ზამთრის ძილი

უცხო სახემ კარზე მიგითითა. გააღე კარი შეხვედი თვალი მოავლე ცარიელ კედლებს და ამოიოხრე. ჩანთების შეტანაში დაგეხმარნენ.

არავინ იცოდა , რომ საღამოებს ტელევიზორის ყურებაში არ ატარებ , გრაფიტით დასვრილი აშავებ ყველაფერს რასაც ეხები, მეგობრებთან ერთად ახალგაზრული ცხოვრების სრულად განცდას არ ცდილობ, მარტოდმარტო ნახევრად განათებულ ოთახში პასტელით მოხაზულ სახეს შეცქერი და ცდილობ მისი თვალები გააცოცხლო.  ცდილობ დაემალო ზამთრის თითოეულ დღეს …თითოეულ წამს, სანამ ის არ დასრულდება. შენს გამოყვანას ტრანსიდან ვერავინ შეძლებს…
როცა ღამე დედიშობილას გეღვიძება და გინდა ბნელი ფიქრები გადაიყარო გონებიდან არ აღებ ფანჯარას , რომ ჰაერი ჩაისუნთქო, თვალს არიდებ გულისამრევ თოვლს. შენ ისევ უბრუნდები ოთახს და ცდილობ გონება შეცვალო სულით, ისევ იღვრები ტილოზე ამჯერად გუაშების ბლანტ ფერებად.  თუ შენს ცარიელ ოთახებს ვინმე ეწვევა მას ვეღარ  იცნობ და ლამაზ ნაკვთებზე უგონო თვალებით მიაშტერდები. ცდილობ აღბეჭდო შენი სამყარო ტილოზე, შენთვის კი აღარფერს იტოვებ. ერთხელ მამაკაცს შემოუშვებ ოთახში და ისიც სამოდელო ექსპონატი გახდება , რომელიც შენში ხატვის ვნებაზე მეტს ვერაფერს გააღვიძებს. უღონოდ ჩაიქნევს ხელს და გაგეცლება.
აღარ ცდილობს ზამთარი წავიდეს, ჩაიაროს, გაგეცალოს…
შენ თავს იბრუებ უჭმელობით  და წამლების ყლაპით. თვალები გიშავდება, ფუნჯები გიტყდება , საღებავები გექცევა, გრაფიტი გეფშვნება,  ფურცლები გეხევა, ფეხი გისრიალებს …იატაკი სიკვდილს გახვედრებს. ცივს უსულოს, არანაირს, მარტოობით შენსავით შეწუხებულ სიკვდილს. ფურცლებიდან კი ადამიანის სახე ფოტოგრაფიული სიცხადით მოგაშტერდება.
გაილევა ზამთარიც ალბათ…

Sound:   Emilie Autumn  “A strange Device” , “Cold” , “Willow” , ” Face the wall“, “Syringe“.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s