კარამაზოვები

  დიდი კლასიკოსი, მრავალთა კერპი და უბრალოდ ინტელექტუალი შეშლილი -დოსტოევსკი არ მოდის ჩემთან. მისი მოსვლა არ უკავშიდება იმას, რომ მე მას არ ვკითხულო ან ეს პროცესი მისდამი ნეგატიურად განმაწყობს, უბრალოდ ეს დრო , თუნდაც კარამაზოვებში აღწერილი, ძალიან შორსაა ჩემი ამჟამინდელი შინაგანი სამყაროსგან.

დედაბნელი რუსეთი, სადაც თავადობრივ კლასში ერთმანეთს უპირისპირდება განათლება, რწმენა და გარყვნილება, სადაც გლეხები მათი სულიერი სიდიადის მიუხედავად ერთიანად მიწასთან არიან გასწორებული, დამცირებული და მტკივნეულად ღირსება დაკარგული, სადაც ბოლოს კეთილი ვერ იმარჯვებს, სადაც ქალები გამორჩეულად უნამუსოები, ისტერიულები და არაადეკვატრები არიან, სადაც ყველაფერი იმდენად მახინჯია, რომ სიბინძურის შეგრძნებას შენამდე საშინელი სიმყრალის სუნი მოაქვს, სადაც მამები და შვილები “უნამუსოების” გამო ერთმანეთის დახოცვას ცდილობენ, სადაც არსებობს წმინდა გულები, რომელთა გახრწნისთვის მთელ სამყაროს შეუკრავს პირი…დედაბნელი რუსეთი.
ტრაგიკომოკური გმირები დოსტოევსკის განუყოფელი ნაწილია. მე მიჭირს გავიგო მათი ხასიათის, რადგან ისისნი არ არიან შეზღუდული ზედსართავებით , მათ ყველაფერი შეუძლიათ გიჟებიც არიან. აღვირახსნილებიც და ყოველწამს აღიარებითი მონოლოგის წაკითხვაც შეუძლიაღ აქვითინებულებს.

ძმები კარამაზოვები არც მეტად მხიბლავენ და არც ნაკლებად , როცა სხვა ტრაგიკულ თუ კომიკურ გმირებს ვიხსენებ, რომლებიც სრულიად სხვა მწერლებმა შექმნეს. დოსტოევსკი ასახავდა, ჩვენ ვკითხულობთ და იმის მიხედვით ვაფასებთ რამდენად მოგვწონს ის, რასაც ის ხედავდა და არა იმის მიხედვით რამდენად კარგად აღწერდა იმას, რასაც ხედავდა.
რეალურად ბნელი რუსეთის ეს რუხი ისტორიები ვერაა ა ღმაფრენის გამომწვევი. ერთადერთი გზა რჩება, ვუსმინოთ დოსტოევსკის გმირებს, მათ იდეებს, ისტორიებს და იმედებს, ვუგულშემატკივროთ კეთილ გულებს და დავგმოთ მათი მტარვალები. იქნებ შემოგვიყვარდეს კიდეც ვინმე თვალსა და ხელ შუა ისე, რომ ამ უბედურთა შესახებ დაწერილ რომანებსაც სხვა თვალით შევხედოთ.

20 იანვარი 2012,  ჩანაწერი მაგიური წიგნაკიდან

Advertisements

What can I say : “Erasmus Once, Erasmus Forever”

ერასმუსი დამთავრდა, სამშობლოს უამრავი ემოციით და მოგონებებით დავუბრუნდი . ერასმუსის, როგორც სასწავლო პროცესის ნაწილის აბსოლუტური დაგმობა მომიხდა , კიდევ უამრავი ეროვნებისა და ზნე- ჩვეულების ადამიანის მსგავსად. რა შემიძლია გითხრათ, მოგზაურობა, ახალი კულტურისა და საკუთარი თავის გაცნობა ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა და ერთი შეხედვითაც ყველაზე მნიშვნელოვანი, თუმცა მინდა გითხრათ …ცდებით.

