კარამაზოვები

  დიდი კლასიკოსი, მრავალთა კერპი და უბრალოდ ინტელექტუალი შეშლილი -დოსტოევსკი არ მოდის ჩემთან. მისი მოსვლა არ უკავშიდება იმას, რომ მე მას არ ვკითხულო ან ეს პროცესი მისდამი ნეგატიურად განმაწყობს, უბრალოდ ეს დრო , თუნდაც კარამაზოვებში აღწერილი, ძალიან შორსაა ჩემი ამჟამინდელი შინაგანი სამყაროსგან.

დედაბნელი რუსეთი, სადაც თავადობრივ კლასში ერთმანეთს უპირისპირდება განათლება, რწმენა და გარყვნილება, სადაც გლეხები მათი სულიერი სიდიადის მიუხედავად ერთიანად მიწასთან არიან გასწორებული, დამცირებული და მტკივნეულად ღირსება დაკარგული, სადაც ბოლოს კეთილი ვერ იმარჯვებს, სადაც ქალები გამორჩეულად უნამუსოები, ისტერიულები და არაადეკვატრები არიან, სადაც ყველაფერი იმდენად მახინჯია, რომ სიბინძურის შეგრძნებას შენამდე საშინელი სიმყრალის სუნი მოაქვს, სადაც მამები და შვილები “უნამუსოების” გამო ერთმანეთის დახოცვას ცდილობენ, სადაც არსებობს წმინდა გულები, რომელთა გახრწნისთვის მთელ სამყაროს შეუკრავს პირი…დედაბნელი რუსეთი.
ტრაგიკომოკური გმირები დოსტოევსკის განუყოფელი ნაწილია. მე მიჭირს გავიგო მათი ხასიათის, რადგან ისისნი არ არიან შეზღუდული ზედსართავებით , მათ ყველაფერი შეუძლიათ გიჟებიც არიან. აღვირახსნილებიც და ყოველწამს აღიარებითი მონოლოგის წაკითხვაც შეუძლიაღ აქვითინებულებს.

ძმები კარამაზოვები არც მეტად მხიბლავენ და არც ნაკლებად , როცა სხვა ტრაგიკულ თუ კომიკურ გმირებს ვიხსენებ, რომლებიც სრულიად სხვა მწერლებმა შექმნეს. დოსტოევსკი ასახავდა, ჩვენ ვკითხულობთ და იმის მიხედვით ვაფასებთ რამდენად მოგვწონს ის, რასაც ის ხედავდა და არა იმის მიხედვით რამდენად კარგად აღწერდა იმას, რასაც ხედავდა.
რეალურად ბნელი რუსეთის ეს რუხი ისტორიები ვერაა ა ღმაფრენის გამომწვევი. ერთადერთი გზა რჩება, ვუსმინოთ დოსტოევსკის გმირებს, მათ იდეებს, ისტორიებს და იმედებს, ვუგულშემატკივროთ კეთილ გულებს და დავგმოთ მათი მტარვალები. იქნებ შემოგვიყვარდეს კიდეც ვინმე თვალსა და ხელ შუა ისე, რომ ამ უბედურთა შესახებ დაწერილ რომანებსაც სხვა თვალით შევხედოთ.

20 იანვარი 2012,  ჩანაწერი მაგიური წიგნაკიდან

Advertisements

3 thoughts on “კარამაზოვები

  1. საერთოდ არ გეთანხმები. ჩემი პირადი აზრით, ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოებია, თუ საუკეთესო არა. მისი გმირები როგორებიც არიან, ეგეთები არიან საერთოდ ადამიანები და სწორედ ამაზე წერს. არის წიგნში ასეთი მომენტი, როდესაც მიტია საცოდავ კაპიტანს წვერებით ითრევს და ბავშვის ვედრების მიუხედავად დიდ სისაძაგლეს ჩაიდენს, მაგრამ იქ ტრაქტირში უამრავი ადამიანია, რომელთაგან ერთიც კი არ ამოიღებს ხმას ამ სისაძაგლეზე (კვდებიან სიცილით). ხომ არ გახსენებთ ჩვენი ქართული სინამდვილიდან მსგავსებას??! მე სხვა პოსტებშიც მიწერია და კიდევ ვიმეორებ, ადამიანში არის ცუდიც და კარგიც ჩადებული, მაგრამ ცუდი საქციელის ჩადენა უფრო ადვილია და ამიტომაც 99 პროცენტი ადვილ გზას ემხრობა. ერთ მაგალითს მოვიყვან, იმ დროის ალბათ ყველაზე განათლებულ და ინტელექტუალურ ქვეყანაში – გერმანიაში როგორ დაუშვეს ჰიტლერის ბატონობა? გამოჩნდა ერთი ავადმყოფი ტირანი და მოსახლეობის ძალიან, ძალიან დიდი ნაწილი გვერდით დაუდგა. კარგი, მსოფლიოზე ბატონობა სურდათ და დახუჭეს რააცეებზე თვალი, მაგრამ როგორ დაუშვა ასეთმა ცივილიზებულმა ერმა საკოცენტრაციო ბანაკების არსებობა??? მე ასე ვთვლი, ყველა ქვეყანაში მოიძებნება ავადმყოფი ტირანები, მაგრამ მათზე ბევრად უფრო ვერ ვიტან იმ ხალხს, ვინც ხვდება და მაინც გვერდში უდგას ასეთებს. ამიტომაც ვამბობ , რომ უმრავლესობა არიან სწორედ ისეთები, როგორადაც აღწერს დოსტოევსკი, ეს მართლაცდა გენიოსი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s