თვითმოძულე ნარცისს – ფრედერიკ ბეგბედერს

(ალბათ ციტატების კორიანტელით უნდა დამეწყო და ბოჰემური მემუარების ექსცენტრიული ავტორისთვის სათანადოდ მიმეგო პატივი ჩემი მსოფლმხედველობის დახვეწისთვის…)

დიახ , ფრედი (წინააღმდეგი ხომ არ ხარ ასე რომ მოგმართო, ამერიკულად ჟღერს?!)… ახლა ვიცი რომ თუ რამე საზოგადოებრივი პრობლემა შემაწუხებს ერთადერთი გამოსავალია სამყაროს ყირამალა დაყენება, რომ ხარვეზებს მოერგოს. ვიცი რომ გლამური სულიერ სიბინძურეს ბადებს და საზოგადოების ხსნა ნაადრევ აპოკალიფსშია. (რაც ენაზე მომადგა იმას გწერ, როგორც შენ წერ ხოლმე..)

შემიძლია სიტყვის (მწარე სიტყვის) ოსტატი გიწოდო, მოგიწონო წერის ორიგინალური მანერა, დავეთანხმო შენს თეორიებს, წარმოგიდგინო სახალხო მთქმელის ამპლუაში წინა ღამის უძინარი  და ნამთვრალევი(დიჯეი იყავი სან-ტროპეს საუკეთესო კლუბში) რომ ტრიბუნაზე შემომდგარხარ და შენს ქაოსურ იდეებს გვაცნობ სამყაროს მოწყობის ახალ გზებზე. ძალიან მიყვარხარ, მართლა!

“Vacances dans le coma”,” L’amour dure trois ans” და ” 99 francs” წავიკითხე… ვკითხულობდი თვალებით, ცხვირის ნესტოებით, ტუჩებით. მე მჯერა შენი მოტივებისა და შთაგონების. არასრულყოფილების უტრირებით გასაოცარ შედეგს იღებ, შენ შეგიძლია რელიგია შექმნა ! შენ გძულს შენი არსი, ცდილობ მის დავიწყებას, გაქცევას და ამ პროცესში ემონები მას, ემონები ინსტინქტებს ისევე როგორც სილამაზეს, სიწმინდეს… ეს ზოგადი ცხოვრებისეული ციკლია.

სათქმელი კიდევ ბევრი მაქვს, მაგრამ შემდეგი წერილისთვის შემოვინახავ !

P.S. გთხოვ ნარკოტიკი არ გამოცვალო ან თავი რამე სხვა ხიფათში არ ჩაიგდო.

მარად შენი, F.Bukowski

Advertisements

6 thoughts on “თვითმოძულე ნარცისს – ფრედერიკ ბეგბედერს

    1. ვიიანი ყევლაზე გამაოგნებელი ფრანგია ჩემთვის, მათ შორის, ვინც კი “შემხვედრია” )))

  1. ბეგბედერი ჩემი ,,ფრანგი ნაბიჭვარია”
    გთხოვ ნარკოტიკი არ გამოცვალო – ეს მომეწონა:)

  2. 99 ფრანკი მაქვს მხოლოდ წაკითხული(რა ვქნა სხვა არ “იშოვება” ჩემს ბიბლიოთეკაში) და თვალებით კი არა(შენი არ იყოს) მთელი სხეულით ვკითხულობდი :3 ❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s