ვივა ლა ფიესტააააააააააააააა …!!!!!!!!!!!!!!!!! პირადად ჩემთვისაც მოულოდნელი იყო იმ დასკვნის გაკეთება, რომ ყველაზე ტკბილად გამახსენდება და თვალებზე ცრემლის მოყვანას შეძლებს ბოლო რამდენიმე კვირა, სწორედ ის წუთები, რომელიც არაადეკვატურ , ხშირად არაფხიზელ , თუმცა მუდამ თბილ და თავაზიან ადამიანებთან გამიტარებია ცეკვასა და სისულელებზე სიცილში გართულს. მოსაყოლი არაფერია … ეს არაა გამოცდილება, რომელსაც თაობას გადასცემ საკუთარი ცხოვრებიდან გამომდინარე, კარგით რა! ეს იყო წუთები, როცა სამყარო ყველას ერთად , მასშტაბურად და მხიარულად ფეხზე გვეკიდა და თავს უფლებას ვაძლევდით კონტროლი დაგვეკარგა , თავისუფლად გვესუნთქა. ჩვენ ვუსმენდით თბილ და ჩემთვის წრფელი დადებითი ემოციით დატვირთულ მუსიკას, ერთად ვიპყრობდით “დენსფლორს”, ერთად ვსვამდით და ერთად ვჭამდით ბურგერებს სმის მერე , ერთად ვგიჟობდით ხალხისგან ცარიელ გაყინულ ქუჩებში ხალხისთვის შეუფერებელ დღის მონაკვეთში..


გოგონები, ბიჭები ჩემი დროებითი ერასმუსელი მეგობრები .. მე გარკვევით მახსოვს მათი სახეები და ხმა , მათი ღიმილი, მე დამენანა მათთან განშორება, რადგან ისინი იმ პაწია სამყაროს ნაწილები იყვნენ , რომელიც მე და ახალმა, უცხო გარემომ წამიერად წამოვჭიმეთ ჩემს სხვა სამყაროებს შორის. ნაწილაკები აქეთ იქით მიმოიფანტნენ და ჩემი სამყაროც ნამსხვრევებად იქცა.

ჩემი ერასმუსი ასეთი იყო: დროებითი სამყარო, რომელიც არ ცნობს საზღვრებს, აქ ყველა ცდილობს დროის და ყველა სხვა რესურსის გამოყენებას, აქ ყველა ისეთია, როგორიც უნდა იყოს, რადგან მათი ნადვილი მე არც არავის სჭირდება და არც აინტერესებს, აქ არ არსებობს გრძნობები , ამიტომ ღალატს, მოტყუებას და სხვა მსგავს სიტყვებს აზრი ეკარგება. აქ ყველაფერი მსუბუქია და ასეთივე მოპრობას იმსახურებს. აქ ყველა იცლება, თავისუფლდება და ივიწყებს ყოველ წინა დღეს. არ არსებობს ცუდი და კარგი , ყველაფერი ცხოვრების ნაწილია, ყველაფერი მოგონებათა დიდ საცავში გადაინაცვლებს , იმ დრომდე სანამ  ერასმუსი არ დამთავრდება და ყველა თავის მეტნაკლებად რუტინულ ცხოვრებას არ დაუბრუნდება.
ვისაც არ განუცდია (და რომელსაც ვურჩევ გამოცადოს) ვერ გამიგებს, გაეცინება, პათეტიკაში დამდებს ბრალს, დაიწუნებს ჩემთვის თბილად მოსაგონარ მუსიკას (რომელიც ამ წამსაც მატირებს და არ ვიცი რატომ ვუსმენ) , დაიწყებს იმის მტკიცებას , რომ არაფერი საამაყო იმაში, რის აღსაწერადაც ამდენი სიტყვა დავხარჯე. დიახაც !!! მე ვარ ამაყი , რომ თუნდაც მცირე ხნით ვიყავი ნახევარი მსოფლიოს ნაწილი .

დიდი მადლობა ჩემო მეგობრებო, რომ ასეთი დაუვიწყარი გახადეთ ვილნიუსის ბოლო დაუნდობლად მყინვარე ღამეები, თავი ასე ახალგაზრდა და დამოუკიდებელი, ასეთი საჭირო და საინტერესო, ასეთი ბედნიერი და ამაყი არასოდეს მგონებია.
მე თქვენ არ დაგივიწყებთ . ერასმუსი ერთხელ-ერასმუსი ყოველთვის!