სახლები ძველ უბანში

post-51-1316414822წვეთები , წვიმის წვეთები მინაზე Sigur Ros-ის ბგერებად ეცემა…ჰაერი გაიცრიცა და ქალაქმა ფერი იცვალა. ძველი უბნები, არა, სახლები ძველ უბანში სულის სიმშვიდეს მირღვევს.

გარდასულ დროთა აჩრდილებითაა ალბათ სავსე ეს ბზარებშეპარული, გვერდებჩამოთლილი, ჩუქურთმებმოშლილი და მაინც სუნთქვისშემკვრელი ნაგებობები. ასეთი სახლები მხოლოდ ანტიკვარიატსა და ფრესკულ კედლებს იმსახურებს, გობელენიან დივნებზე მიწოლილ ნატიფ ქალებს, ყვავილებით მოჭიქულ ფაიფურს… ალბათ ამ კედლებს ათასი სურნელი და ბგერა უგრძვნია, ათასი შეხება, ათასი კანი, იქნებ მათთვის უკოცნიათ კიდეც.

ასეთ სახლებში იდგა ხის კლავისინები და გრამაფონები. აქ ფანჯრებიდან მეტი ჰაერი აღწევდა და მზეც სხვანაირად ეთამაშებოდა კედლებზე ჩინკუიჩენტოს მადონებს.

ავტორი: MyDecember
ავტორი: MyDecember

მერე მოხდა კინო… პატარა ბიჭებმა ძველი უბნის სახლებიდან გამოპარვა და ქალაქში მიმობნეულ კინოთეატრებში შეპარვა დაიწყეს. ჩაუყვებოდნენ ვიწრო ქუჩებს , სხდებოდნენ ტრამვაიში და გული გამალებით უცემდათ.  ესოდენ საოცარი ცოცხალი სურათები წარმოსახვას უცხოველებდა პატარა ონავრებს. პოულობდნენ ახალ გმირებს, ოცნებებს , განცდებს…

ახლა ქუჩები მტვერსა და შუშას მიაქვს. სახლები ინგრება, ის არავის აღელვებს აღელვებული ტურისტების გარდა. თითქოს ჩემი ნაწილი კვდებოდეს მათთან ერთად. თითქოს მნიშვნელოვანი იყოს მათი საძირკველის სიმყარე ჩემი არსებობისთვის.

რამდენჯერაც თვალს წაგრძელებული ფანჯრები, ჩუქურთმებიანი ქონგურები ან ძველებური კარიბჭეები მოხვდება შეუძლებელი ხდება ემოციის შეკავება, წამიერად მიყვარდება ჩემი ქალაქი, უფრო სწორად ის აჩრდილი მისგან რომ დარჩენილა.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s