Electrick Children (2012). ქალები იღებენ კინოს.

electrick_children_xlg (1)

არ ვიცი ვინაა რებეკა თომასი, მაგრამ კარგი გოგოა, ჩემი გოგოა. Electrick Children მისი დებიუტია საავტორო კინოში. გაუგებარია ფილმი ღრმა ფსიქოლოგიურ ტრავმას აღწერს თუ მაგიურ რეალიზმს, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა…საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა პროტაგონისტის მოტივებს.

თვალებს მხოლოდ ორჯერ დაახამხამებთ, როცა ფილმის ტიტრებს ნახავთ დასაწყისსა და ბოლოში.

თავიდან დავიწყოთ.

1996 წელი. მორმონების კომუნა სიბნელესა და უმეცრებას რელიგიური მოსაზრებებით ამართლებს (მაგრამ ვერ ამართლებს). 15 წლის რეიჩელს კი ჰგონია, ლურჯ კასეტაზე ჩუმად მოსმენილმა სიმღერამ დააორსულა. “Don’t keep me haanging on a teeelephone..” ღიღინებს და ღიმილმორეული მუცელს ეფერება.

still-of-julia-garner-in-electrick-children-large-picture

მერე რა თუ ოჯახის უფროსებისა და ინცესტში ბრალდებული ძმისთვის ცოდვილია, ხოლო გარეშე სამყაროსთვის შეშლილი. რეიჩელი სუფთა ფურცელია, რაღაც ექაჩება გარეთ. ის წავა და “ბავშვის” მამას (მამის ხმას) იპოვის.

Electrick children

რეიჩელის თავგადასავალი ამაღელვებელი და ნაივურია, ბანალური და ლამაზი. ფილმის იგავური ტონალობა ძალიან უხდება გმირების უსიტყვო და არაპროგნოზირებად ქმედებას. რეიჩელის გმირიც ზღაპრულ, სპეტაკ პრინცესას გვაგონებს დიდებული მისიის აღსასრულებლად რომ გამოჰპარვია ბოროტ ხელმწიფეს. 

რელიგიური მოტივებით დამძიმებული მონაკვეთიდან ფილმი თინეიჯერული ამბოხის თემაზე გადადის და ახალ გმირს გვაცნობს. ჩვენ რომ გვიყვარს ისეთი გმირია კლაიდი, ცუდი ბიჭი თბილი გულით. ფილმს კარგად შერჩეული “ქასთი” ჰყავს, მაგრამ არ შემიძლია რორი კალკინი არ გამოვყო მათ შორის.

images
კირენ და მაკოლეი კალკინები

ძმები კალკინები ნიჭიერებისა და მიმზიდველი იერის მიუხედავად ჰოლივუდში უფრო ცუდი ბიჭობით არიან ცნობილი. იმედს ვიტოვებ, რომ მათი უმცროსი ძმა, რორი მაინც არ შეეჩვევა ნარკოტიკებს და საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე გამოყენებას შეძლებს.

ამ ფილმში შეუდარებელია. ახალგაზრდა მსახიობების ასეთ ექსპრესიულობას არ ვარ შეჩვეული.  tumblr_mdftp1NNpP1qcx3g0o1_500აი თვალებში სული რომ ჩანს ისეთი გამომეტყველების მიღება შეუძლია. საერთოდაც ტიპურ ამერიკელ “სელებრითის” არ ჰგავს რორი, ჭკვიანი ბიჭია და მნიშვნელოვანი ვინმე გახდება.

ხო, სად ვიყავით… კლაიდი ერთადერთია, ვინც რეიჩელის ფუტურისტულ სამყაროს აგდებით არ ეკიდება.  არა, მისი არ სჯერა, მაგრამ ძალიან სურს რომ სჯეროდეს. მონუსხულია მისი სიგიჟით, ალბათ ამ უმწეო გოგოს მფარველობით უზრუნველ ცხოვრებას აზრს სძენს.

electrick-children-pic02
კასეტას ასმენინებს

ნებისმიერ ნაწარმოებში, რომელიც ჩაკეტილ საზოგადოებასა და მის სულისშემხუთავ კანონებს ეხება აუცილებელია ერთი მეამბოხე პროტაგონისტი, მისი თანამოაზრე კომპანიონი და ერთიც სისტემის მონა. ეს უკანასკნელი ფილმში რეიჩელის ძმა- მისტერ უილია. უდაოდ საინტერესო პერსონაჟია, როგორც ყველა სისტემის მონა, რომელშიც საღი აზრი ეტაპობრივად იბადება.

რეიჩელს გულისთქმა იმაზე შორს წაიყვანს , ვიდრე გეგმავდა… და მერე სიყვარულს კიდევ უფრო შორს გაყვება.

tumblr_mt00gkaTw51s7upyxo3_1280

ფილმის სიუჟეტზე მეტს აღარ გავამხელ.

რებეკა თომასზე ბევრი არაფერი ვიცი მეთქი. ის ვიცი მხოლოდ, რომ თავადაც მორმონების ოჯახში გაიზარდა. ეჭვი არ მეპარება ამ “სექტანტური” წლების გამოძახილს კიდევ მრავლად ვიპოვით მის მომდევნო ფილმებში. ის უფრო მაკვირვებს, როგორ შეძლო ასეთი იუმორით, სიმსუბუქით, ნაივურობით დაეჩრდილა მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემატიკა. ადამიანური კავშირებისა და მოვლენების მისტიფიკაცია თომასს არაჩვეულებრივად გამოსდის. ფილმს კიდევ უფრო ზღაპრულსა და რომანტიკულს ხდის ერთ-ერთი მთავარი გმირიც – სიმღერა (რომელიც მგონი სამუდამოდ ამჩემდა). იქნებ ფილმი საერთოდაც მუსიკაზეა და იმ გრძნობებზე ადამიანს ცნობიერ თუ არაცნობიერ წიაღში რომ აღუძრავს?! არ ვიცი, თავად განსაჯეთ.

ფილმის ვიზუალი, სამსახიობო ოსტატობა, საინტერესო ისტორია…  2012 წლის უკეთესი ამერიკული პროდუქტი არ მახსენდება. ვფიქრობ გულგრილს არავის დატოვებს.

4.5 STARS

Advertisements

2 thoughts on “Electrick Children (2012). ქალები იღებენ კინოს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s