ხულიო მედემის კინო

ესპანური კინემატოგრაფია რომ ცნობილია სიღრმითა და მზნებარე ისტორიებით ყველას ახსოვს. ამჯერად მინდა ფრანკოს შემდგომი ესპანური კინოს ერთი მნიშვნელოვანი და უცნაური  ფიგურა- ხულიო მედემი გაგაცნოთ. არც ისე დიდი ხანია, რაც  სამი საოცარი ფილმი ლოგიკურად გაერთიანდა ამ ერთი ადამიანის გარშემო.

  ქაოსური ანა, 2007

ამ ფილმს შემთხვევით გადავეყარე რომელიღაც საიტზე ფსიქოლოგიურ დრამათა კატეგორიაში და მისმა შინაარსმა წამში მიმიზიდა. ესაა ერთი თვითნასწავლი მხატვარი გოგონას ისტორია, რომელიც უეცრად აღმოაჩენს , რომ მასში  ძალადობრივი სიკვდილით გარდაცვლილი ასეულობით ქალის მოგონებები ცოცხლობს.

გოგონას ცხოვრება დატვირთულია პოსტ-მოდერნისტული ექსპერიმენტებით, საკუთარი თავის რაობის ძიებით, სასიყვარულო ისტორიებითა და გამორჩეული ურთიერთობებით. სად მიიყვანს ანას ძიება ამას თავად იხილავთ ფილმის ბოლოს.

ოთახი რომში , 2010

ეს ფილმი ჩემი მეორე აღმოჩენაა, ამაზე ადრეც დავწერე და აღარ განვმეორდები.

 ლუსია და სექსი , 2001

აი ამ კინომდე კი ძიებით მივედი.. ესაა ორი ურთიერთამოკიდებული და ჩახლართული ისტორია , რომელიც ერთ უცნაურ შემთხვევას დაუკავშირებს დეპრესიულ მწერალს, მასზე შეყვარებულ ლუსიას და სხვა შემთხვევით ნაცნობებს. ფილმი ძალიან ემოციური და ცხოვრებისეულია, ისევე როგორც უჩვეულო და დამაბნეველი. ზღვარი რეალურს, საოცნებოსა და გამოგონილს შორის აქაც გარღვეულია, ისევე როგორც მედემის სხვა ფილმებში.

მიყვარს მედემი, იდუმალი , მაგრამ თბილია და ფიქრის საშუალებას აძლევს მაყურებლებს…არსებობს აზრები ფილმის კონტექსტს მიღმა რაც თავად უნდა ამოიცნოთ.

დატკბით ამ და ხულიო მედემის სხვა ფილმებით; ღამე მშვიდობისა 🙂

Advertisements

ოქროს რვეულს (ან მის ავტორ-დორის ლესინგს)

ღმერთო დორის… შენმა ანა ვულფმა თავი მომაბეზრდა, რით ვერ გაიგო, რომ უბრალოდ ქალია, ქ ა ლ ი და რაც ემართება ყველაფერი ბუნებრივია.. საერთოდ გაეგება რამე ცხოვრების ? თუ ამისთვის ზედმეტად ინგლისელია? მართალი იყავი როცა თქვი, რომ ‘ოქროს რვეული’ ფემინისტების ბიბლიად არ შეგიქმნია. ასე რთულად რატომ გადმოსცემ..ალბათ შენი ფიქრებიც რთული და დაულაგებელი იყო ანა ვულფის არ იყოს ..

ნეტა შენც გაქვს შავი, ლურჯი, წითელი და ყვითელი რვეულები და შენც ასაღებ  თავს პატიოსან , თუმცა გულუხვ ქალად  ?! ანა არ მომწონს დორის არ მომწონს მე ანა! ჩემი აზრით სოციალიზმი, წარუმატებელი ქორწინება და გაქცეული კაცი არაფერ შუაშია…ხო არც საუკეთესო მეგობრის ეპოქისა და რეგვენი მშობლების მიერ ტვინშერყეული შვილია შუაში. პრობლემა ანაშია.. იქნებ იმაში, რომ უბრალოდ შენი წიგნი ავითვალწუნე საძაგელი და ჩემთვის ცოტა გაუგებარი წითელი რვეულის გამო და სუბიექტური ვარ.

იქნებ ზედმეტად პატარა ვარ შენთვის ოქრის რვეულო. მოლი.. ვინაა მოლი? მოლი არის მედროვე, მატრაბაზი , უუნარო და ანასავით (და იქნებ შენსავით) დაკარგული ინგლისელი უდრეკი და ასევე გულუხვი ქალი, რომელიც ქმარს ეძებს, თუმცა თავისი გენიტალიები ანასი არ იყოს თითქმის არავისთვის ენანება.

დორის, მეგონა მე ვიყავი ყველაზე ჩახვეულფიქრება ქალი . არადა არა , შენ ხარ… 60იანების ინგლისში ალბათ რაღაც სხვა სურნელი ტრიალებდა.

შენი ფიქრებგაფანტული და არც ისე ერთგული მკითხველი,

F. Bukowski