ჩემი უძინარი ფილმები

უცნაური და საინტერესოა ფილმები უძინარ ადამიანებზე. ძილის ფსიქიკაზე მოქმედება ხუმრობა არ გეგონოთ.. სავსებით იოლად შეიძლება ინსომნიას პერსონალური იდენტურობის დაკარგვა, გაორება, ქვეცნობიერის გაცხოველება მოჰყვეს ანდა საერთოდ წარმოსახვითი მაგიური ძალების შეძენა დაერთოს.

[რამდენიმე ჩემი უსაყვარლესი უძინარი ფილმი]

   The Machinist (2004)

კრისტიან ბეილი არაჩვეულებრივია სინდისის და ქვეცნობიერის მიერ აოხრებული და გაუბედურებული კაცის როლში. მას არ სძინავს…საერთოდ არ.. ცხოვრება კი სავსეა იმ მოგონებებში შემონახული წარსულის გმირებით. მისი ავადმყოფური ფიზიონომია, საცოდავი გამომეტყველება ნებისმიერს შეძრავს.

როცა შიზოფრენიულ დუელში საკუთარი ქვეცნობიერი გიწვევს და ჰალუცინაციებს არ იშურებს, როგორ უნდა გაარჩიო სად იწყება რეალობა?!

Cashback (2006) 

მემანქანისგან განსხვავებით, ეს ფილმი მშვიდი, უწყინარი და თბილია. ერთი უცნაური მხატვარი ბიჭი უძილო ღამეებს სუპერმარკეტში ატარებს და დროის გაჩერება შეუძლია. ეპარება ლამაზ ადამიანებს დროს აჩერებს და ხატავს მათ..

მსუბუქი, ხალისიანი, სასიამოვნო დრამაა, რომელსაც მრავალჯერადი მოხმარების ფუნქცია აქვს.

Fight Club (1999)

კიდევ ერთი ეგოდაუკმაყოფილებელი, კორპორაციული ვირთხის ამპლუით დაღლილი, უძინარი ადამიანი, რომელიც კათარზისის განსაცდელად კიბოიანთა მხარდამჭერ ჯგუფში დაიარება და თავს მომაკვდავად ასაღებს, საკუთარ თავში მეორე მეს იპოვის.

ტაილერს- ყველაზე უშიშარ, მეამბოხე, გადარეულ ანარქისტს , რომელიც ადამიანებს იპყრობს, მართავს, იმონებს და ყველაფრის შეცვლა შეუძლია. თუმცა ბოლოს ყველაფერი კონტროლიდან გამოდის!

ესაა ჩემი უძინარი ფილმები, ალბათ უმრავლესობას ნანახი გექნებათ, თუ არადა პირველად ნახვის სიამოვნება წინ გელით. რაც შეეხება გაორებებს ფილმებში, ამას სხვა დროს განვიხილავ.

ყველას სასიამოვნო საღამოს გისურვებთ 🙂

წიგნიზაციები

ბოლო დროს გახშირდა ბესთსელერებად ქცეული წიგნების ეკანიზაციები კინოში და პოპულარულ ფილებად ქცეული წიგნები მაღაზიების ვიტრინებში. რაღა დაგიმალოთ და იმ დღეს მეც აღმოვაჩინე , რომ ბოლო დროს წაკითხული წიგნები მხოლოდ იმიტომ აღმოჩნდა ჩემ ხელთ, რომ ჯერ მათზე გადაღებულმა ფილმებმა მომხიბლა. 

FxCam_1366698328470ხშირად მომისმენია ფილმებისადმი  ნერვოტიკული მიდგომა წიგნებთან მიმართებაში, თუმცა ხშირად წიგნის სიუჟეტური დეტალები სულ არ მადარდებს როცა მაგალითად ბენ ბერნსი თამაშობს დორიან გრეის როლს ან ფილმი ისე ლამაზად და უბრალოდაა გადაღებული, როგორც “ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა”. 

როგორც წესი იმ წიგნებზე, რომლებსაც მე ვკითხულობ ფილმებს არ იღებენ (“ჰობიტის” გარდა). ყოველთვის ისე ხდება, რომ ვუყურებ ფილმს სემიყვარდება …მერე აღმოვაჩენ , რომ წიგნზეა დაფუძვნებული და იწყება კითხვა. მე ამ პროცესს ფილმის “წიგნიზაციას” ვეძახი და მისი მიზანია პაწაწუნა დეტალებით მაინც ის ნაპრალები ამოავსოს , ფილმმა რომ დატოვა. 

დღეს ჩემს მაგიდაზე 4 წიგნი დევს. 

1.2. პირველად ფილმი “გოგონა დრაკონის ტატუთი ” რომ ვნახე ვილნიუსის უნივერსიტეტის საერთოსაცხოვრებლის პაწია ოთახის ჭრიალა საწოლზე მოუხერხებლად მიყუჟულმა, ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მაშინვე მეგობრებს ვახარე თბილისში . პირველი დანახვისთანავე შემიყვარდა შვედი ლიზბეთ სალანდერი და გადავწყვიტე, რომ მას ზუსტად ასეთი გარეგნობა აქვს როგორც ნაომის (ამიტომაც გული გამიპო ფილმის ამერიკულმა ვერსიამ ). მერე დრო გადიოდა და ამ სამტომეულს ყველა ენაზე და ყველგან ვხდევადი. თბილისში ჩამოსვლის მეორე დღესვე გავიქეცი “პარნასში” და ვიყიდე ქართულად ნათქრგმნი პირველი ტომი. დღე ნახევარში შევჭამე. მერე მეორე ტომიც… თუმცა როგორც მეორე ფილმია ერთგვარი ჩავარდნა წიგნიც “გოგონა, რომელიც ცეცხლს ეთამაშებოდა” სედარებით სუსტი იყო. ვიცი რა მესამე ფილმის შინაარსი დიდის ამბით ველოდები მესამე  ტომს ^.^  p.s. ძირს ჰოლივუდი , ლიზბეთ გაიქეცი.

