შიშველი ნოკტЮრნი

იატაკზე შიშველი ვწევარ . რედიოჰედის იდიოთეკა მესმის . შემაწუხებლად ქაოსურია და მით უკეთესი. სიმღერა ამ აბზაცის ბოლომდე არ გასტანს, დასრულდება და ის ფიქრიც თან რომ მოჰქონდა მას გაყვება. თმა სველი მაქვს, დაბრტყელებულია და ბიჭს ვგავარ. პრიალა იატაკს დავეწებე. ჩაბჟუტული სინათლე და ქაოსური ბიტები…

ბანაობისას ვერცხლის პატარა ჯვარი მოვიხსენი და ახლა არ გავიკეთებ. ხელებს ნეკნებზე ჩამოვისვამ და მუცელს გავიპრტყელებ სანამ კუჭი ზურგის კედელს არ აეკრობა.  როგორ ვიღლები ხოლმე ერთფეროვნებით და როცა გვირაბის ბოლოს სინათლე ჩნდება უკან გამობრუნების საოცარ სურვილს განვიცდი!

მარჯვენა ყურის ხრტილში გაყრილი საყურე მაწუხებს, იქნებ დაჟანგდა. სხეულთან შეუსაბამოდ პატარა ხელის მტევნები და ტერფები მაქვს და სულ გაყინული. როცა კანის ასეთი მოზრდილი ნაჭრით ეხები სიბრტყეს უცნაური გრძნობა ჩნდება, თითქოს რაღაცის ნაწილი ხდები. ეს ამაღელვებელია !

ოთახის კედლები სავსეა რეპროდუქციებით , ფოტოებითა და სქრეფებით. და საერთოდაც ყველაფერი რასაც ზედაპირი აქვს ამ ოთახში სავსეა ნივთებით. მღრღნელივით მიყვარს პატარა სივრცის გამოტენვა და ატმოსფერული ვაკუუმის გამოწვევა.  ჰაერი არ მჭირდება და ადგილი სამოძრაოდ, მთავარია ის სახეები და ფერები, მოგონებები და ხედები ზედაპირებიდან რომ იყურებიან.

მე “პერიფერიული” ვარ. განზე ვდგავარ და ვაკვირდები. ისიც მომწონს როცა მე მაკვირდებიან. მე საინტერესო ვარ, არა? ყველაფერი ორაზროვანი და ცოტა შეშლილი საინტერესო მგონია.

ხერხემალთან სიცივე მეპარება , მაგრამ რას დამაკლებს.  “მეს” ასეთი მძაფრი აღქმა არაჯანსაღია ალბათ, ეგოცენტრულობის, ისტერიისა და თვითსიძულვილის იდეალურად შეზავებული მუსია.

ბილი კორგანისა და რობერტ სმიტის დუეტი დაიწყო, ახლა რაღას ავდგები. ასე ვიწვები მე, შიშველი. დაველოდები!

Advertisements

3 thoughts on “შიშველი ნოკტЮრნი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s