True Blood-ის მე-2 სეზონის მე-5 სერიის შემდეგ

როგორც გოთიკურ ნოველებში ხდება ხოლმე.. მოვიდა იდუმალი, მომხიბვლელი , “ბოროტი” გმირი,  ჯერ ინტრიგა შემოიტანა ურთიერთობებში…მერე კი ნელ-ნელა ყველა გაყარა ჩვენი ფოკუსირების არიდან და მარტო თვითონ დარჩა.
მოკლედ მგონი უკვე დავაფიქსირე რა მომწონს ისეთ გმირებში, როგორიცაა ერიკი სერიალში True Blood  … მოსაწყენი კეთილის მოსურნე ვამპირებისგან განსხვავებით ერიკისგან არ იცი რას უნდა მოელოდე, ეს ხომ ე.წ. “ქლიფ ჰენგერის” სინდრომს აძლიერებს და ეკრანთან აჯაჭვებს.
1-ლი სეზონის მე-5 სერიის შემდეგ… საგრძნობლად ძლიერდება დანარჩენი სერიების ნახვის სურვილი, იზრდება ინტერესი ქასთის სხვა პროექტების მიმართ….და მცირდება წუთების რაოდენობა , გადმოწერილ არს ნოველების სრული კრებული რომელსაც ეფუძვნება True Blood…. გავიგე წიგნის ბოლოს სუკი  ერიკს ცოლად გაჰყვებაო…აუ როდის გამოვა მე4 სეზონი, რომ ეს არა მარტო წავიკითხოთ, ვნახოთ კიდეც!
Advertisements

Friends Don’t Let Friends Drink Friends !

დაძაბული,  სკამზე მიჯაჭვული პოზის  43 ზოგჯერ კი 58 წუთი, ლეგალური იაპონური სისხლის შემცველი True Blood ვამპირებისთვის, რომლებიც უკვე საზოგადოებამაც კი აღიარა. ჰოდა პაწია ქალაქში ერთი ფიქრების მკითხავი გოგონა სუკი და როგორც ხდება ხოლმე უზენაესად ქარიზმატული და მომხიბვლელი ბილი ერთმანეთს გაიცნობენ….მეტს აღარ გეტყვით.

თავიდან აღარ დავიწყებ. ო დიახ მე მიყვარს ვამპირები. ყველა წარბს სწევს  ამაზე, ზედმეტი ნორმალურობისგან მოსდით თუ? მოკლედ ოდესმე ვინმე დაინტერესდება რატომ მომწონს მე ის რაც მათ აკვირვებთ? ეჰ…ამაზე ხელი მაქვს ჩაქნეულ , მაგრამ იქნებ გეცადათ ახლაგაზდებო… ხომ მიცნობთ, იციცთ რომ ბრუტალური სცენების მოყვარული არ ვარ…მაშ რა დარჩა? Bill….

ყველაფერს მაინც იქ მივყავარ , რომ ფენტეზიში მინდა ვიცხოვრო, რაღაც ირეალური ისეთი ახლობელი გახდეს, რომ დავივიწყო რა ხდება  გარშემო, როგორ ცარიელდება გული ადამიანებისგან, როგორ იზრდება უშინაარსო წიგნების  რაოდენობა ჩემს მაგიდაზე და ივსება თვალები უხილავი ცრემლებით. მოკლედ ძალიან ადვილია ადამიანი მიხვდეს რა გვიტაცებს ფენტეზიში…

თუ მაინც ვერაფერი გაიგეთ , ნუ განმსჯით ჩემი გატაცების გამო, როგორც ეს გააკეთა დეიდა თინიკომ თავის დროზე, მაინც არ იმოქმედებს. მანიაკალურად მწყურია გამუდმებით ვუყურო, როგორ სვამენ სისხლს და ბლა ბლა… რომ იცოდეთ რა უცნაური და ყოველ ჯერზე, უფრო და უფრო გასაოცარი ხდება ურთიერთობა რომელიც არა მარტო სიყვარულს , ნდობას და ერთგულებას უნდა მოიცავდეს, არამედ შიშსაც, ხომ შეიძლება ….. Whoops!

ყველაფერი იწყება სუფთა ფურცლიდან

ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, რამე მოვლენასთან დაკავშირებით ან უბრალოდ ერთხელაც სხვა ადამიანის მაგალითზე ჩნდება სურვილი რაღაც შეცვალო. გუშინ მინდოდა სრულიად ცარიელ, სუფთა ფურცლად წარმომედგინა თავი შესაბამისად აქაც, ჩემს ვირტუალურ სახლში ცხოვრება გადარეფრეშდება. დროდადრო გულს იმდენი წყენა, უსახელოდ დაგროვილი ზედმეტი ემოცია აწვება, რომელთაც არც პატრონი ჰყავთ და არც ვინმე მათთვის რომ ილოცოს და იტიროს, რომ გინდება არსებობდეს რაიმე ღილაკი შენს თავში ან სხეულზე სახელად REFRESH, რომელსაც მიაწკაპუნებ და ბლკჯჰგფსრტყუიკჰცვბნმ და ცარიელი ხარ. ახელ თვალს და თავად ირჩევ განწყობას , არ მოქმედებ მოგონებებისა და გრძნობების კარნახით.  

