Californication ანუ გლამურული საგიჟეთი

californication-tvშავი კომედია “კალიფორნიკაცია” ერთი ჭირვეული მწერლის- ჰენკ მუდის თავგადასავალია ანგელოზების ქალაქში. პროდუქტიულად მოლაქლაქე, ჭკვიან და ქარიზმატულ კაცბავშვს ქალები გამუდმებით თავს დაბზუიან, თუმცა მას მხოლოდ ერთი სურს და უყვარს-კარენი. მათი შვილი რებეკა ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული პერსონაჟია. ორი ბოჰემური ხელოვანის ნაშიერი 12 წლის ასაკში გიტარით, ჰევი მეტალითა და სატანური ბიბლიით, როგორც სოციალური ქცევის წარმმართველი ლიტერატურით, ინტერესდება (მერე გაიზრდება, გაფუჭდება და ისეთი საინტერესოც აღარაა).  მოკლედ, ჰენკის ამაზრზენი და სრულიად უადგილო სექს ოდისეები, ალკოჰოლიზმი, ცინიზმი და აგრესიული მამლაყინწობა ხელს არავის უშლის რომ მასზე გიჟდებოდნენ. საინტერესო გმირები, რომლებიც ექსცენტრიული გართობით სიცარიელეს ივსებენ თავისთავად მიმზიდველები არიან, მაგრამ მე ამ შოუში  სულ სხვა რამემ მომხიბლა.

რამდენადაც გაკულტებულია ლოს ანჯელესი, იმდენადაა გამასხარავებული ყველაფერი ის , რასაც მისი “დიდება” ეფუძვნება.  რას აღარ გადავეყარე: დიდგულა ტრაკისმლოკავ აგენტებსა და პროდუსერებს,  სიმდიდრით გაზულუქებულ როკ-ვარსკვლავებს და მათ მუზებს, ბესთსელერების  მლიქვნელ ავტორებს ნახევარ-ღმერთებად და მქადაგებლებად რომ მოაქვთ თავი, მდიდარი მამიკოების გაფუჭებულ ცელქ გოგონებს, სცენარისტების მიერ განადგურებული წიგნების ეკრანიზაციებს, ჰიპ-ჰოპისა და როკ-ნ-როლის ერთნაირად შეშლილ ღმერთებს, მეძავებზე მეძავ კინო მსახიობებს და ასე შემდეგ.

ანგელოზების ქალაქი ერთი დიდი საგიჟეთია. აქ ყველა კოკაინის მყნოსავია, პლანის გამბოლებელი, სექს ორგიების მონაწილე, ყველა პათოლოგია და ბინძური. და მაინც, მთავარი გმირი და მისი ოჯახი უჩვეულო ემპათიას იწვევს მაყურებელში. ჰენკი manwhore-ია და ლოთი დეპოშისტი, კოკაინზეც არ ამბობს უარს, კინო მსახიობებსაც ემეგობრება და როკ ვარსკვლავებსაც, ყველა სიკეთეს ირგებს ასე ვთქვათ, მაგრამ მისი ჰედონიზმი მაინც “მორალის ფარგლებში” ვლინდება. ის ყოველთვის ბრუნდება შინ.

პ.ს. ტიმ მინჩინის გმირმა მთლიანად შთანთქა მე6 სეზონი, მაგრამ იმდენაც სასაცილო იყო კლიშეები აღარაა გამაღიზიანებელი.

პ.პ.ს. ნეტა მერლინ მენსონი მართლა ასეთი მამაძაღლი კაცბავშვია?

მოკლედ შოუს ვანიჭებ შეფასებას AA (Absolutely Amazing).

Advertisements

2 thoughts on “Californication ანუ გლამურული საგიჟეთი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s