ბაროკო , მე და არაფერი

ვილნიუსი, თბილისის დროით 12:35, 30 სექტემბერი

შემოდგომა გვეპარება ერთი ორი სამი

ხასიათი მიფუჭდება  ერთი ორი სამი

შენი სახე მელანდება ერთი ორი სამი

შითლანდიაც მენატრება ერთი ორი სამი.

შითლანდიიდან წამოვედი თითქმის ერთი თვის წინ. ეს 3იოდათეული დღე წყვდიადში გავიდა , სულიერად დამაბნელა შენთან დაშორებამ.  ვიმყოფები სადღაც დასავლეთში, დახვეწილ პატარა ქალაქში ,  აქ ბევრი სავაჭრო ცენტრი, ბაროკო-გოთიკა ტაძარი და კათედრალია, ბევრი ლამაზი კაფე და წიგნის მაღაზიაა, აქ ტყე და სიმშვიდეა, აქ თავისუფლებაა…. თუმცა საშინლად ბნელა, ბნელა იმისთვის, რომ ამ ყველაფრის სწორად აღქმა, დანახვა, შეგრძნობა, გააზრება, გათავისება შევძლო. ეს დახვეწილი სამყარო გარშემო უბრალოდ ბევრი ”კარგი” ფაქტის გროვაა გულში ვერ აღწევს, ადგილს ვერ პოულობს, ვერ მეუფლება, ვერ მავიწყებს , რომ ჩემი გული ვერ სუნთქავს შენს გარეშე.

ჩემი პატარა სამყარო ინგრევა, როცა მახსენდება როგორ მენატრება შენი შეხება . მონატრების პიკი ცრემლებია, აღელვებულ,წაშლილ სახეზე ჩამოგორებული ჩუმი ცრემლები. შენ ჩემი სული ხარ უსულოდ კი ძნელია ხედავდე, გესმოდეს, გრძნობდე , რომ ისევ ცოცხალი ხარ ,უფრო ლამაზ სამყაროში ცხოვრობ, უფრო სუფთა ჰაერს სუნთქავ, უფრო ნათელ ცას უყურებ , უფრო… უფრო.. ბევრი უფრო… უბრალოდ ბნელა ჩემში.

…და მაინც , მე ვიღიმი, სურათებს ვიღებ, ენას  გიყოფ, ვცელქობ, გებუსხები, გეწუწუნები, სხვა ქალაქების სხვა ქვეყნების ნახვაზე ვსაუბრობ, მაღაზიებში დავქრივარ, ვჭამ მარმალადებს, ვიცვამ კაბებს, არ ვიკლებ მაიონეზს სალათაში..  ყველაფერი მაინც უბრალო ფაქტებია, მე არ მიხარია ცხოვრება, მე ყველაფერს იმიტომ ვაკეთებ რომ სხვანაირად ვერ გაიგებენ.

თითქოს ესთეტიკურ ემოციებში უნდა ვიხრჩობოდე მაგრამ მე შენ მენატრები…მენატრები…მენატრება…

(ადრესატიანი წერილი)

Advertisements