ლეონარდო და ვინჩი -იგავი #4/ “სამართებელი”

FxCam_1367159448669 ვშლი ლეოს იგავების ულამაზეს გამოცემას და ვიწყებ კითხვას (შინაარსის გადმოცემას მაინც).

IMAG0329_Aladin

სამართებელი

ერთ დალაქს გამორჩეული სილამაზის სამართებელი ჰქონდა, საქმეშიც ტოლი არ ჰყავდა. ერთხელაც, როდესაც სადალაქო დაცარიელდა ხოლო მისი პატრონი თვალს მიეფარა, სამართებელს ქვეყნის ნახვა და თავის გამოჩენა მოუნდა. გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს ბასრი პირი ხმალივით იშიშვლა და ამაყად შემართული სასეირნოდ გაემართა.

გადგა თუარა პირველი ნაბიჯი კარს მიღმა მზის სხივმა პირზე დაჰკრა და მოპირდაპირე სახლის კედელზე ათამაშდა. ჯერარნახული სანახაობით აღფრთოვანებულმა სამართებელმა ამაყად შენიშნა:

-ნუთუ ასეთი ბრწყინვალების შემდეგ სადალაქოში უნდა დავბრუნდე? არაფრის დიდებით! სრული სიგიჯე იქნებოდა საკუთარი თავის დაღუპვა, გაუთლელი კაცების გასაპნული ლოყებისა და ბაკენბარდების პარსვა. ჩემს ნაზ პირს დალაქთან რა საქმე აქვს! მოდი სადმე საიმედო ადგილას დავემალები.

ის იყო და მისი კვალიც კი გაქრა.

გადიოდა თვეები. დადგა წვიმიანი შემოდგომა. მარტოობით მოწყენილმა სამართებელმა სამალავიდან გამოსვლა და ჰაერის ჩაყლაპვა გადაწვყვიტა. მან ამაყად დაიხედა პირზე და დააკვირდა.

ჰოი, საშინელება! ეს რა მოსვლია? სამართებელი, ერთ დროს ნაზი , მობლაგვებულა და ჯანგიან ხერხს დამსგავსებია, მზის სხივებსაც კი აღარ ირეკლავს.

თავის შეცდომას რომ მიხვდა მწარედ ატირდა:

– რატომ დავნებდი ცდუნებას? როგორ მივლიდა და მანებივრებდა დალაქი! როგორ უხაროდა და ამაყობდა ჩემი შრომით! ახლა კი, ღმერთო, რა დამემართა: პირი დამიბლაგვდა და ჟანგით დამეფარა. დავიღუპე და აღარაფერი მეშველება!

ასეთივე ხვედრი არ ასცდება არავის, ვინც ტალანტითაა დაჯილდოებული , მაგრამ იმის მაგივრად რომ განავითაროს და დახვეწოს თავისი შესაძლებლობები, ამპარტავნდება და თვითკაყოფილებას მიეცემა. როგორც ეს უბედური სამართებელი , ადამიანიც ნელ ნელა გონების ძალას კარგავს , ხდება ხისტი , ზარმაცი, ჟანგად ედება უმეცრება , რომელიც სულს და ხორცს უგლეჯს.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s