ახალგაზრდა ვერთერის ერთი-ორი ვნება

ვნებები ჩაიწერა გოეთემ 1774 წელს და ამოიწერა ფეიმ 2010 წლის 22 ივნისს

მაშინ მელამაზა, ახლა მესმის.

ოჰ, ოდნავი გულგრილობა რომ ხლებოდა ჩემს ბუნებასა და სისხლს , ალბათ უბედნიერესი ვიქნებოდი კაცთა შორის. სხვები მცირეოდენი ძალითა და ნიჭით თავმომწონენი დადიან ამ ქვეყნად და მე იჭვი უნდა მეპარებოდეს ჩემს ძალასა და უნარში?
ღმერთო სახიერო, ძალითა და ნიჭით რომ მაჯილდოებდი , ნახევარი შენგან ნაბოძები დაგეკლო და თუნდაც, სამაგიეროდ, თავისი თავის იმედი და კმაყოფილება მიგენიჭებინა ჩემთვის.
მოთმინება,
მოთმინება.

ჩვენ ყველაფერს თავს ვადარებთ და ამავე დროს ჩვენ ყველას ვედარებით .ასეთ დროს განსაკუთრებით საშიშია –მარტოობა.

როცა ბუნება საშემოდგომოდ მოემზადება, შემოდგომა ისადგურებს მაშინ სულშიც და გარემოშიც შემოდგომა გამეუფდება. ჩემი ფოთლები მოყვითალო ხდებიან კიდეც და ირგვლივ ხეებს დასცვენიათ ყვითელი ნეშო.

ნუთუ ეს შენი განაჩენია, რომ ადამიანი მხოლოდ მანამდე გრძნობს ბედნიერებას, ვიდრე გონს მოვა ან როცა გონებას დაკარგავს სავსებით.

მისი აჩრდილი არ მასვენებს . მისი აჩრდილი ყველგან თანა მსდევს. თვალს რომ დავხუჭავ , თვალს რომ გავახელ, ყველგან, ყოველთვის თვალწინ-მისი თვალები. მე ამ გრძნობის გამოთქმაც მიმძიმს. თვალს რომ დავხუჭავ, როგორც უფსკრული, როგორც ზღვა მელანდება მე ეს თვალები.
რა საცოდავია ადამიანი, ეს ნაქები ნახევარ ღმერთი!მას სწორედ იქ დააკლდება ძალა, სადაც ყველაზე უფრო მეტი სულის მხნეობა უნდა გამოიჩინოს.

Advertisements

2 thoughts on “ახალგაზრდა ვერთერის ერთი-ორი ვნება

  1. პოსტის რა გითხრა, არ მომწონს ხოლმე მხოლოდ ციტატები, მაგრამ რაც შეეხება ახალ დიზაინს, ძალიან მომეწონა ^_^

  2. ალბათ სხვებისთვის უბრალოდ კონტექსტიდან ამოგლეჯილი სიტყვებია, მაგრამ ჩემი ახლანდელი ემოციური მდგომარეობის შესაბამისია ყველა ის ციტატა რომლის გაზიარებაც ბოლო დროს მომინდა . მე დავწერდი ამ სიტყვებს თვაიდან რომ შემეძლოს ^_^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s