წუხელ როცა ვიძინებდი, ბევრი ვიფიქრე ერთ ადამიანზე, იმის მიუხედავად რომ ალბათ მისი IQ უმაღლეს ზღვარს ცდება, მაინც გადავწყვიტე გულშიც კი არ გავივლო” როგორ მინდა მას ვგავდე” მაგვარი აზრები, მე ის ვარ რაც ვარ, ცოტა ცარიელი, ცოტა უწიგნური, ცოტა უნიჭო, ცოტა გონებაშეზღუდული…და არაა საჭირო გონების იმით დაღლა, თუ როგორი შეიძლება ვიყო. ესაა ალბათ ცხოვრების პოზიტიურად აღქმა…..დღესაც ამ შემართებით გავემართე ქუჩაში, ამავე შემართებით ვწერ ამას, თუმცა კი ეჭვი მიღრღნის გულს…ნუთუ არ აქვს მნიშვნელობა, ნუთუ ეს დისკომფორტი მაინც იქნება. არა… “მე შემიძლია” მაგვარი აზრები გასაქანს არ მაძლევენ და ისევ  მორევში ვვარდები….

………………………თუ შეგიძლიათ გაუგოთ საკუთარ თავს…………………………….

Veronica Mars !

ოოოოოოოოოო ვერონიკა , ჩემი ვერონიკა. ღმერთო ასეთი საოცნებო “მე ” ჯერ არ მყოლია. ეს არის ნამდვილად ი ს რაც და ვინც მინდა ვიყო და ვერასდროს ვიქნები, რადგან მაშინ ვერონიკა მარსი უნდა გავხდე ეს კი შეუძლებელია, რადგან კრისტენ ბელის ეს პერსონაჟი სრულყოფილებაა შექმნილი ეკრანზე თინეიჯერების გასამხნევებლად.

ვერონიკა მარსი მილიონერების ქალაქის ნეფტუნის საშუალო კლასის წარმომადგენელია, ადგილობრივი დეტექტივის შვილი. 16 წლის რომ იყო თავს საშინელება დაატყდა მისი საუკეთესო მეგობარი და მისი ბოიფრენდის და ლილი მოკლეს, ის კი  გააუპატიურეს. ამის შემდეგ მან შეიძულა ადამიანები და გადაწყვიტა გამოეძია ვინ ჩაიდინა დანაშაული. ვერონიკა ეხმარება მამას და თანასკოლელებს დანაშაულების გახსნაში. ის არავის ენდობა, ყველაფერი აეჭვებს, ადამიანების თვალთვალს და მოსმენას, მათი საკეტების და საფოსტო ყუთების გატეხვას შეეჩვია. მას არაჩვეულებრივი ალღო აქვს. იცის ვინ ვინაა და საშინლად განიცდის თუკი ადამიანები რამე არაადეკვატურს აკეთებენ და იმედს უცრუებენ. ვერონიკა ძალიან ჭკვიანია, იგი ამაყობს დროის მენეჯმენტით. იმის მიუხედავად, რომ მისი გაკვირვება ძალიან ძნელია და სენტიმენტებს მასში ვერავინ აღძრავს, აგრეთვე საშინლად ამაყი და სამართლიანია….ის მაინც საოცრად მგრძნობიარეა.
მისი რეპუტაციის გამო ადამიანები  გაურბიან ან ეშინიათ მისი. თუმცა ეს არ უშლის ხელს რომ საპირისპირო სქესი მოხიბლოს. სერიალის მანძილზე მას სამი სერიოზული ურთიერთობა აქვს სამ ერთმანეთისაგან განსხვავებულ ადამიანთან. პირველი – ბილიონერი, კეთილშობილი , ინტელექტუალი ბლა ბლა მოკლედ დანკან კეინი მოსაწყენია. მეორე-უუუუუუ ლონაგ ეკლსი, მილიონერი, თვითკმაყოფილი იდიოტი, ცუდი ბიჭი, რომელსაც ნეფტუნი ყველაფერს პატიობს, თუმცა გულის სიღრმეში ის თბილი ადამიანია. ვერონიკა მას  პრინციპულობის გამო მიატოვებს. მესამე- კოლეჯელი მეგობარი პიზი, ღარიბი მუსიკოსი, ხალიასიანი, ცოტა დაბნეული და ძალიან სიმპათიური.
ვერონიკა მარსს ორი მეგობარი ჰყავს ვოლასი და მაკი. ისინი ერთად საუცხოო ოპერაციებს ატარებენ, ვერონიკას გამჭრიახობა, ქარიზმა, მწარე ენა  და სამსახიობო ნიჭი ყველა ტიპის ადამიანთან ურთიერთობაში ეხმარება. თუ თქვენ ვერონიკას მეგობარი ხართ თავი დაცულად იგრძენით.

მესამედ ვუყურებ და ისევ ენით აღუწერელი შეგრძნება მაქვს თითოეული ეპიზოდის ბოლოს. თუ თინეიჯერი ხართ და არაორდინალურად აზროვნებთ (პ.ს. ჩამოწერილი არ გაქვთ დოგმების სია) მაშინ აუცილებლად უყურეთ ვერონიკა მარსის სამივე სეზონს.