რა შემაგონა ამ კვირის კინო მარათონმა

თითქმის ერთი კვირაა “სტამინა” არ მღალატობს და არამეინსტრიმული (ჯერარგაგონილი სახელწოდების, სტუდიისა და რეჟისორის) ფილმების მარათონიც ჯერ არ მისულა ლოგიკურ დასასრულამდე. მიყვარს ეს შეგრძნება, უცნობ და მნიშვნელოვანი/უმნიშვნელო პრობლემატიკის ფილმს რომ აღმოაჩენ და გსიამოვნებს მისი აურა და ესთეტიკა ყოველგვარი “ვერაფერი გავიგე, სამაგიეროდ ეს სახალხოდ ცნობილი შემოქმედების ნიმუში უკვე ნანახი მაქვს” განწყობის გარეშე.  კვირის განმავლობაში მრავლად ოყო წვნიანი თუ მშრალი კინო პროდუქტი , ხოლო არსებითია თუ არა ის რაც მეტნაკლები სერიოზულობით შევიმეცნე თავად განსაჯეთ:

1.  ავრილი /Avril (2006)/საფრანგეთიAvril_b

ამ პატარა (მინდა რომ პატარა ვუწოდო) თბილმა და მზიანმა დრამამ მასწავლა, რომ თუკი მოვისურვებ, გავბედავ, მივენდობი, ვირწმუნებ, გავთავისუფლდები, განვიწმინდები, დავმშვიდდები, დავცარიელდები და თავიდან გავივსები, თუკი შევძლებ გავიგო, ვაპატიო, შევეგუო, დავინახო იმაზე მეტი ვიდრე ჩანს , დროულად შევჩერდე და დავნებდე …ყველაფერი კარგად იქნება.

2. ანგელოზების სქესი /El sexo de los ángeles (2012)/ესპანეთი

ამ დინამიურმა და ვნებიანმა დრამამ მასწავლა, რომ სიყვარული ” დუპლექსური იდეაფიქსი” არაა  ,ურთიერთობის საზღვების გააფართოება თავისუფლად შეიძლება. თურმე ნუღა იკითხავთ და სასიყვარულო სამკუთხედი ( ეს შეიძლება გაცვეთილი ფაბულაა , თუმცა ამ კონკრეტულ ფილმში პრობლემა საინტერესო კუთხითაა წარმოდგენილი) შესაძლებელია თანაბრად იყოს ბედნიერების El_sexo_de_los_angeles-837863301-largeმომტანი ყველა ადამიანისთვის თუკი მათ სქესობრივ/ორიენტაციული ბარიერი არ გააჩნიათ არათუ იმის შეგრძნება თუ რად აღიქმება მათი ქმედება გამკილავ საზოგადოებაში.

არ ვიცი მსახიობების ესთეტიკურმა გარეგნობამ, მსუბუქად კომიკურმა ვუალმა თუ გმირების ცხოვრებაში მისტიკური ილუზიის შემომტანმა პერსონაჟმა იმოქმედა, მაგრამ  “არანორმალური” ურთიერთობის გაიდიალიზირების მცდელობა საკმაოდ დამაჯერებელი მეჩვენა.

3. აგვისტო/Elokuu (2011)/ფინეთი

ამ ფილმმა კვლავ შემახსენა , როგორი მიმზიდველია ფინეთის ვრცლად გაშლილი მდელოები, კუნძულაკები, ბურუსიანი ტბები, ფუმფულა ტყეები… ჰაერის ბლანტი სიგამჭვირვალე და სევდიანი, imagesდაკარგული ახლაგაზრდები.  დილის 11  საათი იქნებოდა, ფანჯრიდან მზე იჭყიტებოდა და ოთახს აბრჭყვიალებდა…თითქმის საოცარია , რომ ეს ფილმიც გარიჟრაჟისფერი აღმოჩნდა.

არა…ლანდშაპტებს არ ეხება, ფილმი იმ აღმაფრენაზეა, გაუცნობიერებლად სიყვარულს რომ უწოდებს ჩვენი გმირი, ზრდის პირველ ეტაპზე, პირველ სისულელეზე, პირველ სევდაზე, პირველ თავდავიწყებაზე, მზიან დღეებსა და ამაოებაზე…

4.  ჯოჯოხეთი/ Hell (2006)/ საფრანგეთი

ამ ფილმმა მასწავლა, რომ როდესაც ვინმე თავზეხელაღებული და მომხიბვლელი 1231686877_hell.2006ადამიანი შეგიყვარებთ საჭიროა ერთი დღე მაინც გაატაროთ მასთან კოკაინის და სექსის გარეშე, აუცილებელია დაელოდოთ გულჩათხრობილი ადამიანის აღსარებას და..

იცით მგონი გატყუებთ,ამ ფილმმა ვერაფერი შემაგონა, უბრალოდ ნიკოლя დუვაშელით მომხიბლა.

სულ ეს იყო… უყურეთ ფილმებს, დაინახეთ, შეითვისეთ, განაგდეთ და დასცინეთ, ან ყველაფერი ერთად!

Advertisements

One thought on “რა შემაგონა ამ კვირის კინო მარათონმა

  1. აქედან მხოლოდ ანგელოზების სქესი მაქვს ნანახი. ეს მართლაც გაიდიალიზირების მცდელობა იყო, შეიძლება ითქვას, რომ წარმატებული მცდელობაც. რადგან რეალობა იწყებოდა სწორედ იქ, სადაც ფილმი დასრულდა.
    ანუ ბოლომდე დაგვაჯერეს, რომ ეს ყველაფერი ნამდვილად შეიძლება მოხდეს. დაე “დასრულდეს” ყველაფერი ტკბილად და ბედნიერად. შემდეგ კი ეშმაკსაც წაუღია, ჩვენს მხრებზე იყოს რეალობაში როგორ გავაგრძელებთ ამ ისტორიას.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s