ობიანი The Cure გულთან ახლოს

დღეს სულაც არ მინდა კარგ მუსიკაზე საუბარი…მინდა The Cure-ით დავაინტერესო ის, ვისთვისაც რობერტ სმიტს ჯერ არ შეუცვლია გარემოს აღქმის უნარი. ჯგუფი, რომელიც 70იანი , 80იანი, 90იანი, 2000იანი წლების როკ სცენას ინდივიდუალურად მოერგო, რომელმაც საფუძველი შეუქმნა ცალკე ჟანრების, კულტურული მიმდინარეობების და ესთეტიკური ხედვების შექმნას.  ჯგუფი რომელსაც სიტყვები არ ელევა თბილი, ნაზი გრძნობების გადმოსაცემად , ჯგუფი რომელსაც ან გააღმერთებ ან შეშინდები და დაივიწყებ- The Cure. რობერტ სმიტს(ჯგუფის ფრონტმენი) ყველაფერი შეუძლია .. ზამთარში სიმყუდროვე და სითბო გაგრძნობინოს ხოლო შემოდგომას  ფოთლების  და წვიმიანი სინესტის სურნელი მოგაფრქვიოს. სევდისმომგვრელი სიყვარულის მგრძმობიარე ისტორიებში ჩაგძიროს ან ისე აგათამაშოს ბგერებში როგორც ჰაერის ძლიერმა ტალღამ. მუსიკა პირდაპირ ასხივებს შემსრულებლის შინაგან სისუფთავეს, სითბოს, მგრძნობიერებას და გულწრფელობას. უბრალოდ გინდება თვალებში ჩახედო ამ უცნაურ პატარა კაცს და მასში მფეთქავი დიდი  გული ხელის გულებით იგრძნო. მუსიკა ღრმა და ბოლომდე გაუაზრებელი… რომელიც ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთებში თავს მახსენებს და კვლავ მაყვარებს, რომელსაც შეუძლია დღე, კვირა, თვე ან მთელი ცხოვრება შეცვალოს..ხელი შეახოს შენს თმას, ტანსაცმელს, სიტყვებს, გონებას , სულს..შეხებას, ხედვას, აღქმას. ბუნებრივია, ჯგუფის შემოქმედებაში ყველა სიმღერა ერთნაირი ემოციური, მუსიკალური და ფსიქოლოგიური დატვირთვის არაა…და ვერც იქნება. ჩემი უსაყვარლესი ალბომებია: Faith (1981) Disintegration (1989) Wish (1992) Bloodflowers (2000) 4:13 Dream (2008) თუმცა ალბომგარე ჩანაწერებშიც შეიძლება ისეთ საოცარ მელოდიას გადააწყდეთ , რომ თავს თუ ერთხელ შეგაყვარებთ ვერასოდეს ამოიგდებთ გულიდან. ამ უმშვენიერეს სიმღერას გიტოვებ და ტკბილ სიზმრებს გისურვებ 🙂

Advertisements