3. მერძოლთა კლუბი ცინცხალი ნათარგმნია და უკვე შევექეცი. მინდა ვუთხრა Fight Club-ის ჩემნაირ იდეოლოგიურ ფანებს “თუ გსურთ ტაილერის ფილოსოფიის ჰარდქოფი თავთან გედოთ , ეს წიგნი შეიძინეთ. გაიგეთ სინამდვილეში, როგორ სრულდება ისტორია”. ბრუტალური სცენები, ტაილერის სიბრძნე მსუყე აბზაცებად და კიდევ ბევრი ფილმისგან გასხვავებული ეპიზოდი.. ეს სუპერ ტაილერული სიმღერაც თქვენ:

4. რაც შეეხება სუნამოს (ჩახველება). დაახლოებით სამი წლის წინ ერთი უცნაური,შემზარავი, გრანდიოზული და ღრმა ფილმი ვნახე ბიჭზე, რომელიც ადამიანების სულს გრძნობს სურნელის სახით. ფილმის ყოველი წუთი ზეპირად რომ ვისწავლე, ფილოსოფიის ლექციისთვის პრეზენტაციაც მოვამზადე და საზარელი გრანუის შემმსრულებელი ბენ ვიშოუს შეყვარება მოვასწარი…ბოლოსდაბოლოს წიგნიც ჩავარდა ხელთა ჩემთა და მე მას ისე დავეწაფები, როგორც ჯერ არავის არსად უქნია. წიგნის სისაყვარლისა და კომპაქტურობის გამო შემდგომი სეზონისთვის გადავდე და ჯერწაუკითხავ დაახლოებით 47 წიგნს მივუბრუნდი, თუმცა თავისკენ ისე მექაჩება, რომ ვერაფერს ვკითხულობ, ჰაჰ!

იკითხეთ, ბევრ ფილმსაც უყურეთ..დაინახეთ, მოისმინეთ შეიგრძენით.

სასიამოვნო საღამოს გისურვებთ!

ფერები, ბგერები

მუსიკა არ წყვეტს ჩემ გაკვირვებას, დიდი დრო გავიდა, თუმცა მაინც მიპოვეს ახალმა ფერებმა და ბგერებმა. 

Gotye! Tumblr-ის  გაცრეცილი სურათივით ლამაზი, მოლოდინის ჟრუანტელივით გამაბედნიერებელი, დილის ბინდივით მომაჯადოებელი…. ბევრბგერა მუსიკა, პაწია სამყაროს რომ იტევს…ბევრს სიტყვას რომ ცვლის, დღეს რომ გიფერადებს. მუსიკა -დარდი, უზრუნველობა..მუსიკა-გრძნობა..ემოცია, განწყობის ინდიკატორი…და კიდევ ბევრი ლამაზი სიტყვა.

The National ! მეორე ამონასუნთქი. ხომ გქონიათ შეგრძნება, როცა სიმღერა ისეთია როგორიც უნდა იყოს.. ისე იდილიურად ვითარდება მელოდია, რომ ყველაფერი დანარჩენი აბსურდული ხმაურია, ბგერათშორისი გაუგებრობა. მუსიკა, რომელსაც განწყობა არ სჭრიდება ნამდვილი მუსიკაა… ის ყველაფერს ერგება და თავს არასოდეს გაბეზრებს. 

ჩემში დიდი ნაპრალი ამოივსო.. ისევ გაქრა მუსიკალური სიობლის შეგრძნება…

სასიამოვნო საღამოს გისურვებთ ! (მინდა ყველა პოსტი ასე სრულდებოდეს ^.^)

“Shit Happens!” ანუ “Seriously??!! o.O”

აქაურობას მონატრებული ოდნავი ბარბაცით შემოვცხენდი, შემოგიცუნცულეთ ახალი მუზა სიმღერა (პოსტის მთავარი გმირის ხელშეწყობით აღმოჩენილი) და ერთი ისტორიაც მინდა გავანდო ჩემს ვირტუალურ საუფლოს.

ის შემთხვევა თუ გქონიათ .. “სულ უცხო ადამიანია, მაგრამ ვიცი ვინცაა და მანაც იცის”. ბევრჯერ დამმართნია მაგრამ ეს გამორჩეული ამბავია.

უხილავი ძაფების და მსგავი აჩხლართულობების რომ მჯერა ამიტომაა ყველაფერი რთული…ყოველთვის. რასაც ახლა ვამბობ არ ეხება გრძნობებს, უფრო ინტერესს ან გაუაზრებელ სიახლოვეს რასაც სახელი არ დაერქმეოდა.

მე და ვიღაც ადამიანი … კვირაში რამდენჯერმე რომ ხედავ.. ფრანგულად რომ ლაპარაკობს … რომ არ იცნობ… მაგრამ რომ გაინტერესებს და სიუცხოვის შეგრძნება არ გაქვს.

თვეების შემდეგ… ეს უცნაური პიროვნება თავად გიკავშირდება და ზუსტად გიმეორებს იმ აზრებს რაც თავად გაგაჩნდა მის მიმართ.. “თითქოს მეგონა მთელი ცხოვრებაა გიცნობ” ,  o.O dafuck?

მე ზუსტად ვიცი რას ფიქრობს , რადგან მეც იგივეს ვფიქრობ. ხომ უცნაურია??

არადა უსიტყვოდ არ შეიძლებაო ადამიანის წაკითხვა! ჰეჰ !