რა სურდა იან ვერმეერს?

ბავშვობიდან დატყვევებული ვყავდი ამ ფილმს… ამ ისტორიას. მსურდა ვერმეერის აზრები გამომეცნო, ყოველი გამოხედვა ამომეკითხა. ბრაზი მახრჩობდა “ნუთუ სული, ვნება ამოაცალა სურათზე გადასატანად, ხოლო შემდეგ  აღარ მოისურვა” მეთქი. მაინც არ შემეძლო მისი შეძულება, ამ მღელვარე და ბნელი სულის, გარემოებების და საკუთარი თავის მსხვერპლი რომ იყო.  ვერც ამ უჩვეულო ურთიერთობას ვარქმევდი სახელს..სამწუხაროდ ეს ახლაც არ შემიძლია.

გავიდა წლები და სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ მოვახერხე ტრეისი შევალიეს ნოველის წაკითხვა (რომელსაც ფილმი ეფუძვნება) ; მეგონა წიგნი ამომივსებდა იმ სიცარიელეს ფილმმა რომ დამიტოვა, თუმცა აღმოჩნდა რომ მწერალს სულაც არ შეჰბრალებია ვერმეერი…

10 წლის შემდეგ ვერმეერის დაანდერძები მარგალიტები სევდისმომგვრელ აბრეშუმში გახვეული სულაც არ მოუტანიათ გრიტისთვის. ეს ესოდენ რომანტიკული სცენა, გულს რომ გტკენს და ხაზს უსვამს ვერმეერის დამოკიდებულებას მის მიმართ, წიგნში არადაა ჩაგდებული, ის კიარა გრიტისთვის ის არასასურველი საჩუქარია, რომელსაც დაუფიქრებლად, უემოციოდ გაყიდის. თითქოს თავისუფლდება ბორკილებისგან, თავს გამოისყიდის.

რა სურდა ვერმეერს? არ მინდა ამაზე ფიქრი … უბრალოდ გავა წლები და ისევ ვნახავ ამ ფილმს , ისევ მოვიხიბლები, ისევ ავღელდები , ისევ შემიყვარდება და შემძულდება ..

BBC-ის ეს ფილმი მშვენივრად მიმოიხილავს  ვერმეერის ნამდვილ ისტორიასა და მისი შემოქმედების მნიშვნელობას:

 

Advertisements

2 thoughts on “რა სურდა იან ვერმეერს?

  1. ფილმი საშინლად მთრგუნავდა და თან მიზიდავდა, ამ ნახატზეც ვგიჟდები, მაგრამ სამწუხაროდ ბევრი არაფერი ვიცი მასზე….:(

    1. მოდი თავი მოვიტყუოთ, რომ ამ ნახატის ისტორიას ეს ნოველა ასახავს 😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s