#მუსიკალურიბოდვანი #Moby #Archive

13 წლის აღარ ვარ, მაგრამ არაფერი შეცვლილა. ყველაზე მძიმე მომენტებში ისევ გაბუსხული ვიკეტები ოთახში და სევდიან სიმღერებს ვუსმენ ყურსასმენებში (მოდი ვაღიაროთ, რომ კონკრეტული მუსიკალური ნაწარმოებები ყურსასმენებში უკეთ ისმინება); მუსიკა ხომ ემოციების ჯადოსნური გამტარია. ოთახში მობუზული ზიხარ და ხვდები, რომ შენი ფიქრები არაა მხოლოდ შენი, არაფერს შეიძლება გრძნობდე ისეთს, რაც უკვე არ უგრძვნიათ. შენი ტკივილი შენი აღარაა, მრავალ კრისტალად იშლება და კოსმოსში მიფრინავს. სამყაროს ნაწილი ხდები, ჰაერი ხდები.

როცა ბოლოს ასეთი გაბუსხული ვიჯექი ოთახში და მუსიკოსებთან ვირტუალურ დიალოგში ვიყავი შესული, ზოგიერთი მათგანის გამჭვირვალე ტექსტურა თავიდან აღმოვაჩინე და მათი ფაზლებად დაწყობილი ალბომებიდან ისტორიების შეკვრა დავიწყე.

ასე მაგალითად:

1. Moby-ს დისკოგრაფიას კარგად არ ვიცნობ, მაგრამ ალბომი “Wait For Me”  ნამდვილად მომწონს აქა-იქ გაბნეული სიმფონიური პასაჟებით და სენსიტიური ტექსტებით.

Mistake  დისფუნქციური ურთიერთობის მომწიფების პეროიდშია ნამღერი. “ასე ნუ მეხები, ასე ნუ მტკენ, ნუ მტოვებ” და ბლა ბლა! ბოლოში ცოტა ნერვოტულიც ხდება მობი, უყვირის.

მერე მაინც მიატოვეს. JLTF მიტოვებული ადამიანის მონოლოგია; მოგონებები რომ თავზე ეყრება, კითხვებს რომ უსვამს სიცარიელეს და სლუკუნებს.

2.  თუკი შეიძლება ითქვას, რომ მუსიკა გადმომცემს, მუსიკა Archive-საა. ამ ჯგუფზე საჯაროდ არასოდეს მისაუბრია, დღიურის გვერდები კი გამივსია. მაგრამ ბოლო პერიოდის ალბომებს და ახალ ვოკალისტ გოგოს (გამაღიზიანებელი “დივა” კრიმანჭულებით) ვერ ვგუებ და ისევ ძველ ალბომებს ვუბრუნდები ხოლმე.

Goodbye (ალბომიდან You All Look the Same to Me)- ასე მაშინ ემშვიდობებიან , როცა უშვებენ. უშვებენ ორი მთავარი მიზეზის გამო:  რამე შეიცვლა, რამე არ შეცვლილა.  სიმღერა განშორების წინა სევდას გადმოსცემს; როცა იგნორირების სურვილიც კი აუტანელი და დამღლელია, როცა ხვდები, თუ არ გაუშვებ , შეიძულებ.

სანამ ერთი დამშვიდობებისთვის ემზადებოდა, რას ფიქრობდა მეორე? მეორე “შიგადაშიგ” ხარობდა და პატარავდებოდა.

სინდისი მქენჯნის , რომ Archive-ის ხსენებისას ამ სიმღერებით უნდა შემოვიფარგლო, მაგრამ ბოდვების ფაზა მეწურე…………

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s