Advertisements

2 thoughts on “Many Faces of Brian Molko

  1. შენ ძალიან ბევრი უნდა წერო მუსიკაზე.
    რაც შეეხება ზემოთხსენებულს, დღემდე მეშინია…რა უნდა მოხდეს, რომ შევეჩვიო და “შევჯდე”, მაგრამ ვფიქრობ ამის დროც მოვა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s