ჩვენ, კინო და ქალაქები

თუკი ოდესმე თქვენც შეგყვარებიათ უცხო ქვეყნის უცხო ქალაქი, ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს გრძნობა, ნოსტალგიური ფანტომი, არასოდეს გტოვებთ. ზმანებასავით გახსენდებათ ის ქუჩები, ბულვარები, მოედნები, არქიტექტურა,სუნი, ფერები, მზეები, ბაღები, ის ვარსკვლავები, კაფეები, ხალხის იერი, რიგები, მოლოდინები, შფოთვები … ის , ვინც მაშინ იყავით. ყველა ვატარებთ გულით იმ ქალაქს , რომელსაც დავშორდით.

მათთვის, ვისაც ჩემსავით უყვარს ცოცხლად შემორჩენილი ისტორია, ქალაქების ძველ უბნებში მუსიკის ფონზე  ხეტიალი და დაკარგვა  ერთ-ერთი უდიდესი სიამოვნებაა ამქვეყნად. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სწორედ ხეტიალისას უმიჯნურდებიან კინემატოგრაფისტები უცხო ქალაქებს. არსებობს ფილმები  განურჩევლად კრიტიკოსების აზრისა მათს მხატვრულ ღირებულებაზე, რომლებიც საქმეს გიიოლებს და შენთვის უცნობ ქალაქებს უნახავად გაყვარებს.

რამდენიმე ფილმი, რომელიც გამახსენდა : (ჩამონათვალში არ მოვახვედრე ვუდი ალენის პოპულარული სერია ევროპულ ქალაქებზე: “შუაღამე პარიზში”, “სიყვარულით რომს” და “ვიკი კრისტინა ბარსელონა”.)

1.  ნეაპოლი და კუნძული ისკია , იტალია ( And While We Were Here , 2012, აშშ)

poster

                               ფილმი  ქალზე და პატარა ქალაქში ნაპოვნ პატარა ვნებაზე.

2. გენუა, იტალია  (Genova , 2008, დიდი ბრიტანეთი)

genova_ver2_xlgფილმი ტრავმაზე და ახალ ქალაქში ახალი სიცოცხლის ძებნაზე.

                                                 3.  პალერმო, იტალია (Palermo Shooting, 2008, გერმანია)

178

ფილმი დასასრულზე, ჭეშმარიტებაზე, გაქცევასა და დევნაზე.

4. ბრუგე, ბელგია ( In Bruges, 2008, დიდი ბრიტანეთი)

In-Bruges-2008-Movie-Poster

ფილმი მკვლელებზე, არჩევანზე, სილამაზესა და ზღაპარზე.

5. რომი , იტალია (Angels and Demons, 2009, აშშ)

angels_demons_poster2jpgფილმი ლაბირინთსა და მის მისტიკურ სიმბოლიკაზე.

ალბათ კიდევ მრავალი ფილმია ამ სიაში მოხსენიების ღირსი; შეიძლება მეხსიერება მღალატობს ან მათი ნახვის ბედნერება ჯერ წინ მაქვს. ასეა თუ ისე , მადლობა ადამიანებს , რომლებიც გვაყვარებენ ადგილებს, რომლებიც არ გვინახავს, მაგრამ ვიგრძენით.

2 thoughts on “ჩვენ, კინო და ქალაქები

  1. მხოლოდ “ბრიუგე” მაქვს ნანახი და უძლიერესი ფილმია…არასდროს მომბეზრდება აღფრთოვანების გამოხატვა, როცა საქმე ამ ფილმს ეხება … : ) დანარჩენები არ მინახავს, მაგრამ სწორედ ასეთი ფილმები მიყვარს, ამიტომ ვნახავ ნელ–ნელა ყველას….^_^

Leave a reply to მაგა რაიუელა Cancel reply