ელფრიდე იელინეკი “პიანისტი ქალი”

The_Piano_Teacher-Elfriede_Jelinekსულ ვფიქრობდი ვანდალობაა მეთქი წიგნის შიგთავსის დაქუცმაცება ციტატებად, გამორჩეულ აზრთა ამოგლეჯა კონტექსტიდან და დანარჩენების უგულვებელყოფა..ნაწარმოები ცოცხალი ორგანიზმია და  როცა მასზე მისივე სიტყვებით საუბრობენ თითქოს აუფასურებენ, შრეებს აცლიან , აშიშვლებენ…

თუმცა ყველა ასეთი “ექსტრემისტული” იდეა ადრე თუ გვიან მტოვებს ხოლმე და აი…დამტოვა.

არა, არ მოვიყვან ციტატებს… უბრალოდ ამის დაუძლეველი სურვილი გამიჩნდა. ავტორი საშინლად ახლოს მოდის სულთან. მთელი ეს სიმახინჯე,სიბნელე, სულიერი ბრძოლა, სარკასტული ტრაური მაბნევს, მაწვალებს და მართულებს.

ედგარ პო ახსენებს “ბრბოს კაცში” წიგნს , რომელიც თავს არავის წააკითხვინებს; რატომღაც ამ ნაწარმოებთან მიმართებაში ეს აზრი ძალიან მაწვალებს, ალბათ ზედმეტად ინტიმური მეჩვენება ადამიანური  შიში, სევდა და ტკივილი.

Advertisements

5 thoughts on “ელფრიდე იელინეკი “პიანისტი ქალი”

  1. იელინეკი საოცარი ქალია, მთელი თავის ნევრასტენიკული “გამოხტომებით”, რომელიც მის ნაწარმოებებში აისახა.
    ერთი მისი “საყვარლები” ვერ მოვიხელთე წასაკითხად და მაგაზე მწყდება გული.

  2. გენიალური წიგნია.. საყვარლებზე იგივეს თქმა არ შემიძლია, სამწუხაროდ, ძალიან გამიცრუა იმედები. კითხვისას სულ ფემინიზმს გთხრის თვალებში იელინეკი, თუმცა დარწმუნებული ვარ ამის მიღმა ბევრ რამეს ეხება, მაგრამ, საერთო ჯამში, ვერ არის ისეთი ზე, როგორიც პიანისტი ქალია.. არ გირჩევთ წაკითხვას

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s