Hannibal (2012)/მკვლელობის ხელოვნება

ძველ და კარგად ნაცნობ მოტივებზე შექმნილი სატელევიზიო შოუ “ჰანიბალი” ესთეტიკური თვალსაზრისით ძალიან მიმზიდველია. როდესაც დრამა წვდომის საკითხს პროვოკაციულ კულმინაციებზე მაღლა აყენებს, ცნობიერების უკონტროლობის საკითხს იკვლევს, მრავალგანზომილებიან პორტრეტებს წარმოადგენს და ა.შ. ის ავტომატურად ხდება საინტერესო. თუმცა ჩემთვის შფოთვისა და აღფრთოვანების გამომწვევი მაინც  ფსიქოპათიური მკვლელობის სცენებია.

მლოცველი ანგელოზები
ადამიანებით ნაკვები სოკოები
გვამების ტოტემი
იოგები ჩელოსთვის
ირმის რქების პროვოკაცია

და ასე შემდეგ…

ესეც ორი არაჩვეულებრივი პერსონაჟი:

ნევროლოგიური დარღვევებით შეიარაღებული , მგრძნობიარე (დედობრივი გრძნობის გამომწვევიც კი) და მზრუნველობას მოკლებული ფროიდისეული სუპერჰიროუ
ქარიზმატული ფსიქიატრი, მუსიკალურ-კულინარიული ესთეტი და ვირტუოზი კანიბალი